ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2019


უფლის გზას მივყვეთ!

ორიათასი წლის წინ, რომ მოკლეს,
ჯვარზე გააკრეს იესო ქრისტე,
ის ქადაგებდა ჭეშმარიტ ღმერთზე,
პატივის ცემას ჩვენ ერთმანეთზე.
ზეცით ამაღლდა, წავიდა ღმერთთან,
ჩვენ საოცრება ვნახეთ მის სახით,
მერე გვიანი იყო ყოველი,
უფალს შევთხოვდით, შველას მივძახდით.
ჩვენთვის დალია მან სული წმინდა,
და ეს ცოდვები შეგვინდო ცოდვილთ,
აპატიეო შესთხოვდა უფალს,
არ იციანო, ეს ქნეს არ ცოდნით.
ხვდებით რაოდენ მოწყალეა უზენაესი,
ამდენი ცოდვა მოგვიტევა ადამიანებს,
მაგრამ შეცდომებს ისევ ვუშვებთ,
რომელიც ისევ,ისევე ჩვენ დაგვაზიანებს.
არ მოიძებნა ამ მიწაზე სხვა რამ არსება,
ადამიანის მსგავსი ცოდვით მოხეტიალე,
მინდა, რომ ქრისტე მარად ცოცხლად გვყავდეს გულებში,
მე მისი მჯერა, და მისივე ვარ მოტრფიალე.
დროს სვლასთან ერთად შეიცვალა ამქვეყნად ხალხი,
ქრისტიანობა გადავიდა თითქოს მოდიდან,
ვხედავ ზეცამაც მოიბურა მოშავო თალხი,
რწმენა დავკარგეთ ქართველებმა ნეტა როდიდან?
ბევრს დაავიწყდა რელიგია ბიბლიის არსი,
უმეტესობა დაემონა მატერიალურს,
აღარ უსმენენ, აღარ უნდათ ქრისტესი მრწამსი,
აღარ მისდევენ ხვთის გზას რეალურს.
ძლიერ განვიცდი ამ ყველაფერს და გული მტკივა,
ქართველი ერი ვეღარ არჩევს ჭეშმარიტებას,
შემცირდა მრევლი ტაძარს შინა ოდეს მლოცველი,
მე დავაბრალებ სულერად გაღარიბებას.
ქართველო ხალხო არ მოტყუვდეთ არ დაემონოთ,
არ მისცეთ ნება ანტსა ქრისტეს გაბატონების!
უნდა გვჯეროდეს მოყვასისა ჭეშმარიტისა,
არ უნდა მივცეთ ნება ქვეყნის დაპატრონების.
თუ ყველა ისე ვიარსებებთ, როგორც ღმერთს უნდა,
ვერ მოგვერევა ჩვენ ბოროტი მე ასე მჯერა,
სიკეთის თესვას განა რა უნდა?!
არ მომბეზრდება ამაზე წერა.
მინდა ვიხილო ჭეშმარიტად ქართველი ერი,
გამთლიანება საქართველოსი მე გულით მინდა,
და მჯერა მაინც ყველაფერი კარგად იქნება,
ჩვენთან არს ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები