ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2019


არასოდეს დაჯერდე





მინავლული ოცნების კელაპტარი დავანთე.
და ზეცაზე დავწერე ღიმილით, რომ მიყვარხარ!
ფრთაშესხმული ფიქრები, სულ მელანით დავხატე
და მესიჯად გავუშვი შემოჩენილ მისანთან.
თითქოს ახლო სიშორით, ნაკვალევი შევნიშნე,
ისე მკვეთრი კონტურით, სიღრმეები უჩანდა;
მთვარე ღამის "პირთამზე", მხოლოდ ჩემთვის შობილი,
მისი ხილვა უმეტეს, კუპრ ღამეში მხიბლავდა.
ეს გზა, ასე ახლო და შორეული შოსეთი,
ღრმა ძილის წუთებშიც იშლებოდა სიზმართან.
დანთებული კელაპტრით, მინავლული ოცნების,
მონაბერი ქარები სასწაულად მიყვარდა.
გაჩაღებულ კოცონთან, ღამის ჩუმი მუსიკით ,
ზღვაც კი იდუმალების, ყელსაბამს იკრავდა.
მაშინ როცა "პირთამზემ" მზის თბილი სხივები,
გამოაბა მთვარეს და მე ვცეკვავდი მისანთან.
ფრთაშესხმული მუზები, თეთრ ზეწარზე დავქარგე,
და მესიჯად გავუშვი ამოღებულ მიზანთან.
ღმერთმა იცის თუ როგორ, ანდა კიდევ ამ ხმების,
ნაკვალევის სიღმიდან, თუ რა გული მიჩანდა.
მინავლული ოცნების კელაპტარი დავანთე.
და ზეცაზე დავწერე ღიმილით, რომ მიყვარხარ!
ჩვენი ბედი ღმერთს ვანდვე და არასდროს დაჯერდე,
ღმერთში გაგაიგივო სანამ შენებრ თიხა ვარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები