სამება
(რატომ სამება?) /ფიქრები მარადიულზე/
თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა. დედამიწა იყო ცარიელი; და ღმერთის სული დაჰქროდა წყლებზე. /დაბადება 1:1–2/ მამა და სულიწმინდა
„თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ /იოანე 1:1/ „იყო წუთისოფელში და წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.“ /იოანე 1:10/ ძე
სამება დასაბამიდან არსებობს.
რატომ სამება? რატომ გახდა საჭირო ერთარსება ღმერთის სამ პიროვნებაში განსახიერება! რატომ სამი და არა მეტი, ან ნაკლები?
უპირველეს ყოვლისა შევეცდები ვუპასუხო კითხვას: როგორ თავსთდება ერთ არსებაში სამი პიროვნება? როგორ გავიგოთ, რომ ერთი ღმერთი სამპიროვნულია? რთულია, ამას ჩავწვდეთ. მე ეს შემიძლია მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან მარტივად წარმოვიდგინო: სხეული, სული და სამშვინველი ქმნის ერთ არსებას = ადამიანს – და იგი არის მკრთალი ასლი სამებისა.
მამა
მამა ღმერთი შეუთავსებელია ცოდვასთან, რადგან იგი თავად სიწმინდეა. სადაც ცოდვაა, იქ შეუძლებელია იყოს მამა. გავიხსენოთ ჯვარცმა: „შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ /მათე 27:46/ მართლაც კაცობრიობის ცოდვების მთელი სიმძიმე დააწვა იესოს, მან მარტომ შეასრულა თავისი მისია და თქვა: „აღსრულდა!“/იოანე 19:30/
თანაც მამა აბსოლუტური სინათლეა, ცოდვილი მას თვალს ვერ გაუსწორებს. გავიხსენოთ, ღმერთთან პირისპირ ურთიერთობის შემდეგ, სინაის მთიდან ჩამომავალი მოსე. მან არ იცის, მაგრამ სახე ისე უნათებს, უბრწყინავს ღმერთთან ურთიერობისგან, რომ ისრაელიანებს უჭირთ მისი ყურება, ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას. და მოსე სახეს იფარავს. /გამოსვლა 34:29/
ესე იგი დედამიწაზე ცოდვის მატებასთან ერთად, „უფსკრული“ მამასა და დედამიწის მცხოვრებთა შორის „ღრმავდებოდა“. როგორც მიწიერი მშობელი, მიწიერი მამა იბრძვის თავისი გზასაცდენილი შვილის გადასარჩენად, ასე მძაფრად სურდა ზეციურ მამასაც თავისი ქმნილებების გადარჩენა. ამისთვის საჭირო იყო მათთან დაახლოება, არადა ცოდვები წინააღმდეგობას ქმნიდნენ. თავად მამა რომ ჩამოსულიყო ცოდვილ დედამიწაზე, კაცობრიობას სრული განადგურება ელოდა /მისი ცოდვილ სამყაროსთან შეუთავსებლობის გამო/ ამიტომ თავისი წიაღიდან მან მოავლინა
ძე
„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“/იოანე3:16/
ძის მოვლინებას დედამიწაზე, მის ადამიანად დაბადებას და განვითარებას ზრდასრულ მამაკაცამდე, რამდენიმე მისია ჰქონდა:
1. /პირველი და მთავარი/ ა) კაცობრიობის ცოდვებისგან გამოხსნა – მოციქული პეტრე ამბობს „მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას“ და ბ) ხსნის გზის ჩვენება – „უთხრა იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.“ /იოანე 14:6/
2. ცხადეყო როგორია ღმერთი: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ /იოანე 14:9/ „მე და მამა ერთი ვართ.“ /იოანე 10:30/
3. ეჩვენებინა როგორი უნდა იყოს ადამიანი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება ცოდვილებისადმი: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.“ /მათე 9:12/ მისი მოსმენისას ამბობდნენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ /იოანე 7:46/ „ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე“ /მათე 7:29/
წარმოიდგინეთ, როგორი მიდგომა ჰქონდა ადამიანებთან, რომ საოცარი ცვლილებები ხდებოდა მათში. გავიხსენოთ მებაჟე ზაქე, რომელიც ბაჟს თავის სასარგებლოდ სძალავდა მოსახლეობას. იესოსთან შეხვედრის შემდეგ ის ისე შეიცვალა, რომ ეუბნება: „აჰა უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.“/ლუკა 19:8/
აქვე გავიხსენოთ სამარიტელი ქალი, რომელიც წყლისთვის მიდის ჭასთან, მიდის შუადღისას, პაპანაქება სიცხეში, რადგან ჭასთან ამ დროს არავინ იქნება. ის არასასურველია. იქ მას ხვდება იესო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამხელს ქალს და ეუბნება, რომ ხუთი მამაკაცი ჰყავდა და ეს მეექვსეც მისი ქმარი არ არის. ის ისე მიუდგა ქალს, რომ მან ჭურჭელიც კი მიატოვა ჭასთან, თავისი სირცხვილიც დაივიწყა, გაიქცა ქალაქში, ამცნო ყველას იმ კაცის შესახებ, რომელმაც მას ყველაფერი უთხრა და დასვა კითხვა: „იგი ხომ არაა ქრისტე?“/იოანე 4:29/. გასაოცარია, რომ მას უსმენენ, გამოდიან ქალაქიდან და მიდიან იესოსთან.
4. თავისი მოწამეობრივი გზის გავლით მან ნათლად დაგვანახა რა არის მეგობრობა, როგორ შეიძლება ამაღლდეს ერთი ადამიანი, როგორ ხდება მეორე მოღალატე, რა არის ვერცხლისმოყვარეობა, როგორ შეიძლება აღმოჩნდე სრულიად მარტო გასაჭირში, როცა მანამდე უამრავი ხალხი გეხვეოდა გარს და მან, ვინც მუშტებს იბრაგუნებდა გულზე და გეფიცებოდა, ყველამ რომ გიღალატოს, მე არ გიღალატებო, განსაცდელის ჟამს შეშინებულმა მიგატოვოს და უარგყოს. რა არის მონანიება და პატიება, რა არის სასოწარკვეთა და სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულება. გვიჩვენა, რომ ისინი, ვინც გუშინ ოსანას გიმღეროდნენ და ფიანდაზს გიფენდნენ, დღეს შენს ჯვარცმას ითხოვენ და ყვირიან, ჯვარს აცვი.
5. თავისი აღდგომით დაადასტურა სიცოცხლის გამარჯვება.
ჩემთვის, როგორც მორწმუნისთვის, დიდი ნუგეშია ძის არსებობა, რადგან მან იცის, რა არის ადამიანად ყოფნა! ეს იესოს სიტყვებია: „სული მხნეა, ხორცი კი – უძლური“/მათე 26:41ბ/ თანაც ქრისტე ჩვენი შუამავალია მამასთან. „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო.“ 1 ტიმოთე 2:5
და აი, იესომ შეასრულა თავისი მისია, იგი მამას უბრუნდება და ამშვიდებს თავის მოწაფეებს. „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე.“ /იოანე 14:21ა/. „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.“ /იოანე 14:27/ თან ჰპირდება მათ ნუგეშისმცემელს, რომელიც არის
სულიწმინდა
„მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.“ /იოანე 14:16/ „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.“ /იოანე 14:26/
„როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში.“ /იოანე 16:13ა/
გავიხსენოთ დაპირებული სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე ორმოცდამეათე დღეს – სულთმოფენა – /მოციქულთა საქმენი 2:2/
ახლა სულიწმინდაა ჩვენთან. იგი გვახსენებს, გვკარნახობს, გვასწავლის. მაგრამ ვუსმენთ?
და ისევ იესოს სიტყვები: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.“/მათე 12:31/ –––
აი, ასე ეტაპობრივად მივედით იმ დასკვნამდე, თუ რატომ მანიფესტირებს, განასახიერებს ერთარსება ღმერთი საკუთარ თავს სამ პიროვნებაში: რათა ჩვენ არასოდეს ვიყოთ მარტო!
მოვა დრო, მარადისობა, და ყველაფერს დანამდვილებით გავიგებთ. „ვინაიდან ჩვენ ახლა ვხედავთ როგორც ბუნდოვან სარკეში, მაშინ კი – პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“. – წერს მოციქული პავლე. /1 კორინთელთა 13:12/ „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, და იდუმალი, რომელიც არ შეიცნობა“ /ლუკა 12:2/
მზია თვალაბეიშვილი 21 ოქტომბერი 2019
განთავსდა 2020 წლის იანვრის თვის თავფურცელზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ჯოჯოხეთში ჩასვლაზე სახარებებში და მოციქულთა წერილებში არაფერი წერია. ეს ხომ იესოს ცოდვები არ იყო?!
ჯოჯოხეთში ჩასვლაზე სახარებებში და მოციქულთა წერილებში არაფერი წერია. ეს ხომ იესოს ცოდვები არ იყო?!
23. ვნახე და შემშლია, ბერი არაა თეოლოგია უბრალოდ, ალექსანდრე ოსიპოვი. ვნახე და შემშლია, ბერი არაა თეოლოგია უბრალოდ, ალექსანდრე ოსიპოვი.
22. "რუსი ბერია-" ეგნატე ბრიანჩანინოვზე ამბობთ? თუმცა ბევრნი არაიან:) "რუსი ბერია-" ეგნატე ბრიანჩანინოვზე ამბობთ? თუმცა ბევრნი არაიან:)
21. დიახ, სახარებებში მოთხრობილია იესოს ცხოვრება დედამიწაზე. ბიბლია – ძველი და ახალი აღთქმები – განუყოფელია.
დიახ, სახარებებში მოთხრობილია იესოს ცხოვრება დედამიწაზე. ბიბლია – ძველი და ახალი აღთქმები – განუყოფელია.
20. ქ მზია :) ტერმში "სახარება" მოიაზრება ახალი აღთქმის მხოლოდ ოთხი წიგნი მათეს,მარკოზის,ლუკას და იონეს წიგნეგი :) როგოც იცით ახალ აღთქმაში სხვა წიგნებიც არის :)
წმიდა მამები დოგმატების ტერმინოლოგიური ჩამოყალიბების დროს ,იყენებდენ როგოც ძველ ისე ახალ აღთქმასაც (უმეტესად ამ უკანასკნელს ) ქ მზია :) ტერმში "სახარება" მოიაზრება ახალი აღთქმის მხოლოდ ოთხი წიგნი მათეს,მარკოზის,ლუკას და იონეს წიგნეგი :) როგოც იცით ახალ აღთქმაში სხვა წიგნებიც არის :)
წმიდა მამები დოგმატების ტერმინოლოგიური ჩამოყალიბების დროს ,იყენებდენ როგოც ძველ ისე ახალ აღთქმასაც (უმეტესად ამ უკანასკნელს )
19. რასაკვირველია, სამება დასაბამიდან არსებობს და ღმერთი ერთი არსებაა. ეს თავშივე მიწერია. იგი მანიფესტირებს თავს სამი პიროვნებით. ქრისტესაც როგორც ღვთიური, ასევე ადამიანური ბუნება ჰქონდა დედამიწაზე ყოფნისას. მართლმადიდებელი ქრისტიანების რწმენა ხომ სახარებას ეყრდნობა.
რასაკვირველია, სამება დასაბამიდან არსებობს და ღმერთი ერთი არსებაა. ეს თავშივე მიწერია. იგი მანიფესტირებს თავს სამი პიროვნებით. ქრისტესაც როგორც ღვთიური, ასევე ადამიანური ბუნება ჰქონდა დედამიწაზე ყოფნისას. მართლმადიდებელი ქრისტიანების რწმენა ხომ სახარებას ეყრდნობა.
18. არაა, დაღეწვა მარტო რაღაცნაირი ფრაზაა და არ უნდა მეთქვა, რომ. ვწერდი მაგას პეროს გაყრა ვიგრძენი. მაპატიეთ, ბერზნული არ ვიცი, ზირითადად ქართულად რუსულად და ინგლისურად ვკითხულობ ხოლმე, ინგლისურად სერაფიმე როუზს ძირითადად, მიყვარს ეგ კაცი. ქ. მზიას სიტყვები რომ ჯვარცმის დროს იესოს ცოდვები ტვირთვაზე ასე გავიგე. მამას ცოდვებტან სეუტავსებლობის შემდეგ ეწერა ეგ იმავე აბზაცში და ასწვე ლამა საბაქთანიც, მე ასე გავიგე რომ ქრისტე მამამ იმიტომ. მიატოვა რომ ქრისტემ. ცოდვები იტვირთა და ცოდვებთან მამა ვერ გაჩერდებოდაო, ქრისტეს ცოდვების ტვირთვა არ ნისნავს რომ. ცოდვა მისი ნაწილი გახდა, ამის თქმა მსურდა. მომიტევეთ თუ რამე არასწორად ვთქვი, ემოციურად. მივიღე ეს თემა. არაა, დაღეწვა მარტო რაღაცნაირი ფრაზაა და არ უნდა მეთქვა, რომ. ვწერდი მაგას პეროს გაყრა ვიგრძენი. მაპატიეთ, ბერზნული არ ვიცი, ზირითადად ქართულად რუსულად და ინგლისურად ვკითხულობ ხოლმე, ინგლისურად სერაფიმე როუზს ძირითადად, მიყვარს ეგ კაცი. ქ. მზიას სიტყვები რომ ჯვარცმის დროს იესოს ცოდვები ტვირთვაზე ასე გავიგე. მამას ცოდვებტან სეუტავსებლობის შემდეგ ეწერა ეგ იმავე აბზაცში და ასწვე ლამა საბაქთანიც, მე ასე გავიგე რომ ქრისტე მამამ იმიტომ. მიატოვა რომ ქრისტემ. ცოდვები იტვირთა და ცოდვებთან მამა ვერ გაჩერდებოდაო, ქრისტეს ცოდვების ტვირთვა არ ნისნავს რომ. ცოდვა მისი ნაწილი გახდა, ამის თქმა მსურდა. მომიტევეთ თუ რამე არასწორად ვთქვი, ემოციურად. მივიღე ეს თემა.
17. ფინქ ფლოიდს
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს,ქ.მზიას აზრი მაცხოვრის მიერ კაცობრიობის ცოდვების ტვირთვას არათუ უცხოა ეკლესიითვის არამედ ის სწორედ ამას ასწავლის,ქ.მზიას არ უთქვას ქრისტეს რომელიმე (ადამინური ან ღვთაებრივი) ბუნება მაცხოვრის მსხვერპლშეწირვით დაბიძუნრდა,არამედ ადამიანთა ცოდვათა გამო გახდა საჭირო მაცხოვრის ჯვარცმაო :))
რაც შეეხება ბიიბლის დაღეჭვას : ერთადერთი კაცი რომელმაც ბიბლია დაღეჭა ორიგენე ადამანტი იყო :) რომელიც დღეის მონაცმებით მწვალებელი და განკვეთილია ეკლესიიდან :) სწორედ ის გახლდათ ჯერ კიდევ ერთადერთი კაცი რომელმცა ძველი აღქმის ყველა გამოცება ( 4 ენა + რამდენი ათეული ადგილობრივი დიალექი) წაიკითხდა,საკუთარი ხელით ჰექსალიებად (ექვს სვეტად) გადაწერა და ეერთმანეთს არა მხოლოდ ტერმინებით არამედ მძიმე წერტილითაც კი შეადარა :) თუ ვინმეზე შეიძლება "დაღეჭვა" ითქვას მხოლოდ ეგ კაცია :) მაგრამ მთლად სწორად ვერ გაიგო მაინც ;)
გამიკვრიდება თუმცა ძალიან გამიხარდება თუ ფინქი ბიბლისტიკაში ესე გარკვეულია,იცის ასურული,არამეული,ძველ ებრაული (11 დიალექტან ერთად) და ძველ ბერძნული :) და ორგინალი (ჩვენმადე მოღწეულს თუ ჩავთვლით ორიგინალად ) ტექსტი წაკითხვა შეუძლია :) სამწუხაროდ ჩემი ცოდნა ძველ ებრაულ და ძველ ბერძნუსლ ჯერ ვერ გასცდა :) თუ თქვენ მხოლდო ქართულ ტექსტს იცნობთ,ის უმრავი არასწორი ტერმინით და ქართული ენისთვის უცხო გრამატიკსი გამო არასწორი წინადადებითაც კი არის გაჯერებული :))) თავად მთაწმინდელთა რედაქციები :) ახლა ქართულ თარგმანზე არაფერს ვიტყვი :) ფინქ ფლოიდს
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს,ქ.მზიას აზრი მაცხოვრის მიერ კაცობრიობის ცოდვების ტვირთვას არათუ უცხოა ეკლესიითვის არამედ ის სწორედ ამას ასწავლის,ქ.მზიას არ უთქვას ქრისტეს რომელიმე (ადამინური ან ღვთაებრივი) ბუნება მაცხოვრის მსხვერპლშეწირვით დაბიძუნრდა,არამედ ადამიანთა ცოდვათა გამო გახდა საჭირო მაცხოვრის ჯვარცმაო :))
რაც შეეხება ბიიბლის დაღეჭვას : ერთადერთი კაცი რომელმაც ბიბლია დაღეჭა ორიგენე ადამანტი იყო :) რომელიც დღეის მონაცმებით მწვალებელი და განკვეთილია ეკლესიიდან :) სწორედ ის გახლდათ ჯერ კიდევ ერთადერთი კაცი რომელმცა ძველი აღქმის ყველა გამოცება ( 4 ენა + რამდენი ათეული ადგილობრივი დიალექი) წაიკითხდა,საკუთარი ხელით ჰექსალიებად (ექვს სვეტად) გადაწერა და ეერთმანეთს არა მხოლოდ ტერმინებით არამედ მძიმე წერტილითაც კი შეადარა :) თუ ვინმეზე შეიძლება "დაღეჭვა" ითქვას მხოლოდ ეგ კაცია :) მაგრამ მთლად სწორად ვერ გაიგო მაინც ;)
გამიკვრიდება თუმცა ძალიან გამიხარდება თუ ფინქი ბიბლისტიკაში ესე გარკვეულია,იცის ასურული,არამეული,ძველ ებრაული (11 დიალექტან ერთად) და ძველ ბერძნული :) და ორგინალი (ჩვენმადე მოღწეულს თუ ჩავთვლით ორიგინალად ) ტექსტი წაკითხვა შეუძლია :) სამწუხაროდ ჩემი ცოდნა ძველ ებრაულ და ძველ ბერძნუსლ ჯერ ვერ გასცდა :) თუ თქვენ მხოლდო ქართულ ტექსტს იცნობთ,ის უმრავი არასწორი ტერმინით და ქართული ენისთვის უცხო გრამატიკსი გამო არასწორი წინადადებითაც კი არის გაჯერებული :))) თავად მთაწმინდელთა რედაქციები :) ახლა ქართულ თარგმანზე არაფერს ვიტყვი :)
16. მდა :)
რამდენიმე ლაფსუსი ნამდვილად იყო გამოქვყნებული ნაწარმოებში გაპარებული,თუმცა კომენტარებით ბევრად გამუქდა ეს ლაფსუსები და შორს წავიდა ლიტერატრული პორტალის კვალობაზე ,თეოლოგიური მსჯელობები ცოტა უადგილოა :)
თუმცა ერთ მცირე ნაწილს შევეხები:
"და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია. თქვენ შეგიძლიათ ჩაბჟირდეთ. იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, .... და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია."
პირველიგში სანამ რაიმე დავას დავიწყებთ,უნდა განვსაზღვროთ მართლამადიდებული ეკლესიის სწავლება ტრიატოლოგიაზე,თუ ჩვენ ვთვლით თავს მართლადიდებელ ქრისტიანებად შესაბამისად ეკლესიი დოგმატურ სწავლებებსაც უნდა ვეთანხმებოდეთ , მართლმადიდებლურად ნათლობა არ კმარა მართლმადიდებოლისათვის,შეიძლებე კაცი ჭეშმარტიად ნათელ ღებული იყოს მაგრამ აზროვნებით ორგინისტი ან თუნდაც არიანელი იყოს...
მაგრამ თუ ჩვენ მართლმადიდებული ეკლესიის ნაწილად არ ვთვლით თავს?! დიალოგი სრულიად აფსრუდში გადაიზრდება,მარტივი მიზეზის გამო მრავალი საუკუნეა რაც ორთოდქსულმა ეკლესიამ სამების დომგატი საბოლოა სახით შეიმუშავა და გადმოსცა,ყველა აქ გაჟღერებული აზრი ახალი არ არის,სწორედ მსგავი იდეების გაჩენმა აიძულა ეკლესია დოგმატების ჩამოყალიბებისთვის ემუშავა.
უადგილო არ იქნებ აქ დამასკელის პერიფრაზირებები მაგრამ ინტერნეტში მარტივად შეიგიძლაით იპოვოთ დოგმატების სრული სახე. ქ.მზია შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდეს ისე როგოც მე ეს გავიგე,მაგრამ ტერმინოლოგიურად უჭირდეს ამის გადმოცემა (ასწლეულები შეეალია ეკლესიაბ სწორი ტერმინების შექნმანს!
"და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია." ანუ სულწიმდინასთან შეთავსებადია სიბნლე და ცოდვა?! ან ძე ღმერთან შეთავსებადია სიბნლე და ცოდვა?! მართლადიდებული დოგმატის არსით : ღმერთი არის ერთ ბუნების მქონე სამ პიროვანი! ანუ მამა ღმერთს არანაირი განმასხავავებელი ღვთაებრივი შესაძლებლებობები არ გააჩნაი ძის და სულისაგან! შესაბამისდ ის ყველა ტერმინი "წმინდა,აბსულიტური ნათელი " და ა.შ მიესადაგება როგოც ძე ს ისევე სული წმიდასაცთ! ( არსებობს მხოლოდ სამი პიროვნული და არა ბუნებითი თვისება.მშბოლობა,შობა გამომავლობა" არ არსებოს მამა ძის გარეშერ,სული წმიდის გარეშე,არც ძე არსებოს მამის და სულიწმიდს გარეშე და არც სულიწმინდა მამის და ძის გარეშე,მართლმადიდებლური ეკლესია სამების პირთა დაყოფას ათესწლეულებია ეწინააღმდეგება მე ვერ ჩავბჟირდები ,რადგან ამას იონე დამასკელი ასწავლი შვიდი მსოფლიო კრების მამათა კანონებზე დაფუძნებული! და ჩემი რწმენის ნაწილია ეს სწავლება! "იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, ...." მამობა არა მხოლოდ მამა ღმერთს არამედ ძესაც და სულიწმიდასაც მიეკუთვნობა!რადგანაც ერთ ღმერთზეა საუბარი და არა სამზე! ამ ლოცვას ქრისტეს არა ღვთაებრივი არამედ ადამიანური ბუნება ასწავლიდა!
"და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია." ჩვენ (ვგულიხმობ ორთოდოქსულ ქრისტიანობს) გვწამს რომ ძვრაცმულ იესოს არც ძვარცმის დროს,არც საფლავში სამ დღიანი დების დროს არ განშორებია ძე ღმერთის ჰიპოსტატის,ასევე ძე ღმერთის ღვთებრიობით იგი საფლავში დების დროს ჩავიდა ჯოჯოხეთშიც! შესაბამისად ქრისტე იყო მსხვერლ გამღები და მსხვერმიმღებიც,რადგან თავადდე დაიკლა როგოც კრავი და თავდვე შეიჭირა ეს მსხვერპლი! თუ ძის ჰიპოსტასური ბუნება არ განშორებია (და მართლამდიდებლებს ეს ესეც სწამთ) მაშინ რადგან მამა ძე და სული წმიდა განუყოფელია,ქრისტე ჯვარცვის დროს მარტო არ იყო! სულ სხვა თემაა ჯვარზე ვნების თემა,ვნებით ევნო მისი ადმაინური ბუნება მხოლოდ და მხოლოდ
მდა :)
რამდენიმე ლაფსუსი ნამდვილად იყო გამოქვყნებული ნაწარმოებში გაპარებული,თუმცა კომენტარებით ბევრად გამუქდა ეს ლაფსუსები და შორს წავიდა ლიტერატრული პორტალის კვალობაზე ,თეოლოგიური მსჯელობები ცოტა უადგილოა :)
თუმცა ერთ მცირე ნაწილს შევეხები:
"და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია. თქვენ შეგიძლიათ ჩაბჟირდეთ. იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, .... და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია."
პირველიგში სანამ რაიმე დავას დავიწყებთ,უნდა განვსაზღვროთ მართლამადიდებული ეკლესიის სწავლება ტრიატოლოგიაზე,თუ ჩვენ ვთვლით თავს მართლადიდებელ ქრისტიანებად შესაბამისად ეკლესიი დოგმატურ სწავლებებსაც უნდა ვეთანხმებოდეთ , მართლმადიდებლურად ნათლობა არ კმარა მართლმადიდებოლისათვის,შეიძლებე კაცი ჭეშმარტიად ნათელ ღებული იყოს მაგრამ აზროვნებით ორგინისტი ან თუნდაც არიანელი იყოს...
მაგრამ თუ ჩვენ მართლმადიდებული ეკლესიის ნაწილად არ ვთვლით თავს?! დიალოგი სრულიად აფსრუდში გადაიზრდება,მარტივი მიზეზის გამო მრავალი საუკუნეა რაც ორთოდქსულმა ეკლესიამ სამების დომგატი საბოლოა სახით შეიმუშავა და გადმოსცა,ყველა აქ გაჟღერებული აზრი ახალი არ არის,სწორედ მსგავი იდეების გაჩენმა აიძულა ეკლესია დოგმატების ჩამოყალიბებისთვის ემუშავა.
უადგილო არ იქნებ აქ დამასკელის პერიფრაზირებები მაგრამ ინტერნეტში მარტივად შეიგიძლაით იპოვოთ დოგმატების სრული სახე. ქ.მზია შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდეს ისე როგოც მე ეს გავიგე,მაგრამ ტერმინოლოგიურად უჭირდეს ამის გადმოცემა (ასწლეულები შეეალია ეკლესიაბ სწორი ტერმინების შექნმანს!
"და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია." ანუ სულწიმდინასთან შეთავსებადია სიბნლე და ცოდვა?! ან ძე ღმერთან შეთავსებადია სიბნლე და ცოდვა?! მართლადიდებული დოგმატის არსით : ღმერთი არის ერთ ბუნების მქონე სამ პიროვანი! ანუ მამა ღმერთს არანაირი განმასხავავებელი ღვთაებრივი შესაძლებლებობები არ გააჩნაი ძის და სულისაგან! შესაბამისდ ის ყველა ტერმინი "წმინდა,აბსულიტური ნათელი " და ა.შ მიესადაგება როგოც ძე ს ისევე სული წმიდასაცთ! ( არსებობს მხოლოდ სამი პიროვნული და არა ბუნებითი თვისება.მშბოლობა,შობა გამომავლობა" არ არსებოს მამა ძის გარეშერ,სული წმიდის გარეშე,არც ძე არსებოს მამის და სულიწმიდს გარეშე და არც სულიწმინდა მამის და ძის გარეშე,მართლმადიდებლური ეკლესია სამების პირთა დაყოფას ათესწლეულებია ეწინააღმდეგება მე ვერ ჩავბჟირდები ,რადგან ამას იონე დამასკელი ასწავლი შვიდი მსოფლიო კრების მამათა კანონებზე დაფუძნებული! და ჩემი რწმენის ნაწილია ეს სწავლება! "იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, ...." მამობა არა მხოლოდ მამა ღმერთს არამედ ძესაც და სულიწმიდასაც მიეკუთვნობა!რადგანაც ერთ ღმერთზეა საუბარი და არა სამზე! ამ ლოცვას ქრისტეს არა ღვთაებრივი არამედ ადამიანური ბუნება ასწავლიდა!
"და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია." ჩვენ (ვგულიხმობ ორთოდოქსულ ქრისტიანობს) გვწამს რომ ძვრაცმულ იესოს არც ძვარცმის დროს,არც საფლავში სამ დღიანი დების დროს არ განშორებია ძე ღმერთის ჰიპოსტატის,ასევე ძე ღმერთის ღვთებრიობით იგი საფლავში დების დროს ჩავიდა ჯოჯოხეთშიც! შესაბამისად ქრისტე იყო მსხვერლ გამღები და მსხვერმიმღებიც,რადგან თავადდე დაიკლა როგოც კრავი და თავდვე შეიჭირა ეს მსხვერპლი! თუ ძის ჰიპოსტასური ბუნება არ განშორებია (და მართლამდიდებლებს ეს ესეც სწამთ) მაშინ რადგან მამა ძე და სული წმიდა განუყოფელია,ქრისტე ჯვარცვის დროს მარტო არ იყო! სულ სხვა თემაა ჯვარზე ვნების თემა,ვნებით ევნო მისი ადმაინური ბუნება მხოლოდ და მხოლოდ
15. ფუჭი საუბრის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ, თან ტექსტის გაგების პრობლემაა. ეს ისეთი თემაა, მოწიწება გვმართებს.
ფუჭი საუბრის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ, თან ტექსტის გაგების პრობლემაა. ეს ისეთი თემაა, მოწიწება გვმართებს.
14. რა შუაშია შეშინება? რისი უნდა შემეშინდეს? მე არ გაწერთ სიტყვებს, ბოლოში კითხვის ნიშნები მიწერია, რა შუაშია ნათლისღებისას სამი პირის გამოცხადება ჩემს დაწერილთან არ ვიცი, ბიბლია დაღეჭილი მაქქვს მაგრამ თქვენც იცით რომ კევივითაა და ვერ გადაყლაპავ, სულ ახალი გემოები მოაქვს, ბევრი რომ არ გაქვთ ნაფიქრი ტექსტში ჩანს, და აღფრთოვანებული ვარ როგორ გამოგაქვთ დასკვნები, აიი როგორ შეაჯამეთ ბოლოში ის რაც თავში დაიწყეთ. იესო სრულიად კაცი იყო ჯვარზე გაკრული, და იესოს ადამიანური ბუნების ამოძახილი იყო ეგ სიტყვები დიდიიი წერტილი. იოანე ოქროპირის განმარტებები წაიკითხეთ. ხოო ნათლისღებისას არაა მხოლოდ, ძალიან ბევრ მომენტშჯ ჩანს სამივე პირი სამების. შესაქმეში, როდესაც მსჯელობენ, როდესაც სული მამა ბრძანებს ძე იქმს სული წმიდა ხვეწავს, როდესაც აბრაამს ეწვევიან სამი ყმაწვილი და ა. შ. იაღოველებიც ბიბლიას ეყრდნობიან მაგრამ გუშინ ვესაუვრე და მიმტკიცებდნენ რომ. ღმერთს ცოდვილები და ცოდვა სძულდა, გააჩნია როგორ დაეყრდნობი, თქვენვე ტქვით რომ პირადი აზრია ქვევით კომენტარებში, და ცოტა ხმამაღალი განცხადება ხომ არაა რომ იმას გადმოსცემთ რასაც ასწავლის, იქნებ ძალიან ცდებით? რანაირად არ გამოგიცალკევებიათ ღვთაებრივი პირები, ერთგან გოწრრიათ ამამამ დატოვაო, იესომ მარტომ ქნაო და ცალცალკე გამოყოფთ მათ მოქმედებებს. და საჭიროო საჭიროო რომ. გიწერიათ ამის მერე მე შემრცხვებოდა მეტქვა რომ. იმას გადმოვცემ რასაც ბიბლია ამბობსო, აიი მე გეუბნებოთ პირადად რომ ისე შორს ხართ თქვენ და ბიბლია როგორც ჩემი ყურები ერთმანეთისგან, აიი რა შუაშია სახარების ტექსტები, სული წმინდა რიმ არის აქ იმას ხომ არ ნიშნავს რომ მამა არაა? არასწორად გაქვთ გააზრებული და თანაც ძააალიან, წაიკითხეთ იოანე ოქროპირის ქადაგებები, ბასილი დიდის, რუსი ბერია კიდე უჭკვიანესი ადამიანია, არ მახსოსვს სახელი, გავარკვევ. ხო, თუ მართალს გეუბნებით მთლად კარგი და თუ ტყუილს გეუბნებით უფრო უნდა გიხაროდეთ იმიტომ რომ. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, მოკლედ ჩემი თავი ღმერ[მა გამოგიგზავნათ, რომლისაც არის. პ. ს ბებიაჩემი 21 წელია მიცნობს და მისი საყვარელი შვილიშვილი ვარ, ისე რომ თვე არ ჩამიგდია. რა შუაშია შეშინება? რისი უნდა შემეშინდეს? მე არ გაწერთ სიტყვებს, ბოლოში კითხვის ნიშნები მიწერია, რა შუაშია ნათლისღებისას სამი პირის გამოცხადება ჩემს დაწერილთან არ ვიცი, ბიბლია დაღეჭილი მაქქვს მაგრამ თქვენც იცით რომ კევივითაა და ვერ გადაყლაპავ, სულ ახალი გემოები მოაქვს, ბევრი რომ არ გაქვთ ნაფიქრი ტექსტში ჩანს, და აღფრთოვანებული ვარ როგორ გამოგაქვთ დასკვნები, აიი როგორ შეაჯამეთ ბოლოში ის რაც თავში დაიწყეთ. იესო სრულიად კაცი იყო ჯვარზე გაკრული, და იესოს ადამიანური ბუნების ამოძახილი იყო ეგ სიტყვები დიდიიი წერტილი. იოანე ოქროპირის განმარტებები წაიკითხეთ. ხოო ნათლისღებისას არაა მხოლოდ, ძალიან ბევრ მომენტშჯ ჩანს სამივე პირი სამების. შესაქმეში, როდესაც მსჯელობენ, როდესაც სული მამა ბრძანებს ძე იქმს სული წმიდა ხვეწავს, როდესაც აბრაამს ეწვევიან სამი ყმაწვილი და ა. შ. იაღოველებიც ბიბლიას ეყრდნობიან მაგრამ გუშინ ვესაუვრე და მიმტკიცებდნენ რომ. ღმერთს ცოდვილები და ცოდვა სძულდა, გააჩნია როგორ დაეყრდნობი, თქვენვე ტქვით რომ პირადი აზრია ქვევით კომენტარებში, და ცოტა ხმამაღალი განცხადება ხომ არაა რომ იმას გადმოსცემთ რასაც ასწავლის, იქნებ ძალიან ცდებით? რანაირად არ გამოგიცალკევებიათ ღვთაებრივი პირები, ერთგან გოწრრიათ ამამამ დატოვაო, იესომ მარტომ ქნაო და ცალცალკე გამოყოფთ მათ მოქმედებებს. და საჭიროო საჭიროო რომ. გიწერიათ ამის მერე მე შემრცხვებოდა მეტქვა რომ. იმას გადმოვცემ რასაც ბიბლია ამბობსო, აიი მე გეუბნებოთ პირადად რომ ისე შორს ხართ თქვენ და ბიბლია როგორც ჩემი ყურები ერთმანეთისგან, აიი რა შუაშია სახარების ტექსტები, სული წმინდა რიმ არის აქ იმას ხომ არ ნიშნავს რომ მამა არაა? არასწორად გაქვთ გააზრებული და თანაც ძააალიან, წაიკითხეთ იოანე ოქროპირის ქადაგებები, ბასილი დიდის, რუსი ბერია კიდე უჭკვიანესი ადამიანია, არ მახსოსვს სახელი, გავარკვევ. ხო, თუ მართალს გეუბნებით მთლად კარგი და თუ ტყუილს გეუბნებით უფრო უნდა გიხაროდეთ იმიტომ რომ. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, მოკლედ ჩემი თავი ღმერ[მა გამოგიგზავნათ, რომლისაც არის. პ. ს ბებიაჩემი 21 წელია მიცნობს და მისი საყვარელი შვილიშვილი ვარ, ისე რომ თვე არ ჩამიგდია.
13. კარგია, რომ გამოეხმაურეთ, ფინქ. მაგრამ რომ გაჟრიალებთ და შეგეშინდათ, ეს ხომ რაღაცის ნიშანია? არაფერი ის, რასაც თქვენ ამბობთ, მე არ დამიწერია. თქვენ როგორ აღიქვამთ, თქვენი საქმეა. სად წერია, რომ იესო ცოდვილი გახდა? თქვენს სიტყვებს მე ნუ მომაწერთ? მან კაცობრიობის ცოდვები იტვირთა და მას დააწვა მთელი ეს სიმძიმე. მე მხოლოდ ბიბლიას ვეყრდნობი, ძველ და ახალ აღთქმებს და გადმოვცემ იმას, რასაც იგი გვასწავლის. ღვთაებრივი პირები მე არ გამიცალკევებია, იესოს ნათლისღებისას ვხედავთ იესოს, სული წმინდას და ისმის მამის ხმა. ამას სახარების ტექსტი ამბობს. წაიკითხეთ! სულიწმინდა რომ ჩვენთან არის დღეს, ამასაც სახარების ტექსტი გვეუბნება. იესო ჰპირდება მოწაფეებს, რომ იგი შეევედრება მამას და მამა მისი სახელით მოავლენს ნუგეშისმცემელს. თქვენ მეუბნებით, არ მესმის, მორწმუნეს რატომ არ უნდა გაინტერესებდეთ სამების საიდუმლოო, რომ მაინტერესებს, ბევრი მიფიქრია და ტექსტებიც შემიჯარებია, იმიტომ დავწერე. მე ხაზი გავუსვი, რომ ჩემი ადამიანური გაგებით, მე ასე შემიძლია წარმოვიდგინო სამება, კიდევ ვიმეორებ, ჩემი ადამიანური გაგებით! როგორც ადამიანი შედგება: სხეულის, სულისა და სამშვინველისგან. ის, რომ ადამიანი ღმერთმა თავის დარად შექმნა, ამას თავად ბიბლია გვეუბნება. დღეს ჩვენ მისი მკრთალი ასლებიღა დავრჩით ცოდვების გამო და ესეც აღვნიშნე. დიახ ახლა ჩვენთან სულიწმინდაა. თქვენ, თუ გსურთ, იხარხარეთ. და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია. თქვენ შეგიძლიათ ჩაბჟირდეთ. იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, .... და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია. იესოს დედამიწაზე განვლილი ცხოვრება კი ამ თემაში არ განიხილებოდა. ჯვარცმული იესოს წამოძახილი „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“, არ იყო უბრალოდ ადამიანის წამოძახილი, რადგან იგი „უბრალოდ ადამიანი“ არ იყო და მის ყოველ სიტყვას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ისევე როგორც ჯვარზე მის კიდევ ერთ წამოძახილს: „აღსრულდა!“ მე სრულიად გააზრებული მაქვს, რას ვწერ და ჩემი რწმენაც მტკიცეა!
კარგია, რომ გამოეხმაურეთ, ფინქ. მაგრამ რომ გაჟრიალებთ და შეგეშინდათ, ეს ხომ რაღაცის ნიშანია? არაფერი ის, რასაც თქვენ ამბობთ, მე არ დამიწერია. თქვენ როგორ აღიქვამთ, თქვენი საქმეა. სად წერია, რომ იესო ცოდვილი გახდა? თქვენს სიტყვებს მე ნუ მომაწერთ? მან კაცობრიობის ცოდვები იტვირთა და მას დააწვა მთელი ეს სიმძიმე. მე მხოლოდ ბიბლიას ვეყრდნობი, ძველ და ახალ აღთქმებს და გადმოვცემ იმას, რასაც იგი გვასწავლის. ღვთაებრივი პირები მე არ გამიცალკევებია, იესოს ნათლისღებისას ვხედავთ იესოს, სული წმინდას და ისმის მამის ხმა. ამას სახარების ტექსტი ამბობს. წაიკითხეთ! სულიწმინდა რომ ჩვენთან არის დღეს, ამასაც სახარების ტექსტი გვეუბნება. იესო ჰპირდება მოწაფეებს, რომ იგი შეევედრება მამას და მამა მისი სახელით მოავლენს ნუგეშისმცემელს. თქვენ მეუბნებით, არ მესმის, მორწმუნეს რატომ არ უნდა გაინტერესებდეთ სამების საიდუმლოო, რომ მაინტერესებს, ბევრი მიფიქრია და ტექსტებიც შემიჯარებია, იმიტომ დავწერე. მე ხაზი გავუსვი, რომ ჩემი ადამიანური გაგებით, მე ასე შემიძლია წარმოვიდგინო სამება, კიდევ ვიმეორებ, ჩემი ადამიანური გაგებით! როგორც ადამიანი შედგება: სხეულის, სულისა და სამშვინველისგან. ის, რომ ადამიანი ღმერთმა თავის დარად შექმნა, ამას თავად ბიბლია გვეუბნება. დღეს ჩვენ მისი მკრთალი ასლებიღა დავრჩით ცოდვების გამო და ესეც აღვნიშნე. დიახ ახლა ჩვენთან სულიწმინდაა. თქვენ, თუ გსურთ, იხარხარეთ. და დიახ მამა ღმერთი თავად სიწმინდეა, აბსოლუტური სინათლე და ცოდვა მასთან შეუთავსებელია. თქვენ შეგიძლიათ ჩაბჟირდეთ. იესომ გვასწავლა ლოცვა: „მამაო ჩვენო, .... და დიახ, ჯვარცმულმა იესომ მარტომ შეასრულა თავისი მისია. იესოს დედამიწაზე განვლილი ცხოვრება კი ამ თემაში არ განიხილებოდა. ჯვარცმული იესოს წამოძახილი „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“, არ იყო უბრალოდ ადამიანის წამოძახილი, რადგან იგი „უბრალოდ ადამიანი“ არ იყო და მის ყოველ სიტყვას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ისევე როგორც ჯვარზე მის კიდევ ერთ წამოძახილს: „აღსრულდა!“ მე სრულიად გააზრებული მაქვს, რას ვწერ და ჩემი რწმენაც მტკიცეა!
12. ცასწორება, მცირედით რომ გქონდეთ იესოს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება მიწერია და მცირედით რომ გქონდეთ გააზრებული, უნდა მეწეროს, გააზებული გამომრჩა. ცასწორება, მცირედით რომ გქონდეთ იესოს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება მიწერია და მცირედით რომ გქონდეთ გააზრებული, უნდა მეწეროს, გააზებული გამომრჩა.
11. როგორც თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ვხვდები ხოლმე მორწმუნე ხართ. მეც. და ეს ნაწარმოები თავფურცელზწ რომ ვნახე შემეშინდა, რამდენად გახუნებულია ქრისტიანობა ხალხში. არ დაწერდი ამდენს მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ეს თემა ჩემთვის. მოკლედ, რა არ მესმის, მორწმუნე ადამიანს რატომ არ უნდა გაინტერესებდეს ის რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა ქრისტიანობაში, სამება. მეც ბევრი დამიწერავს ჩემი პირადი აზრები ძველი აღქმის განმარტებისას მაგრამ იმ შემთხვევაში მე ტექსტს ვუდგებოდი, როგორც ლიტერატურულ ნაშრომს, ახალი აღქმა სხვაა, მითუმეტეს სამების საიდუმლო და მითუმეტეს კრიტიკოსის კი არა, მორწმუნის პოზიციიდან დაწერილი, შეიძლება ვცდები და ეს მორწმუნის პოზიციიდან არაა დაწერილი, მაგრამ თუ მორწმუნის პოზიციიდანაა პირდაპირ გეტყვით რომ ისე შორს ხართ იმის გააზრებისგან რაც გწამთ, როგორც მე ქრისტიანული ცზოვრებისგან. და გეტყვით, პირველი იქ შეცდით როცა ღვთაებრივი პორები განაცალკევეთ, გეცოდინებათ როგორ მოიხსენიებს წმინდა წიგნები სამებას, ერთარსება და განუყოფელი. სხეულის სამშვინველის და სულის შედარება ძალიან არასწორი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად არარიან თანასწორები ეს სამი. მესამე, თუ ამბობთ რომ დასაბამიდან იყო მაშინ დასაბამიდან საჭიროების გამო არ იქნებოდა, რას ქვია რატომ გახდა საჭირო, კონსტიტუციური კანონი კი არაა დოგმაა, საჭირო არის ყველაზე შეუფერებელი სიტყვა ალბათ, რაც შეიძლებოდა დაგეწერად, საერთოდ მორწმუნე ადამიანმა ქრისტიანული პოზიციიდან როგორ უ და გააკეთოს ასწთი ხმამამაღალი განცხადება რომ შეეცდება უპასუხოს როგორ თავდება სამი ერთ არსებაში, ამაზე სერიოზულად გადავიხარხარე, მეტქიი რააა? არ ვამბობ რომ ამაზე ფიქრი არ შეიძლება, უბრალოდ ქვევით გამოყავით სამი პირი ერთმანეთისგან, ადამიანური გაგებითაც კი ვერ თქვით სწორად, თუ ისწავლით ქრისტიანულ ფსიქოლოგიას მიხვდებით რომ ეს სამი ნაწილიც კი ადამიანისა, არ მოქმედებენ დამოუკიდებლად, გადაბმულ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთზე, რად გინდა ქრისტიანული ფსიქოლოგია ფროიდის სამ ნაწილიანი დაყოფა ავიღოთ, ეგო ლიბიდო და სუპერეგო, გამოყოფილად არასოდეს მოქმედებს და თქვენ სამების მოქმედებები გამოყავით, თვითონ ამ ამბზაცის მცდელობაზე არ გამეცინა, ამის მერე რაც მოდის რომ ვნახე და შემდეგ მეორედ წავიკითხე მერე ჩავბჟირდი, ბოდიშით, არ დავმალე უბრალოდ. ახლა კაი რახან გამოყავით პირები ერთმანეთისგან მაინც გავყვეთ იმათაც და ვნახოთ, ჯანდაბას. ღმერთო რამხელა მკრეხელობაა როცა ამბობთ რომ იესომ ცოდვების ტვირთბისას ცოდვიანი გახდა? მე ასე გავიგე და მაგიტომ მიატოვა მამამ? მცირედით რომ მაინც გქონდეთ იესოს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების განუყოფლობა მიხვდებოდით რომ უბრალოდ ადამიანური წამოძახილია, ადამიანური რომელსაც სიცოცხლე უნდა, რომელიც მიტოვებულად გრძნობს თავს, გადაგდებულად, გამარჯობა თქვენი, ეგზისტენციალიზმი შეგიძლია დააფუძნი ადამიანს ამ ერთი ფრაზის გააზრებით, რაის მამა ღმერთი ცოდვასთან არ ჩერდება, ანუ ახლა ჩემში მარტო სული წმინდა და ძეღმერთია? მამამ არაო? მე რა მინდა მანდაო? ამპარტავანია ღმერთი? დააა იესოს ცოდვების მარტო ტვირთვაზე არაფერს ვამბობ და არც მოსეზე მაგრამ დაიცადეთ უცბად გადასვლაა,, ესეიგი" ვააახ, ესეიგი, რამაგარი სიტყვაა, ორი აბზაციდან რომ ამხელა დასკვნა გამოგაქვთ რომ მამამ რომ. ჩამოსულიყო სამყარო განადგურდებოდა, ცოდვას ვერ უთავსდება თურმე და იესო მარტო გამოუშბა, იტყუდბოდა თურმე იესო როცა ამბობდა სადაც მე ვარ მამაც იქააო. ოოო. რთულია. ახლა ძე. ხო პირველი ნაწილი ახალი არაფერი წერია, ციტატებია და ა. შ. მაგრამ მანდვე რომ მოგყავთ იესოს ცოტატა მე და მამა განუყოფელი ვართო, ზემოთ როგორ გამოყავით დაა გამოგლიჯეთ ჯვარზე გაკრულ იესოს მამა არ ვიცი, ორივე ნაწილი თქვენ დაწერეთ ნამდვილად? ხო დანარჩენიც არაფერია ახალი. ვერაფერს ვიტყვი, ინდივიდუალურს ვერაფერს ვხედავ იქ. უბრალოდ იესოს გზაზე ლაპარაკისას მთავარი გამოგრჩათ, ჩემი სუბიექტური ხედბით, იესოს ცხოვრების გზაა, გზა უბრალოებიდან, ბაგაში დაბადება, თავგანწირვამდე, უუფ მაჟრიალებს ხოლმე ამას რომ ვიხსენებ, უბრალოებაში და ყოველწამიერთავგანწირვაშია ხსნა და ეს ყველაფერი გამოგრჩათ? სული წმიდაზეც არაფერი ახალი დაა ბოლოს დასკვნაა გამაგიჟებელი, ერთი კითხვა მიჩნდება მარტო ერთი, რანაირად???? რაბაირად??? რანაირად მივედით მაგ დასკვნამდე?? ანუ ღმერთი განა არისო სამება, თავს განასახიერებსო, რმერთმა შწგინდოთ ქალბატონო. მზია რამეთუ არ იცით რას ამბობთ, ხო ბოლოზეც ვერაფერს ვიტყვი უბრალოს დავამატებ რომ ოავლეს ეგ სიტყვები ფაქტობრივად ცოტირებაა პლატონის სახელმწიფოს მეშვიდე თავის გამოქვაბულის იგავისა და საი ტერესო ფაქტია ჩემთვის, თვითონ მოციქული პავლე იყენებდა ანტიკურ ცოდნას და სიბრძნეს, თუნდაც სინდისზე საუბრისას და რატომ უარყო ევროპამ ანტიკური სიბრძნე 14 საუკუნით რენესანსამდე არ მესმის. პ. ს. ქალბატონო მზია, საწყენად არ მიიღოთ, უბრალოდ ასეთი ვარ და არანაირ ემოცოას არ ვმალავ. ვიმეორებ, თუ მორწმუბის პოზიციიდანაა დაწერილი ჩემი ნაწერი უბრალოდ რჩევად მიიღეთ, თუ არადა საერთოდ გაატარეთ.. აიი მართლა თუ მორმუნის პოზიციიდანაა დაწერილი გული მტკივა, არა მარტო თქვენს გამო, უმეტესობა მორმწმუნე ვისაც ვიცნობ აზრზე არაა რა სწამტ, ტქვენ კიდე წინ ხართ ეძიებთ მაინც და აუცილებლად იპოვნით, იესომ თქვა აკაკუ ეთ და გაგეღწბათო, აკაკუნეთ არის განგრძობითი პროცესი, დროში გაწელილი, აიი ინგლისურის ინგიანი ფორმა და არა ერტხელ დაბრაზუნება, ხოდა იმედია ეს ერთი პატარა უხმო ბრახუნი, დიდ კაკუნათ გადაიქცევა თქვენს ცზოვრებაში, ნეტარ იყვენ რომელთა გამოიძიონ გზანი უფლისანიო. ა, და რატომ ვცადე აქ ამდენჯერ, რამის დაწერა, იმიტომ რომ ამ ბოლო. დროს ბევრი. პოსტი ვნახე და კომენტარი, თქვენი ნიშნის მოგებიანი და საკუთარი თავის წარმოჩინების და ა. შ. ესეც სუბიექტური აღქმით, არ ვამბობ რომ ობიექტურია, თუნდაც იანვრის დასაწყისში გამოქვეყნებული პოსტი. არ ვამბობ რომ ობიექტურია სუბიექტურია. გინდაც მადონა ჩვილით, რატომ მოგაქვთ თავი ვერ ვხვდები? თყ მორწმუნე ხართ და როგორც ვხვდებია სეა მაში. რწმენა და ქრისტიანობა უნდა იყოს ტქვენი ცხოვრების განმსაზღვრელი და ამაშიც კი როგორც ჩანს არაფერი არ იცით, აიი დამერწმუნეთ არაფერი, ინჩი. ბინჩი. აბა სხვაზე როგორღა ლაპარაკობთ.? ეს კითხვა არაა, გაკვირვებაა, მაპატიეთ თუ რამეს ვერ გაიგებთ და ამ კომენტარს არასწორად აღიქვამთ, თუ სწორად აღიქვამთ არაფერი მჭირს საპატიებელი. წარმატება და გისურვებთ მიაღწიოთ კაკუნს. :))) როგორც თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ვხვდები ხოლმე მორწმუნე ხართ. მეც. და ეს ნაწარმოები თავფურცელზწ რომ ვნახე შემეშინდა, რამდენად გახუნებულია ქრისტიანობა ხალხში. არ დაწერდი ამდენს მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ეს თემა ჩემთვის. მოკლედ, რა არ მესმის, მორწმუნე ადამიანს რატომ არ უნდა გაინტერესებდეს ის რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა ქრისტიანობაში, სამება. მეც ბევრი დამიწერავს ჩემი პირადი აზრები ძველი აღქმის განმარტებისას მაგრამ იმ შემთხვევაში მე ტექსტს ვუდგებოდი, როგორც ლიტერატურულ ნაშრომს, ახალი აღქმა სხვაა, მითუმეტეს სამების საიდუმლო და მითუმეტეს კრიტიკოსის კი არა, მორწმუნის პოზიციიდან დაწერილი, შეიძლება ვცდები და ეს მორწმუნის პოზიციიდან არაა დაწერილი, მაგრამ თუ მორწმუნის პოზიციიდანაა პირდაპირ გეტყვით რომ ისე შორს ხართ იმის გააზრებისგან რაც გწამთ, როგორც მე ქრისტიანული ცზოვრებისგან. და გეტყვით, პირველი იქ შეცდით როცა ღვთაებრივი პორები განაცალკევეთ, გეცოდინებათ როგორ მოიხსენიებს წმინდა წიგნები სამებას, ერთარსება და განუყოფელი. სხეულის სამშვინველის და სულის შედარება ძალიან არასწორი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად არარიან თანასწორები ეს სამი. მესამე, თუ ამბობთ რომ დასაბამიდან იყო მაშინ დასაბამიდან საჭიროების გამო არ იქნებოდა, რას ქვია რატომ გახდა საჭირო, კონსტიტუციური კანონი კი არაა დოგმაა, საჭირო არის ყველაზე შეუფერებელი სიტყვა ალბათ, რაც შეიძლებოდა დაგეწერად, საერთოდ მორწმუნე ადამიანმა ქრისტიანული პოზიციიდან როგორ უ და გააკეთოს ასწთი ხმამამაღალი განცხადება რომ შეეცდება უპასუხოს როგორ თავდება სამი ერთ არსებაში, ამაზე სერიოზულად გადავიხარხარე, მეტქიი რააა? არ ვამბობ რომ ამაზე ფიქრი არ შეიძლება, უბრალოდ ქვევით გამოყავით სამი პირი ერთმანეთისგან, ადამიანური გაგებითაც კი ვერ თქვით სწორად, თუ ისწავლით ქრისტიანულ ფსიქოლოგიას მიხვდებით რომ ეს სამი ნაწილიც კი ადამიანისა, არ მოქმედებენ დამოუკიდებლად, გადაბმულ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთზე, რად გინდა ქრისტიანული ფსიქოლოგია ფროიდის სამ ნაწილიანი დაყოფა ავიღოთ, ეგო ლიბიდო და სუპერეგო, გამოყოფილად არასოდეს მოქმედებს და თქვენ სამების მოქმედებები გამოყავით, თვითონ ამ ამბზაცის მცდელობაზე არ გამეცინა, ამის მერე რაც მოდის რომ ვნახე და შემდეგ მეორედ წავიკითხე მერე ჩავბჟირდი, ბოდიშით, არ დავმალე უბრალოდ. ახლა კაი რახან გამოყავით პირები ერთმანეთისგან მაინც გავყვეთ იმათაც და ვნახოთ, ჯანდაბას. ღმერთო რამხელა მკრეხელობაა როცა ამბობთ რომ იესომ ცოდვების ტვირთბისას ცოდვიანი გახდა? მე ასე გავიგე და მაგიტომ მიატოვა მამამ? მცირედით რომ მაინც გქონდეთ იესოს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების განუყოფლობა მიხვდებოდით რომ უბრალოდ ადამიანური წამოძახილია, ადამიანური რომელსაც სიცოცხლე უნდა, რომელიც მიტოვებულად გრძნობს თავს, გადაგდებულად, გამარჯობა თქვენი, ეგზისტენციალიზმი შეგიძლია დააფუძნი ადამიანს ამ ერთი ფრაზის გააზრებით, რაის მამა ღმერთი ცოდვასთან არ ჩერდება, ანუ ახლა ჩემში მარტო სული წმინდა და ძეღმერთია? მამამ არაო? მე რა მინდა მანდაო? ამპარტავანია ღმერთი? დააა იესოს ცოდვების მარტო ტვირთვაზე არაფერს ვამბობ და არც მოსეზე მაგრამ დაიცადეთ უცბად გადასვლაა,, ესეიგი" ვააახ, ესეიგი, რამაგარი სიტყვაა, ორი აბზაციდან რომ ამხელა დასკვნა გამოგაქვთ რომ მამამ რომ. ჩამოსულიყო სამყარო განადგურდებოდა, ცოდვას ვერ უთავსდება თურმე და იესო მარტო გამოუშბა, იტყუდბოდა თურმე იესო როცა ამბობდა სადაც მე ვარ მამაც იქააო. ოოო. რთულია. ახლა ძე. ხო პირველი ნაწილი ახალი არაფერი წერია, ციტატებია და ა. შ. მაგრამ მანდვე რომ მოგყავთ იესოს ცოტატა მე და მამა განუყოფელი ვართო, ზემოთ როგორ გამოყავით დაა გამოგლიჯეთ ჯვარზე გაკრულ იესოს მამა არ ვიცი, ორივე ნაწილი თქვენ დაწერეთ ნამდვილად? ხო დანარჩენიც არაფერია ახალი. ვერაფერს ვიტყვი, ინდივიდუალურს ვერაფერს ვხედავ იქ. უბრალოდ იესოს გზაზე ლაპარაკისას მთავარი გამოგრჩათ, ჩემი სუბიექტური ხედბით, იესოს ცხოვრების გზაა, გზა უბრალოებიდან, ბაგაში დაბადება, თავგანწირვამდე, უუფ მაჟრიალებს ხოლმე ამას რომ ვიხსენებ, უბრალოებაში და ყოველწამიერთავგანწირვაშია ხსნა და ეს ყველაფერი გამოგრჩათ? სული წმიდაზეც არაფერი ახალი დაა ბოლოს დასკვნაა გამაგიჟებელი, ერთი კითხვა მიჩნდება მარტო ერთი, რანაირად???? რაბაირად??? რანაირად მივედით მაგ დასკვნამდე?? ანუ ღმერთი განა არისო სამება, თავს განასახიერებსო, რმერთმა შწგინდოთ ქალბატონო. მზია რამეთუ არ იცით რას ამბობთ, ხო ბოლოზეც ვერაფერს ვიტყვი უბრალოს დავამატებ რომ ოავლეს ეგ სიტყვები ფაქტობრივად ცოტირებაა პლატონის სახელმწიფოს მეშვიდე თავის გამოქვაბულის იგავისა და საი ტერესო ფაქტია ჩემთვის, თვითონ მოციქული პავლე იყენებდა ანტიკურ ცოდნას და სიბრძნეს, თუნდაც სინდისზე საუბრისას და რატომ უარყო ევროპამ ანტიკური სიბრძნე 14 საუკუნით რენესანსამდე არ მესმის. პ. ს. ქალბატონო მზია, საწყენად არ მიიღოთ, უბრალოდ ასეთი ვარ და არანაირ ემოცოას არ ვმალავ. ვიმეორებ, თუ მორწმუბის პოზიციიდანაა დაწერილი ჩემი ნაწერი უბრალოდ რჩევად მიიღეთ, თუ არადა საერთოდ გაატარეთ.. აიი მართლა თუ მორმუნის პოზიციიდანაა დაწერილი გული მტკივა, არა მარტო თქვენს გამო, უმეტესობა მორმწმუნე ვისაც ვიცნობ აზრზე არაა რა სწამტ, ტქვენ კიდე წინ ხართ ეძიებთ მაინც და აუცილებლად იპოვნით, იესომ თქვა აკაკუ ეთ და გაგეღწბათო, აკაკუნეთ არის განგრძობითი პროცესი, დროში გაწელილი, აიი ინგლისურის ინგიანი ფორმა და არა ერტხელ დაბრაზუნება, ხოდა იმედია ეს ერთი პატარა უხმო ბრახუნი, დიდ კაკუნათ გადაიქცევა თქვენს ცზოვრებაში, ნეტარ იყვენ რომელთა გამოიძიონ გზანი უფლისანიო. ა, და რატომ ვცადე აქ ამდენჯერ, რამის დაწერა, იმიტომ რომ ამ ბოლო. დროს ბევრი. პოსტი ვნახე და კომენტარი, თქვენი ნიშნის მოგებიანი და საკუთარი თავის წარმოჩინების და ა. შ. ესეც სუბიექტური აღქმით, არ ვამბობ რომ ობიექტურია, თუნდაც იანვრის დასაწყისში გამოქვეყნებული პოსტი. არ ვამბობ რომ ობიექტურია სუბიექტურია. გინდაც მადონა ჩვილით, რატომ მოგაქვთ თავი ვერ ვხვდები? თყ მორწმუნე ხართ და როგორც ვხვდებია სეა მაში. რწმენა და ქრისტიანობა უნდა იყოს ტქვენი ცხოვრების განმსაზღვრელი და ამაშიც კი როგორც ჩანს არაფერი არ იცით, აიი დამერწმუნეთ არაფერი, ინჩი. ბინჩი. აბა სხვაზე როგორღა ლაპარაკობთ.? ეს კითხვა არაა, გაკვირვებაა, მაპატიეთ თუ რამეს ვერ გაიგებთ და ამ კომენტარს არასწორად აღიქვამთ, თუ სწორად აღიქვამთ არაფერი მჭირს საპატიებელი. წარმატება და გისურვებთ მიაღწიოთ კაკუნს. :)))
10. ძალიან საინტერესო და კარგია, უფრო ვრცლად შეგეძლოდ. ძალიან საინტერესო და კარგია, უფრო ვრცლად შეგეძლოდ.
9. დალოცვილია!
დალოცვილია!
8. უკვე მეორედ ვცადე კომენტარის დაწერა და ორივეჯერ ისე წაიშალა ვერ მივხვდი, რაღაცა შელოცვაა, ხვალაც დავუბრუნდები უკვე მეორედ ვცადე კომენტარის დაწერა და ორივეჯერ ისე წაიშალა ვერ მივხვდი, რაღაცა შელოცვაა, ხვალაც დავუბრუნდები
7. იცით, იესოს ნათლისღება რითია მნიშვნელოვანი? ეს ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, როდესაც სამება „ხილულია“ და ერთად არის.
იესო ინათლება, ამოდის წყლიდან, ამ დროს იხსნება ცა, სულიწმინდა გადმოდის მასზე მტრედის სახით და ამავე დროს ისმის მამის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც ჩემი სათნოებაა“.
ისინი ადასტურებენ, ვინ არის ქრისტე და, თითქოს, ამხნევებენ მას, რადგან ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გამოცდა ელის, ხოლო შემდეგ თავისი მისიის შესრულება და მოწამეობრივი გზა.
იცით, იესოს ნათლისღება რითია მნიშვნელოვანი? ეს ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, როდესაც სამება „ხილულია“ და ერთად არის.
იესო ინათლება, ამოდის წყლიდან, ამ დროს იხსნება ცა, სულიწმინდა გადმოდის მასზე მტრედის სახით და ამავე დროს ისმის მამის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც ჩემი სათნოებაა“.
ისინი ადასტურებენ, ვინ არის ქრისტე და, თითქოს, ამხნევებენ მას, რადგან ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გამოცდა ელის, ხოლო შემდეგ თავისი მისიის შესრულება და მოწამეობრივი გზა.
5. როცა ამ ტექსტზე მუშაობდით თქვენ იგრძენით თუ როგორ უფრო მიუახლოვდით ღმერთს. როცა ამ ტექსტზე მუშაობდით თქვენ იგრძენით თუ როგორ უფრო მიუახლოვდით ღმერთს.
4. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და თემასთან დაკავშირებული ციტატაც გაგვაცანით.
ეს ჩემი ნაფიქრია, ჩემი დასკვნები. ამ სახით არასოდეს წამიკითხავს. ყოველთვის ვწერ, რაც შეიძლება, გასაგებად, რათა ყველასთვის ადვილი აღსაქმელი იყოს, როგორც მომზადებული, ასევე მოუმზადებელი მკითხველისთვის.
გმადლობთ, რომ წაიკითხეთ და თემასთან დაკავშირებული ციტატაც გაგვაცანით.
ეს ჩემი ნაფიქრია, ჩემი დასკვნები. ამ სახით არასოდეს წამიკითხავს. ყოველთვის ვწერ, რაც შეიძლება, გასაგებად, რათა ყველასთვის ადვილი აღსაქმელი იყოს, როგორც მომზადებული, ასევე მოუმზადებელი მკითხველისთვის.
3. წეხან ვკითხულობდი რაღაცს მსგავს თემატიკაზე ჰოდა იყოს აქ:თარმგანის მცდელობა
ღმერთი ერთი დაუსრულებელი სიმფონიაა სამი დაუსრულებლობისა. როდესაც წარმოსახვითად ვაერთებ სამს, ვხედავ ერთ წყაროს სინათლისას, განცალკევებისა და დათვლის გარეშე, ნათელს, რომელიც ერთიანად ბრწყინავს!
გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბერძნულ დედანსაც დავურთავ ( მთლად კარგი მთარგნელი არავარ) იქნებ ორიგინლში მეტად ლამაზად შეძლოს ვინმემ აღქმა
"Ο Θεός είναι άπειρη συμφωνία τριών άπειρων. Όταν νοερά ενόσω τα τρία, βλέπω μία πηγή φωτός, χώρις να μπορώ να διαχωρίσω η να μετρήσω το φως λάμπει ενωμένο." წეხან ვკითხულობდი რაღაცს მსგავს თემატიკაზე ჰოდა იყოს აქ:თარმგანის მცდელობა
ღმერთი ერთი დაუსრულებელი სიმფონიაა სამი დაუსრულებლობისა. როდესაც წარმოსახვითად ვაერთებ სამს, ვხედავ ერთ წყაროს სინათლისას, განცალკევებისა და დათვლის გარეშე, ნათელს, რომელიც ერთიანად ბრწყინავს!
გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბერძნულ დედანსაც დავურთავ ( მთლად კარგი მთარგნელი არავარ) იქნებ ორიგინლში მეტად ლამაზად შეძლოს ვინმემ აღქმა
"Ο Θεός είναι άπειρη συμφωνία τριών άπειρων. Όταν νοερά ενόσω τα τρία, βλέπω μία πηγή φωτός, χώρις να μπορώ να διαχωρίσω η να μετρήσω το φως λάμπει ενωμένο."
2. ქართულ რეოლობაში ნაკლებად გვყავს ავტორები რომლებიც თელოგიურ საკითხებით ინტერესებოდნენ,ამიტომაც მივესალმები თემატიკას,მაგრამ ვისურვებდი მეტად ვრცლად და ნათლად წარმოგეჩინათ საკითხი,რადგან ის რაც აქ თქვი,მარტივი სასკოლო კატეხიზმოში მრავალგზის მსგავსადვე განმარტებულია ქართულ რეოლობაში ნაკლებად გვყავს ავტორები რომლებიც თელოგიურ საკითხებით ინტერესებოდნენ,ამიტომაც მივესალმები თემატიკას,მაგრამ ვისურვებდი მეტად ვრცლად და ნათლად წარმოგეჩინათ საკითხი,რადგან ის რაც აქ თქვი,მარტივი სასკოლო კატეხიზმოში მრავალგზის მსგავსადვე განმარტებულია
1. სულიერებაზეც ვიფიქროთ ...
სულიერებაზეც ვიფიქროთ ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|