ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2021


პიეტა




ხელებს ედება, წაბლისფერი შენი კულული,
სახე ნატანჯი, უფრო მოხუცს ჰგავხარ ნაოჭით,
და შუბლი შენი სიყვარულით გაქვს დაბურული,
გულმოწყალება უსაზღვროა - ყველას გვაოცებ,

იქ რომ ვიდექი,
იოანეს წამოსასხამით, და გაჰკიოდნენ: ჩამოდი და თავი იხსენი!!
უკვე დილაა და ნისანის არის სისხამი, 
მე კი შენს ყრმობას ცრემლიანი თვალით ვიხსენებ,

ხელზე გაჩნია, ნალურსმალი ხორცი, პობილი,
და შენ ერთადერთს უმუსვრელი დაგრჩა მუხლები,
შუბით გაგფატრეს, თვალები კი ეკლით მკობილი,
მხოლოდ ეს დაგრჩა დაუღლელი და ხელუხლები,

ჩემთვის მკვდარია ყოველივე, გულში მახვილით,
ისე დაგტირი, დააშავე ნეტავ რაგვარი,
შვილმკვდარი დედა სისხლის ცრემლებს მწარედ ვახველებ,
და მწუხარება ყველა ლოდზე არის მაგარი,

წასვლა შეგეძლო,
გაფანტავდი ყველა ლეგიონს,
ერთი სიტყვა და ამ სიტყვაზე ზეცის ლაშქარი,
დაანაცრებდა მონათმფლობელ ჩიტირეკიებს,
გაიქცეოდა კურდღელივით სულის ვაჭარი,

მაგრამ გაგშოლტეს ასე ლაღი, თავისუფალი,
და მოთმინებით ატარებდი ყველას ბეჭებით,
ახლა დაგტირი და სისხლიან ნანას გიგალობ,
შენი გვირგვინი კაცთა მოდგმის გახდა ბეჭედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები