ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2019


ევას დრო

ცას უყურებდა მის წინ,თითქოს ეკლესიის გუმბათს რომ უერთდებოდა.ისე ღმად ამოისუნთქა,თითქოს ციდან,ლაქებად შერჩენილი ღრუბლები გაფანტვა უნდაო.სათვალე გაიკეთა და დაემალა თითქოს ყველას და ყველაფერს.ასეთი ჩვევა ქონდა,ზამთარში კაშნს არ იშორებდა,ეგონა რომ კაშნით,მის გარშემო ყველაფერს წყდებოდა და მყუდროდ გრძნობდა თავს,ზაფხულში კი მის მყუდროებას სათვაალები უფრთხილდებოდა.თვალებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ეგონა მასაც თუ ვინმე შეხედავდა თვალებში,მაშინვე გაიგებდა ყველაფერს.სათვალის მიღმა კი არაფერი ჩანდა და ტყუილად გაღიმებაც უფრო ადვილი იყო.მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს,ვინც სათვალეების მიღმაც ხედავდა,ამიტომ მასთან აზრი არ ქონდა მსგავსი ხერხით გაქცევას,ალბათ ერთერთი მიზეზი ესეც იყო მისი გამორჩეულობის.

–ტყუილად ფიქრობ,რომ ვამეტებ.არა კი ხშირად გამიფორმებია რაღაცეები,მაგრამ მასთან დაკავშირებით არაფერი.საოცარი შეგრძნებაა,ხან წიგნის და ხან ფილმის გმირი რომ გგონია თავი.საოცარი უნარი აქვს ისე მოულოდნელად,ისე ვითომც არაფერიო,შეეხოს ისეთ რამეებს,რომ გგონია სადღაც ღრმა,ბნელ კუთხეში მაქვს ჩამარხულიო.შემოგხედავდა,ტუჩზე იკბენდა და გადაგიკითხავდა ფურცელ ფურცელ.ისე მარტივად აკეთებდა ამას თითქოს საოჯახო ტექნიკის უაზროდ აჭრელებულ ბუკლეტს კითხულობდა.მერე გამიღიმებდა,შუბლს მომიშვერდა საკოცნელად და ისე გააგრძელებდა ლაპარაკს,თითქოს ამ წამს ჩემს ყველა უჯრედში არ გაევლოს და ყველაფერი არ გაეგო რისი თქმაც მინდოდა.–იცი?არ ვტრაბახობ მაგრამ ყოფილან ჩემს გვერდით ქალები,რომლებზეც ვერ იტყოდი კოცნა არ იციანო,მაგრამ მე მაინც მისი მოშვერილი შუბლი და ლოყა მირჩევნია.არანორმალურია ვიცი,მაგრამ ამ მოქმედებაში,საოცარი ნდობაა.გეუბნება რომ შენია მხოლოდ.–არ გჯერა ალბათ,მაგრამ შენ იმ წუთიდან უნდა გენახა ყველაფერი,როცა დაიწყო და მერე დაიჯერებდი.

სამი წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი,ზამთარში...


                                                                I
ზამთრისთვის შეუფერებლად თბილი დღე გათენებულიყო ნაახალწლევს თბილისში.დახურულ ფანჯრებში,მზე სხივებით შეხწევას ცდილობდა და სადაც ფარდები არ უშლიდა ხელს,გამოსდიოდა კიდეც.დაუპატიჟებელი სტუმარივით მოურიდებლად ცდილობდა ყველა ოთახში შესულიყო და ისედაც უთოვლო ახალი წლის მერე,კიდე უფრო გაექრო ზამთრის განწყობა.

        ფანჯრიდან შემომავალ სინათლეზე ვხვდებოდი,რომ კარგა ხანია გათენებულიყო,მაგრამ ნაბახუსევზე თავის წამოწევა კი არა თვალების გახელაც კი მეზარებოდა.ცოტახანს ვცდილობდი თავის მომძინარებას,მაგრამ რომ არაფერი გამომივიდა ნელნელა წამოვჯექი,თან ფანჯრისკენ ისე მტრულად გავიხედე,თითქოს ჩემი ძილის დაფრთხობისთვის ამოსულიყო მზე და სხვა არაფრისთვის.უნდა ავმდგარიყავი,სხვა გზას არც ეს მზიანი დილა მიტოვებდა და არც ის,რომ რამდენიმე საათში სამსახურის თაობაზე,გასაუბრებაზე ვიყავი წასასვლელი. 
       
დიდი ოჯახი მყავს,ყველა ერთად ვცხოვრობთ,სამი თაობა ერთ სივრცეში კი ხშირად იწვევდა კამათებს,ისე გამოდიოდა რომ საბოლოოდ ყველაზე აქტიური მე ვიყავიხოლმე,არადა მერე ვნანობდი რა მინდოდა რატო არ გავჩუმდითო,რადგან როგორც წესი ჩემი და მათი აზრები,რბილად რომ ვთქვათ აცდენილი იყო.ოჯახის ჯამბაზის როლიც მე მერგო,ან ალბათ უფრო მეთვითონ მოვირგე.მომწონს სხვების გამხიარულება,და არ მიყვარს ჩემ საფიქრალზე ლაპარაკი,მითუმეტეს სხვისთვის მოხვევა,მაგრამ ხანდახან კი მწყინდახოლმე,ყველას ქონდა უფლება ცუდგუნებაზე ყოფნის,მოწყენის,სიჩუმის,ჩემსგარდა.ჩემი სიჩუმე,უხასიათობა მაშინვე იქცევდა ყურადღებას,იწვევდა უამრავ კითხვას,რაც უფრო მაღიზიანებდა,ამიტომ ისევ მერჩივნა ჯამბაზობა გამეგრძელებინახოლმე და ეს კითხვები ამეცილებინა თავიდან.ეს ერთერთი მთავარი მიზეზია ალბათ იმის,რატომაც მიყვარს ღამე,როცა ყველა იძინებს,მარტო რჩები,არავინ არაფერს აღარ გეკითხება და გინდა გაგიჟდები და გინდა წყნარად იჯდები შენთის და იფიქრებ ათას სისულელეზე,ან არ იფიქრებ და უბრალოდ საკუთარ თავთან მილიონ რამეზე დიალოგებს გამართავ.სიმარტოვე მძიმეა,მაგრამ რომ არ არსებობდეს სიმარტოვე ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ადამიანებს და კიდე უფრო აგრესიულებიც ვიქნებოდით,რაც ისედაც არ გვაკლია.ყოველშემთვევაში ჩემთვის მარტო დარჩენა ხანდახან აუცილებელია,რომ რამდენჯერმე ღრმად  ჩავისუნთქო და ღამიდან ღამემდე შევძლო რაღაცეების არ შემჩნევა.

        ჩაის დარჩენილი ბოლო ყლუპიც მოვსვი და წამოვდექი,წასვლის დრო იყო.შარფი გავიკეთე,ქუდი დავიფარე(როგორც შემდეგ ერთად გავიგე,ეს ქუდი იმაზე მეტად მიხდებოდა ვიდრე მეგონა)და გავძახე ბებიაჩემს წავედითქო.

        დილით კი  ნერვები მომიშალა,მაგრამ გარეთ გამოსულს,მზიანი ამინდი ცოტა მესიამოვნა,უბრალოდ თვალებს მჭრიდა,არადა სათვალის ხმარებასაც ვერაფრით შევეჩვიე,იშვიათად ვხმარობ,მირჩევნია ადამიანს თვალებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვუყურო.

        დათქმულ დროს მივედი გასაუბრებაზე,აფსოლიტურად მშვიდად ვიყავი,ან უბრალოდ ნერვიულობის თავი არ მქონდა გუშინდელი ღამის თევის შემდეგ.კარი შევაღე და ეს კარის შეღება სხვა უფრო დიდის დასაწყისი აღმოჩნდა,უბრალო დაწესებულების კარი,რომელმაც ჩემივე ცხოვრებაში ისეთი ადგილებისკენ შემაცილა სადაც შესვლაზე უკვე დიდიხანია აღარ მიფიქრია,საერთოდაც მეგონა რომ ეს შესასვლელი ჩემ ცხოვრებას ალბათ არ აქვსთო.ოთახში ორი ადამიანი დამხვდა,მივესალმე და ვუთხარი რომ გასაუბრებაზე ვიყავი.საპასუხოდაც შემაგებეს მოსალმება და შემომთავაზეს დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი,დირექტორს,რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას გასაუბრებაში.

–ყავა ან ჩაი ხომ არ გნებავთ?
–არა,მადლობა(ხმაც როგორი სხვანაირი აქვსთქო გავიფიქრე)
–კარგით,მაშინ დაელოდეთ ქალბატონი დოდო მალე მოვა.


        მთელი გზა რომ იტყვიან შუშის თვალებით მოვდიოდი,არსად გახედვის თავი არ მქონდა,თვალებსაც კი ძლივს ვახამხამებდი,მაგრამ ახლა აშკარად სადღაც გამქრალიყო ეს სიმძიმე და რამდენჯერმე საკუთარი თავი გამოვიჭირე,რომ იმ სასიამოვნო ხმის პატრონისკენ  გამექცა თვალი,რომელსაც ადგილი შეუცვლია,თავის მეგობარს,რომელსაც ჩემს შესვლამდე ელაპარაკებოდა,მოშორებია და რატომღაც კედელთან იდგა,ფეხებს ნერვიულად მონაცვლეობით ეყრდნობოდა და გაბუტული ბავშვივით აბრიალებდა თვალებს.დირექტორთან შეხვედრაზე რა გითხრათ და აი იმაზე კი გვარიანად დავიძაბე,რომ არ გამოვეჭირე ამ ბრიალა თვალებიან არსებას,რომ თვალი მისკენ გამირბოდა.არა იმიტომ რომ მაშინვე თავის დაფასების რეჟიმზე გადავედი,არა უბრალოდ მეგონა რომ რაღაცას ვაშაშვებდი,თან ჩემ ცხოვრებაში ის პერიოდი იდგა,როცა არავისთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა.განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე,გადავწყვიტე,რომ უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა,რაც ურთიერთობის აწყობას ჭირდება და გადაწყვეტილი მქონდა,დამეწყო მუშაობა და შევჭიდებოდი მხოლოდ იმ ყოველდღიურ რუტინას და ერთფეროვნებას,რასაც ადამიანების უმრავლესობა აკეთებს.ჩემ თავზე ვბრაზობდი კიდეც,ასეთი სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება,ესე ერთი შეხედვით როგორ დამავიწყდათქო,მაგრამ ეს თვალები,ოდნავ აწეული წარბები,კისერი და გამართული მხრები,მაინც იტაცებდა ჩემ მზერას.ჩემ თავზე ვბრაზობდი ალბათ იმიტომ რომ ვერც კი წარმომედგიან ეს რისი დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო,იმ წუთში ალბათ ვთვლიდი,რომ ეს უბრალოდ ლამაზი ქალით გატაცება იყო,ვერც კი წარმოვიდგენდი თუ შეიძლებოდა ამ ყველაფრის პატრონს ჩემთვის შემოეხედა და რამე საინტერესო დაენახა ჩემში.

        არ ვიცი ზუსტად რა დრო გავიდა,ამ წვალებაში,მაგრამ როგორც იქნა დირექტორიც გამოჩნდა და ჩემ ტანჯვას წერტილი დაესმებოდა მეგონა,თუმცა შევცდი.დირექტორთან გასაუბრებამაც ისე ჩაიარა ნახევრად არ მესმოდა და ინსტიქტურად ვუქნევდი თავს.რაც მთავარია ის არ გამომრჩენია,როცა დირექტორი მას მიუბრუნდა და სახელით მიმართა.ევა... რა სიმბოლურია არა?

ევა!ეხლა გასაგებია რატომაც ვერ ვეწინააღდეგები ჩემ თავს და რატომ გამირბის თვალი,რატომ ამერია ყველაფერი.ასეთი თვალების  და გამოხედვის პატრონს ნამდვილად არაფერი უხდება ისე,როგორც სახელი ევა.
დირექტორი,ქალბატონი დოდო,ახლა ისევ მე მომიბრუნდა.კიდევ დამისვა რამდენიმე კითხვა,ზოგადად გამაცნო რა პროდუქციასთან მექნებოდა შეხება.გამაცნო სამუშაო გრაფიკი(ხანდახან ღამეც მომიწევდა მუშაობა)ანაზღაურებაზეც ჩამოაგდო სიტყვა,შეიძლება უნდოდა ამით მაინც გამოვეფხიზლებინე,მაგრამ მე უკვე სხვა ფიქრებს ვიყავი აყოლილი და ყველაფერზე მექანიკურად ვეთანხმებოდი მოკლე პასუხებით.საბოლოოდ შევთანხმდით რომ დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკავდნენ და დავიწყებდი მუშაობას.ავდექი ოთახში მყოფ სამივე ადამიანს დავემშვიდობე,კიდევ ერთხელ მოვიპარე მზერა,კედელთან ჩუმად მდგომი ევასგან.გამოვედი გარეთ,ჰაერზე ცოტა გამოვერკვიე და კიდევ უფრო მკაფიოდ დაატრიალა ჩემმა მეხსიერებამ მისი ხმა და გამოხედვა.უცხო არ იყო ჩემთვის საკუთარ თავთან ლაპარაკი და ეხლა მითუმეტეს არ გამჭირვებია საკუთარ,  შიგნიდან ამომავალ ხმასთან ლაპარაკი.ხან მე ვამტკიცებდი რომ რაღაც გამოარჩევდა  ევას სხვებისგან და ეს საოცრად მიმზიდველი იყო,მაგრამ მე რა უნდა მეთქვა,რითი უნდა მიმექცია ყურადღება არ ვიცოდი,ხან კი ჩემი შინაგანი ხმა მიმტკიცებდა იგივეს,ტვინს მიბუღავდა ნუ წუწუნებ,რამეს მოვიფიქრებთო.ერთი რაზეც შევთანმდით ის იყო რომ ეს ერთი კვირა მაქსიმალურად ნაკლები მეფიქრა,ამ ყველაფერზე,იქნებ სულაც არ იყო მარტო?მოკლედ ერთი კვირა რამენაირად სხვა რამეზე უნდა მეფიქრა,თან გავიხსენე რომ ასეთი ურთიერთობებისგან დასვენებას ვაპირებდი და აზრი არ ქონდა,იგივე შეცდომის გამეორებას,რამაც უკვე საკმარისად გამამწარა.სიყვარულის არსებობის დაჯერებას აღარ ვაპირებდი,ბოლობოლო როგორც იქნა გადამიბირეს „რეალისტებმა“ და ვაღიარე რომ სიყვარული ბავშური სისულელე და ფილმებისთვის სარფიანი გაყიდვის მიზეზია,მეტი არაფერი.ევაც არაფერი განსაკუთრებული არ იყო,ჩვეულებრივი გოგო ოდნავ სხვანაირი გამოხედვით,მეტი არაფერი.ძველი ამბების გახსენებამ თითქმის მაშინვე იმოქმედა,მიწაზე დამაბრუნა და მთავარ პრობლემად ისევ ნაბახუსევი დამიბრუნა.ასე არც მანამდე და არც ამის მერე არ გამხარებია შევიწროვებული სისხლძარღვებისგან გამოწვეული სიმძიმის შეგრძნება,პირვლად ვინატრე ცოტახანს კიდე ვეწვალებინე,რომ ფიქრის თავი არ მქონოდა.


                                                             
                                                              ***


ცას გახედა,ისევ ეკლესიის გუმბათს უერთდდებოდა.ის რომ არ გამოჩენილიყო ალბათ ამ ეკლესიასაც ვერასდროს შეამჩნევდა,როგორც აქამდე არასდროს შეუმჩნევია.არც ისე ბევრი დრო გაუტარებიათ ერთად,მაგრამ თითქმის ყველა ნაბიჯზე რაღაც იყო ისეთი,რაც მის თავს ახსენებდა,მასთან გატარებულ დროს.აი ეკლესიის მარჯვნივ დიდი ქოლგები ჩანს გაშლილი.რეალურად საკმაოდ დაშორებული იყო ერთმანეთისგან,მაგრამ შორიდან საკმაოდ ახლოს ჩანდა ქოლგები და ეკლესია ერთმანეთთან.ესეც სიმბოლური ეჩვენა,იმიტომ რომ ორივე ადგილი უკვე მისი ცხოვრების გარკვეულ და მნიშვნელოვან ნაწილს უკვაშირდებოდა.ეს ქოლგები სავარაუდოდ იქ გაუშლიათ სადაც მათი ურთიერთობის ყველაზე თუ არა,ერთერთი უმნიშვნელოვანესი  შეხვედრა შედგა.ეს ადგილი სამუდამოდ დაუკავშირეს პირობას,რომელსაც მათი ცხოვრება უნდა შეეცვალა (ამ ადგილს მოგვიანებით დავუბრუნდებით როცა ამის დრო მოვა) მოულოდნელად და დაუგეგმავათ,მათ ეს ურთიერთობა კონკრეტული თარიღით მონიშნეს,რომელსაც ბევრ რამეზე უნდა გაეცა პასუხი.

მგონი შენც კარგად იცი ყველაფერი და მაინც რატო გიყვები ვერ ვხვდები.ალბათ იმიტომ რომ მარტო ამის ტარება მიჭირს და მინდა იმას ველაპარაკო ვინც უბრალოდ მომისმენს და არაფერს მეტყვის.პირიქით ვითომ არც გაუგია ისე ჩაივლის.კიდე იმიტომ გიყვები რომ შენც კარგად იცნობ მას,შეიძლება ჩემზე დიდხანსაც კი.გაგეცინება და ხანდახან იმდენად ამიტანსხოლმე მესაკუთრეობის შეგრძნება რომ ვიბოღმები შენზე.მგონია რომ შენ უფრო მეტი იცი მასზე,უფრო მეტს გიყვება ვიდრე მე.რაც უფრო მნიშვნელოვანი ვხდებოდით ერთმანეთისთვის,მით უფრო ხშირად ცდილობდა ჩემ დაცვას თავისი ტკივილისგან.ამ დროს ვიცი შენ იყავი ყველაზე ახლობელი მისთვის(შეიძლება ეხლაც ასეა) მეც ალბათ მაგიტომ მოვედი შენთან,რომ ჩვენ ორს,შენზე კარგად ვერავინ მოუსმენს,შენ ჩვენი ამბის,ჩვენი ცხოვრების საუკეთესო და თან ტკივილით სავსე მომენტების სკივრი ხარ.მისი ყველაზე მძიმე და ცრემლიანი ამოსუნთქვები შენ გაქვს შეგროვილი და როცა ის შორს არის,შენზე ახლობელი ჩემთვის არავინ არის.როცა გელაპარაკები მგონია რომ მის ცრემლიან თვალებს ვეხები,მისი ტკივილიანი ამოოხვრა მესმის,რომელიც ერთადერთხელ მოვისმინე მისგან და ამას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს.იცი?შეიძლება ცხოვრებაში არაერთხელ იგრძნო ის რასაც სიყვარულს დარქმევ,მაგრამ მხოლოდ ერთი სიყვარულია სრულყოფილი და ის ჩემთვის სრულყოფილი სიყვარულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები