 | ავტორი: ფინქ ფლოიდი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ოქტომბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ბერნარდო თქვენა?! მაშინ მეზიზღება საკუთარი თავი ყველაზე მეტად, როდესაც მას ვუარვყოფ. საშინელია ის განცდა, სახლში მისული, მასთან განმარტოვებული რომ ამას იხსენებ და ცდილობ ჩაწვდე იმ დამპლურ სისუსტეს, რომლის დაფარვიც მცდელობამაც გაიძულა შენი თავის დამალვა, მოკვლა მისი. ეს სისუსტე შეიძლება იყოს ქედმაღლობა, შიში, საკუთარის თავის რწმენის არქონა, დაბალი თვითშეფასება და ათასი სხვა რამ რაც მქმნის მე და მაყალიბებს ცალკე აღებულ პიროვნებად, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა და არც იქნება, მე კი ამითაც კი არ ვარ კმაყოფილი და რაღაც დებილურ, ტრენდად ქცეულ ,,მოდელებს“ ვურჩევ სხეულს რომ ჩავიცვა, სისაძაგლეა. თხუთმეტი წლის ვიყავი, იმ იმედით წასული კადეტთა სამხედრო ლიცეუმში რომ ხალხის თუ გარემოს ცვლილებით ჩემშიც შევძლებდი რაიმე შემეცვალა. ორი თვე იყო გასული როცა მივხვდი რომ ყველგან ერთი ნაკელი იყო, ყველგან. აზრი არ ქონდა სად იქნებოდი. ერთ დღეს როდესაც ჩემი ოცეული მოეწყო რათა გადავააგგილებულიყავით, გვერდზე ჩაგვიარა მაღალი კურსელების ოცეულმა და ერთ-ერთმა მათგანმა სამკერდე ნიშანი ამახია, რომელიც ფხრიწით მქონდა მიკრული ხებეზე. სერჟანტმა ეს დაინახა და როდესაც საცხოვრებლის წინ გავჩერდით მათ სერჟანტს სთხოვა არ შეეყვნა თავისი ჯგუფი და დაგვლოდებოდა. როდესაც მივედით ხმამაღლა მკითხა თუ ვიცნობდი ვინმეს ამ ჯგუფიდან, მე დაუფიქრებლად ვუპასუხე რომ არა, რადგან მართლაც ასე იყო. გასაგებიაო მითხრა გამოართვა ჩემი სამკერდე ნიშანი, მომცა და გამიშვა ჩემს ოთახში. ღამით როცა დავფიქრდი მაშინვე მივხვდი რომ, არა არ უნდა მეპასუხა, ძალიან დამიზეზებული სერჟანტი იყო და მივხვდი რომ დასჯიდა, უბრალოდ ეს არ ვიცნობ ასე დაუფიქრებლად იმიტომ ვთქვი, მეწყინასავით როდესაც ამახიეს ეს ნიშანი, როგორც შემდეგ გავიგე ჯარში ეს შეურაცყოფისა და შეგინების ტოლფასია. ვინანე, თუმცა გვიანი იყო. სულ რაღაც ორ კვირაში ლაზარეთში დამაწვინეს, სადაც ყველა კურსის ხალხი ერთად ვმკურნაობდით. ლაზარეთში არავის ვიცნობდი და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არც გამიცნია. მეორე დღეს სიცხისგან განაწამებს მეღვიძება და მესმის ლაპარაკი: ,,რამდენი ბოზია ბიჭო პირველ კურსზე, დადიან ყველა მეორე და აბიზღებენ ერთმანეთს, თუნდაც ის ღუღუნიშვილი თუ ვიღაც ჩემი ჯგუფელი ჩააბოზა და მაგის გამო ერთი საათი გვახოხეს, ნაბიჭვარი ეგ...“ თავი საბანში ჩავყავი და არ ვიცოდი რა მექნა ერთი მხარე მეუბნებოდა ადექი და ამ ზურგს უკან მოლაპარაკეს უთხარი რაც მოხდაო, მეორე საგმირო გეგმებს აწყობდა თუ როგორ ვკლავდი მათ, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ამ ფიქრებს, მეშინოდა, ჩემი თავის მეშინოდა, მეშინოდა რომ ,,მე“ ვიყავი და არა სხვა, მეშინოდა რომ არავინ მყავდა აქ ვინც გვერდში დამიდგებოდა, ვინც იტყოდა რომ არ იყვნენ მართლები და სხვანაირად იყო სინამდვილეში, ვტიროდი და ოფლი გამდიოდა, დაუცველობისა და უსუსრობის გრძნობისგან. იგივე ასაკში, ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა ვირაც უცნობმა, დავიმატე ჩვეულებრივ და ყურადღება არ მიმიქცევია. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ მწერს, მომიკით უბრალოდ. რაღაცეებზე მელაპარაკა, გული გადამიშალა, გადავუშალე და ასე ვიყავით ერთი თვე დაახლოებით. ერთ დღეს მწერს და მეუბნება საით ხარ რას შვრებიო, მეთქი სახლში თქო, ბებიაჩემს კიბო ქონია თქო ახლა გაიგეს და ჩამოვედი რომ მენახა თქო, ხოდა სთხარე შენებსო მითხრა და აესე პირდაპირ გინება დამიწყო, მკვდარის და ცოცხალის. ვუთხარი რომ პარასკევს ისანში ვნახადი ფორმა მეცმეოდა და გინდ მოვეკალი (ამას შესაძლო შიშისგან ვამბობდი) მაინც ვნახავდი და არ შევარჩენდი, თუნდაც ჭიანჭველასავით მეკბინა მისთვის ჩემი ბოლო კბენა მაინც ზიზღით სავსე იქნებოდა და მთელი ჩემი შხამით გაჯერებული, არ ვიცი რატომ ველაპარაკებოდი ასე მეტაფორულად ჩემს მაგინებელს მარა მაინც, პარასკევს არ მივსულვარ იქ ფორმით, შორტებით და მაიკით ვიყავი და ბიძაჩემს დავურეკე დამხვდი თქო. შიშისგან მაკანკალებდა, ის ბიჭი კი დავბლოკე და სამი წელი სახელი მქონდა შეცვლილი და ირანულად მეწერა, რაღაც უაზრო, რომ ვერ ვეპოვნე. როცა ეს მახსენდება, გულში ისეთი მჟავე რაღაც მეღვრება კინოებში რომ აკეთებენ ხოლმე კუდიანები, ნაღვლის სითხის ფერი. სისაძაგლეა, არა ჩემი საქციელი, არამედ ის გრძნობები რომელნიც მაშინ მეწვივნენ. მესმის თავი აარიდო კონფლიქტს და ფიზიკურ შეხლა შემოხლას გააზრებულად, მაგრამ როცა გინდა რაღაც ქნა, როცა გინდა რომ მიხვიდე და შიშველი ხელით ყანყრატო გამოუღო, როცა გინდა იქამდე იბღავლო შენი სიმართლე სანამ ყელში სისხლძარღვები არ დაგისკდება და სისხლი არ წამოჩქეფდება, შენ კი არაფერს აკეთებ, ეს სისაძაგლე და მეზიზღება ეს სისაძაგლე. და რა იცვლება დროის გასვლასთან ერთად? რა თქმა უნდა, არაფერი. რა არ ვცადე, რა არ ვიფიქრე, რა არ გავიაზრე, რა არ გავაკეთე რომ შიში დამეძლია. მეტროში ან მიწისქვეშა გადასასვლელებში შარს ვეძებდი რომ ვინმეს ვეცემე. შევაგინებდი ვინმეს შევაფურთხებდი და მერე თავზე ვიფარებდი ხელებს და ვიწექი როცა მირტყავდნენ, შედეგი ნულია, ეს არ ყოფილა შიში ფიზიკური ტკივილისა, ეს არ ყოფილა შიში სახალხოდ შერცხვენისა, რაღაც უფრო ღრმაა და რაღაც უფრო შინაგანი და ვერ ვხვდები რა. ამას წინ უნივერსიტეტში კამათისას ზუსტად ვიცოდი რომ მართალი ვიყავი, მაგრამ იმდენად სწრაფად და დალაგებულად მიპასუხა ,,თანამოკამათემ“ რომ ენა ჩამივარდა, ლამისააა კანკალი დავიწყე, მქონდა პასუხი მაგრამ ვერ ვუთხარი, შემეშინდა და ისევ არ ვიცი რისი. შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო სისულელეები, შემიძლია ისეთი რამეები ვთქვა სახალხოდ რომ ყველას ერთდროულად შერცხვეს ჩემს მაგივრად, მაგრამ ვერ ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ თუ არ შევფუთე, თუ არ მივჩქმალე თუ არ შევაკვეხე სადმე რომელიმე ნეტაფორისა თუ უაზრო ხუმრობის უკან. ისევ მეზიზღება ჩემი თავი ამაზე ფიქრისას და ისევ ის ჯადოსნური ელექსირი მეღვრება გულში. არ ვიცი როდის დაიყივლებს ის წყეული მამალი, არ ვიცი საერთოდ დაიყივლებს თუ არა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 4. არა მგონია, მაგრამ ძნელბედობის ჟამს ამით დავიმშვიდებ ხოლმე თავს :))) დიდი მადლობა თუ ესე ფიქრობთ. 4. არა მგონია, მაგრამ ძნელბედობის ჟამს ამით დავიმშვიდებ ხოლმე თავს :))) დიდი მადლობა თუ ესე ფიქრობთ.
4. ჩემი დაკვირვებით ტქვენ ადამიანები გიყვართ და იმის შიში გაქვთ ავნოთ მათ, თუნდაც იმსახურებდნენ. გამიხარდა ამის წაკითხვა. მიყვარს გულწრფელობა. :) ჩემი დაკვირვებით ტქვენ ადამიანები გიყვართ და იმის შიში გაქვთ ავნოთ მათ, თუნდაც იმსახურებდნენ. გამიხარდა ამის წაკითხვა. მიყვარს გულწრფელობა. :)
3. „ბენარდო თქვენა?! “ – ძალაუნებურად გამახსენდა „შენც, ბრუტუს?!“
წითელი ხელით დაფარულს არ ვკითხულობ. არც თქვენი ნაწერი წამიკითხავს, მხოლოდ თქვენივე კომენტარს გამოვეხმაურები. დააკვირდით, ფინქ, რა ამძაფრებს თქვენში შიშის გრძნობას, რომელი თემები, ადამიანები, სიტუაციები, მოვლენები და გაერიდეთ მათ. მსუბუქად, ძალდაუტანებლად იფიქრეთ, რა კავშირი შეიძლება იყოს მათსა და შიშს შორის. ნურაფერს გაართულებთ, პირიქით, ეცადეთ გაამარტივოთ ყველაფერი. ბევრი იარეთ. თუ არ ვცდები სტუდენტი ხართ და, სავარაუდოდ, ქალაქში ცხოვრობთ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ, გადით სახლიდან და იარეთ, ისეირნეთ. როგორც ტურისტები დადიან, თან ათვალიერეთ ყველაფერი, ლამაზი შენობები, ვიტრინები, დააკვირდით ადამიანებს. თუ უფასოა შესვლა, შედით გამოფენაზე და ა შ. ადგილობრივად „იმოგზაურეთ“ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სასიამოვნო შთაბეჭდილებები გჭირდებათ, პატარა სიხარულები.
„ბენარდო თქვენა?! “ – ძალაუნებურად გამახსენდა „შენც, ბრუტუს?!“
წითელი ხელით დაფარულს არ ვკითხულობ. არც თქვენი ნაწერი წამიკითხავს, მხოლოდ თქვენივე კომენტარს გამოვეხმაურები. დააკვირდით, ფინქ, რა ამძაფრებს თქვენში შიშის გრძნობას, რომელი თემები, ადამიანები, სიტუაციები, მოვლენები და გაერიდეთ მათ. მსუბუქად, ძალდაუტანებლად იფიქრეთ, რა კავშირი შეიძლება იყოს მათსა და შიშს შორის. ნურაფერს გაართულებთ, პირიქით, ეცადეთ გაამარტივოთ ყველაფერი. ბევრი იარეთ. თუ არ ვცდები სტუდენტი ხართ და, სავარაუდოდ, ქალაქში ცხოვრობთ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ, გადით სახლიდან და იარეთ, ისეირნეთ. როგორც ტურისტები დადიან, თან ათვალიერეთ ყველაფერი, ლამაზი შენობები, ვიტრინები, დააკვირდით ადამიანებს. თუ უფასოა შესვლა, შედით გამოფენაზე და ა შ. ადგილობრივად „იმოგზაურეთ“ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სასიამოვნო შთაბეჭდილებები გჭირდებათ, პატარა სიხარულები.
2. მადლობა ქალბატონო ლელა გამოხმაურებისთვის, ძალიან გამიხარდა. შესაძლოა მართალიც ხართ და შიში არ დამტოვებს არასდროს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეში, ვერ გამიგია რისი მეშინია, უკანასკნელი შემთხვევის დროს ( ვკამათობდი თქო რომ მიწერია ტექსტში) დეკარტის ფილოსოფიაზე ვმსჯელობდით და ვკამათობდით და ამის დროსაც კი შემეშინდა და კანკალმა ამიტანა, ხოდა ვერ ვხვდები რა ოხერია ეს :))) მადლობა ქალბატონო ლელა გამოხმაურებისთვის, ძალიან გამიხარდა. შესაძლოა მართალიც ხართ და შიში არ დამტოვებს არასდროს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეში, ვერ გამიგია რისი მეშინია, უკანასკნელი შემთხვევის დროს ( ვკამათობდი თქო რომ მიწერია ტექსტში) დეკარტის ფილოსოფიაზე ვმსჯელობდით და ვკამათობდით და ამის დროსაც კი შემეშინდა და კანკალმა ამიტანა, ხოდა ვერ ვხვდები რა ოხერია ეს :)))
1. წავიკითხე და ჩუმად გასვლა უსინდისობად მეჩვენა. შიში არასდროს ტოვებს ადამიანს. უბრალოდ წლებთან ერთად სახეს და ფორმას იცვლის. საკუთარი თავის ძიებაც ხანგრძლივი პროსეცია, მისთვის გარედან დაკვირვება კი კარგი ჩვევაა. წავიკითხე და ჩუმად გასვლა უსინდისობად მეჩვენა. შიში არასდროს ტოვებს ადამიანს. უბრალოდ წლებთან ერთად სახეს და ფორმას იცვლის. საკუთარი თავის ძიებაც ხანგრძლივი პროსეცია, მისთვის გარედან დაკვირვება კი კარგი ჩვევაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|