ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2019


ევას დრო (ნაწილი II)

ერთი კვირა ზარის მოლოდინში გავიდა,მაგრამ სულ ტყუილად.მეთვითონ დავრეკე,რადგან გაურკვევლობას ვერ ვიტან და მირჩევნია ზუსტად ვიცოდე რა ხდება,თუნდაც არ იყოს ჩემთვის სასიამოვნო ამის ცოდნა.როგორც გაირკვა რაღაცეებს ცვლიდნენ,ადგენდნენ ვის სად რა უნდა ჩაბარებოდა და ყველაფერი რომ გაირკვევა დაგირეკავთო აუცილებლად.რამდენიმე დღეში მართლა დარეკეს და მეორე დღეს დამიბარეს.

იმის მიუხედავად რომ ეს ერთი კვირა მართლა შევძელი და არ მიფიქრია ეხლა უკვე ჩემს თანამშრომელ ევაზე,დღეს დილით უკვე მოუთმენლობა თითქოს მაინც შევატყე ჩემ თავს,მინდოდა კიდე იქ დამხვედროდა.

სამსახურის კართან მისულმა ერთი ღრმა ამოსუნთქვით ჩემ თავს წარმატბა ვუსურვე და შევედი.შევედი და... იქ იჯდა,სადაც გასაუბრების დროს დირექტორს ვესაუბრებოდი.კარებთან წარმატებისთვის ღრმად ამოსუნთქული ჰაერი,ისევ ღმად ჩავისუნთქე,რადგან ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული და სხვა გზა არ მქონდა,ჰაერი აღარ მეყო.რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი კიდევ და საქმეში გართულმა ქვემოდან ამომხედა,არ ვიცოდი მიცნო თუ ვერა,მაგრამ მე ჩავთვალე რომ ვერ მიცნო და ძლივს ამოლუღლუღებული მისალმების შემდეგ ვუთხარი რაზეც ვიყავი მისული,რომ დღეს ჩემი პირველი დღე იყო ამ სამსახურში და როგორც მერე ორივე მივხვდით ერთმანეთის ცხოვრებაშიც.

–აა,გასაგებია,მახსოვხართ კი (გამიღიმა)

მეც გავუღიმე მგონი,არც მახსოვს,მარტო ჩემი გულისცემის მა მესმოდა დაგუბებულ ყურებში.ისევ მან გამომაძვრინა ამ უხერხული სიტუაციიდან და მითხრა:

–წამოდი,გამოსაცვლელად ოთახს გაჩვენებ.

მე ისევ არ მახსოვს რას ვამბობ,ერთადერთი რაც მოვახერხე გამოსაცვლელ ოთახში შესვლისას კარგითქო ვუთხარი და ისიც გავიდა.ვიცვლიდი და თან ეხლა უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი გამოვიდოდა,ასე პირველ კლასელივით დაბნეული და დამუნჯებული რომ არ აცილებ თვალს,რისი იმედუ უნდა გქონდეს.გამოვიცვალე მაგრამ გასვლას არ ვჩქარობდი.სარკესთან ვიდექი ჩემ თავს ვუყურებდი,ვითომ თმას ვისწორებდი,თან ვცდილობდი რამენაირად გულისცემა გამეკონტროლებინა.პირზე წყალიც შევისხი,ჩავთვალე რომ ხუთიოდე წუთის წინანდელ ჩემ თავთან შედარებით,უკვე ფხიზლად ვიყავი და გავედი.ჩემს სამუშაო ადგილამდე ისევ ევამ მიმიყვანა.

არ ვიცი მერიდებოდა,თუ არ ეცალა იმ ადგილზე გამოსავლელად სადაც მე ვიყავი,ან მე მეჩვენებოდა რო იმ დღეს იშვიათად მოდიოდა,რადგან უფრო ხშირად მინდოდა დამენახა,მაგრამ ფაქტია რომ იმ დღესვე გადავწყვიტე რომ ყველაფერი მეჩვენებოდა და არც არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული.სხვებიც არაფერს ამბობდნენ მასზე,არადა ერთი სული მქონდა რაც შეიძლება ბევრი გამეგო მასზე.უამრავი აზრები მიტრიალებდა თავში როგორ შეიძლებოდა მასთან გამოლაპარაკება და საერთოს ნახვა.


რამდენჯერაც ჩემს სიახლოვეს გამოჩნდებოდა იმდენჯერ თვალში მხვდებოდა მისი თითები,ხელები.ოდნავ შესამჩნევად ძარღვები რომ დაყვებოდა.ჩემთვის ხელებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა,ეს ქალის ის ნაწილია რომელიც არასდრსო ტყუის.არ არსებობს შეხება იმაზე სასიამოვნო ვიდრე ქალის ხელს შეუძლია.ენატრები,უყვარხარ,ეშინია თუ უბრალოდ თავგადასავალი ხარ მხოლოდ,ყველაფრსი გაგება შეიძლება ხელის შეხებით.როგორ მოგიჭერს ხელს ხელზე,ან თითებს როგორ აიძულებს შენ თითებში ისე გადაიხლართონ,თითქოს არც არასდროს ყოფილან ცალცალკე.სათითაოდ ყველა თითზე როგორ გეჭიდება,თითქოს რომელიმედან უნდა შემოძვრეს შენში და გაყვეს სისხლს მთელ სხეულში.არ მესმის იმ კაცების,რომლებიც თვლიან რომ ქალში ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო მკერდი ან თეძოებია.ქალის სხეულზე,მის ხელებზე ინტიმური არაფერი არ არის.თითოეული ხელის ხელზე შეხება გულამდე ატანს.ხელს ხელზე კიდებ,თითებით მის ხელის გულს პოულობ,უყურებ თვალებში და თითების თითოეულ მოძრაობაზე ხედავ მის თვალებში კომეტასავით უცბათ გაელვებულ სხივს,აი ეს არის ეროტიკა,რომელიც ჯერ მთლიანად აგიტანს,ჭკუას დაგაკარგვინებს და მერე ერთიანად გაბრუებულს,სახეზე თითების ოდნავი შეხებით გადაგირბენს.

მასთან თითოეული შეხვედრა ფარული იყო.ალბათ რომ შეგეძლოს ეხლა მკითხავდი რატომო,მაგრამ კაია რომ არ შეგიძლია ლაპარაკი,მაინც მოვახერხებდი და არ გიპასუხებდი მაგ კითხვაზე,იმიტომ რომ არის რაღაცეები რასაც დედამიწის ზურგზე ვერავინ გაგიგებს.ხშირად ეს შეხვედრები არც ისე დიდხანს გრძელდებოდა,მაგრამ ჩვენ იმ დათვლილ წუთებში ვახერხებდით ერთმანეთისთვის სულის განაწილებას.იმ მოკლე დროში შეგვეძლო იმდენი სუნთქვა გაგვენაწილებინა ერთმანეთისთვის,რამდენიც შემდეგ შეხვედრამდე გაგვაძლებინებდა.ის ხალხი ალბათ ვერასდროს გაიგებს იმ ემოციას ვისაც ერთმანეთისთვის სიკვდილამდე ამოუწურავი დრო აქვთ.ჩვენ კი... ჩვენთვის ყველა შეხება ისეთი იყო როგორც პირველი,ფრთხილი გულის ამაჩქარებელი და ისეთი მტკივნეული როგორც უკანასკნელი. შეხებიდან შეხებამდე ვახერხებდით რომ ერთმანეთი მოგვნატრებოდა და კოცნებს შორის  ინტერვალებს ჩახუტებით ვავსებდით,რადგან არასდროს იყო საკმარისი მისი სხეულის შეგრძნება.არასდროს იყო საკმარისი მისი მოხვეული ხელები კისერზე და ყელთან დამალული სახე,არასდროს მყოფნიდა მისი მოზიდვა წელზე მოხვეული ხელით და მისი სუნი რომელიც ისე გამჯდომოდა ცხვირში რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე ვგრძნობდი და როცა რამდენჯერმე მოხდა და ეს სუნი გაქრა საშინლად მარტო ვიგრძენი თავი.

როცა ერთმანეთში ბოლომდე თავით გადავეშვით,არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა ის შეგრძნებები,სიტყვებით როგორ ავხსნა საყვარელი ქალის უკან გადაწაეული კისერი  და აკანკალებული სუნთქვა,ეს თუ არ იგრძენი არ ვიცი მაგის გადმოცემისთვის რა სიტყვები შეიძლება გამოიყენო.

ამ სიამოვნების ბურუსთან ერთად დადგა ის დღეებიც,რომელზეც არ ვიცი როდისმე რომელიმეს თუ გვიფიქრია მაგრამ ასეთ სიმწარეს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით.იყო დღეები როცა შიგნიდან ალბათ ყველაფერი სიმწრისგან ღრიალებდა ჩვენში,განსაკუთრებით კი მასში,მაგრამ ამის მიუხედავად როცა ფიქრისგან გონზე არ ვიყავი,მოვიდა და წამოდგომაში დამეხმარა.იცი რამხელა გული აქვს? რამხელა ენერგია?ძალა? ზღაპარი იყო ასეთ ქალს ვყვარებოდი არადა ჩემ წინ იდგა და ზუსტად მაგას მიმეორებდა რომ ვუყვარვარ.ეს იყო მიზეზი და ძალა იმის რასაც გავუძელით,ვატკინე,შენ არ იცი რამდენჯერ ვატკინე,მაგრამ როცა ერთად გვტკიოდა ისევ ჩემსკენ გამოიშვირა ხელი,მე დამეყრდნო,მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ გაუჭირდა ისე რომ მე დამეყრდნო და ვერ დამალა შიში.იმ დღეების გამო ხანდახან მძულს თავი და ყოველთვის გავურბივარ გახსენებას მაგრამ ვიცი რომ ვერასდრსო გავექცევი,სანამ ცოცხალი მქვია ის დღეები ყოველთვის შემაძულებს ჩემ თავს,მაგრამ ამასთან ერთად მახსენებს იმ წუთებს როცა მართლა ერთ სხეულად ვიქეცით,როცა მისთვის მე გავხდი საყრდენი და როცა ვიგრძენი რამდენად ბევრს ვნიშნავდი მისთვის რომ ასეთ დროს მე მანდო თავი.იყო სხვა ტკივილიანი დღეებიც,ოღონდ ისინი მხოლოდ იმიტომ რომ მე ვაქციე ასეთებად,მე ვატკინე მხოლოდ,მე მივახწიე იმას რომ იმ თვალებიდან რომლიდანაც ბედნიერებას გაუმაძღრად ვიღებდი,ცრემლები ვადინე.ვიცი ბევრი საზარელი ხმა მოგისმენია შენც მაგრამ შენც კი გაგიჭირდება იმ ხმის მოსმენა,იმ აკანკალებული ნიკაპის ყურება და ლოყებზე ერთმანეთის მიყოლებით  ჩამოგორებული ცრემლების.ხვდები რომ ეს ყველაფერი შენ გამოიწვიე,მაგრამ შეჩერებით კი ვეღარ აჩერებ და გრძნობ ისე გეწვება კანი,ძვლებამდე ახწევს.შენ შეგიძლია ასეთი ტკივილისი მერე დამნაშავეს აპატიო და ისევ გულში ჩაიკრა?მე არ ვიცი,არ ვიცი რამდენად შევძლებდი იგივეს,მაგრამ ის სხვა არის,ის არც მე,არც შენ და საერთოდ არავის არ გავს.მან მაპატია,მხოოდ კი არ მაპატია  საკუთარ პრინციპებს,საკუთარ თავს გადააბიჯა ჩემ გამო და თან ისე რომ ერთი წამით არ დაუყვედრებია.ისე გააგრძელა ჩემ გვერდით სიარული,ისე გააგრძელა ჩემი სიყვარული,ვითომც ცოტახნის წინ მე არ გამემწარებინოს.ამის მერეც ვინმეს რომ ვუთხრა შეიძლება მაინც ვერ გამიგოს რატომ მიყვარს.ეს სიტყვა კიდევ არაფერია იმასთან რასაც ის ჩემთვის წარმოადგენს,ხანდახან  ამ სიტყვის თქმაც აღარ მინდა მისთვის,რადგან ვგრძნობ რომ ამ სიტყვის მიღმაც კიდე მრჩება რაღც,უფრო დიდი,რასაც ვერ ვაძლევ,ვერ ვაგრძნობინებ და ამან რამის ჭკუიდან შემშალოს.ის კი მიღიმის და მიმეორებს რომ მას უფრო ვუყვარვარ და ისე მეხუტება,მგონა დედამიწა სულ რო გამომეცალოს ფეხებიდან მაინც ჰაერში დავრჩები და არ დავეცემი.ხო ვიცი,შენთვის შეიძლება ბანალურად ჟღერს ეს ყველაფერი მაგრამ ხანდახან მინდა კიდეც რომ ყველასთვის გაუგებარი და შეუმჩნეველი დარჩეს ეს ყველაფერი,რადგან ეს მარტო ორს გვეხება,მე და მას,სხვა არავის და არც არის საჭირო.

ჩემი ბედნიერება მის გამოხედვაშია,როცა მიყურებს ესეიგი ჩემთან არის,და თუ ჩემთან არის,ესეიგი ბედნიერი ვარ.უიმისოდ მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ძალას,როცა მისკენ მივდივარ,როცა ვიცი რომ ჩემს გულზე დაწვება და როგორც თვითონ ამბობს ჩაიკარგება.მასთან ერთად ყველაფერს სხვა ფერი აქვს,სხვა სუნი.ყოველთვის მიყვარდა წვიმაში სიარული,მაგრამ მასთან ერთად როცა წვიმაში გავედი მეგონა აქამდე არასდრსო მივლია ასეთ ამინდში.პატარა ცელქი ბავშვივით დარბოდა ჩემს გარშემო,ყველაზე დიდ გუბეს აარჩევდა გაიქცეოდა და იმ გუბესთან მელოდებოდა ანთებული თვალებით რომ გავეწუწე.ასეთი თვალები არასდრსო მინახია,მეგონა ყველა ჩამოვარდნილ წვეთში ირეკლებოდა მისი გამოხედვა და ყველა მხრიდან,ყველა წვეთიდან მიყურებდა.წვიმაში გიკოცნია ვინმესთვის?თუმცა შენ რას გეკითხები,გავლელებს ვკითხავდი ეხლა ვინმე რომ ჩამოივლიდეს და თუ არ უკოცნია დავაფიცებდი რომ დალოდებოდნე სიყვარულს და მხოლოდ მაშინ ეკოცნათ,რადგან სხვა შემთხვევაში ვერ გაიგებენ ეს რა შეგრძნებაა,ვერ გაიგებენ რას ნიშნავს გინდოდეს წამის გაჩერება.

ადრეც გითხარი დიდი გული აქვსთქო და სწორედ მაგ გულის ამბავია რომ თავის თავი დაივიწყა და მითხრა რომ მის გამო უნდა წავსულიყავი მისგან შორს.დაიბენი ვიცი,მაგრამ ასეა.მე ხომ არ მითვამს მიზეზი რატომაც ვხვდებოდით მხოლოდ ფარულად და სწორედ ამ მიზეზით არ შეგვეძლო ასე გაგვეგრძელებინა მთელი ცხოვრება.რაც დრო გადიოდა უფრო ხშირად მახსენებდა რომ მე იმ ცხოვრებისკენ უნდა გადამეხვია სადაც ნორმალურ კალაპოტში გავაგრძელებდი არსებობას,სადაც მეყოლებოდა ცოლი,შვილები და არ დამჭირდებოდა დამალვა.რადგან თვლიდა რომ თვითონ ამ ყველაფერს ვერ მომცემდა,ამიტომ სხვა გზაზე უნდა მეძებნა ჩემი ცხოვრება და მის გამო არ უდნა გამერისკა მომავლით.როგორ აგიხსნა არ ვიცი,საყვარელი ადმაიანი დატოვო და სხვას დააკავებინო მისი ადგილი,ალბათ იგივეა  წყურვილის გრძნობა ზღვის წყლის დალევით მოიკლა.

ერთ დღეს,ერთად წავედით ერთ ლამაზს ადგილზე.მომწონდა ეს ადგილი მაგრამ არც მიფიქრია თუ ოდესმე რამე განსაკუთრებული დანიშნულება მიეცემოდა.როცა იმ ადგილზე მივდიოდით,მინდოდა რომ მასაც მოსწონებოდა,მაგრამ ცოტა ვნერვიულობდი,არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა.
მან კი მისვლიდან მალევე ისეთი სახით მითხრა რომ მოსწონდა ეს ყველაფერი,შეუძლებელი იყო ასეთი სახით ტყუილი ეთქვა,თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ტყუილს ძალიან იშვიათად მეუბნებოდა და ისიც მხოლოდ მაშინ როცა რაღაც ცუდისგან უნდოდა რო ავერიდებინე.სწორედ იმ ადგილზე მითხრა,როცა დავშორდებით,5 წლის შემდეგ აქ მოვიდეთ ერთმანეთის სანახავადო.პირობაზე ადვილად დავთანხმდი ოღონდ 3 წლამდე შევამცირებინე დრო.ასე ადვილადაც იმიტომ დავთანხმდი რომ ეს უფრო თამაშად აღვიქვი,მაგრამ საბოლოო ჯამში ამ დღემ ბევრი რამე შეცვალა.

ცდები თუ გგონია მე ეს მინდოდა,არც მას უნდოდა მაგრამ თვლიდა რომ ეს ჩემთვის უკეთესი იქნებოდა.სხვისთვის,ვინც ამ ყველაფერს შორიდან შეხედავდა ალბათ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ზუსტად ეს დაშორება მოეჩვენებოდა,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დაწყების წუთიდან,ყველანაირი ლოგიკისგან შორს იყო.ერთამენთსაც კი ვერ ვუხსნიდით სიტყვებით იმას რასაც ვგრძნობდით და მითუმეტეს სხვა ამას ვერ გაიგებდა.მეც შევპირდი რომ ამ ყველაფრის შეწყვეტას და არა დამთავრებას მე თვითონ დავიწყებდი.ამას რამდენიმე მიზეზი ქონდა:ის ყველაფერს გააკეთბდა,რომ მისგან შორს ვყოფილიყავი,რადგან ფიქრობდა რომ ეს ჩემთვის აუცილებელი იყო.ის თავის თავზე აიღებდა და ამას ვერ დავუშვებდი.იყო კიდევ ის მიზეზიც რომ კარგთან ერთად ბევრი სანერვიულოც დავუმატე.ჩემ გამო ბევრეჯერ ყველაფერი გაურისკავს და შეიძლება ერთ დღესაც ყველაფერი დამენგრია მისთვის.არ აღიარებდა მაგრამ ვხედავდი და ვგრძნობდი ნელნელა როგორ იზრდებოდა მის გამოხედვაში შიში,არ ვიცი ზუსტად რისი და რატომ მაგრამ უჩემოდ ალბათ უკვე უკეთესი იქნებოდა მისთვის.არა იმიტომ რომ გრძნობას რამე მოაკლდა,არა,უბრალოდ მუდმივ შიშში ცხოვრება ძნელია.შიში ყველაფრის დაკარგვის,ან შიში ახალი გზის,რომელიც ჩემთან ერთდ უნდა დაეწყო და არ იცოდა რამდენად საიმედო საყრდენი ვიქნებოდი მისთვის მთელი გზის მანძილზე.ეშინოდა ალბათ რომ იმედს გავუცრუებდი და მეც დამედებოდა ფერი გაცვეთილი ურთიერთობის. ალბათ ერჩივნა მის მოგონებებში ისეთი დავრჩენილიყავი,როგორიც ვუყვარდი და ვენატრებოდი.ხშირად მიფიქრია იქნებ უნდა მებრძოლა მეტად,მაგრამ მარტო ჩემ თავზე არ ვიყავი დამოკიდებული,როგორც გითხარი ყველაფერს ვერ გეუბნები და ვერ გეტყვი კიდე ვისი ან რისი გათვალისწინება მიწევდა.ვიცოდი რო მასთან ყოფნის წლებს ვკარგავდი,მაგრამ ეს ერთადერთი გზა ჩანდა.იმედი მაქვს დღეს მოვა და როცა შემომხედავს დავინახავ რომ ისევ ისე მიყურებს და ეხლა უკვე ბოლომდე სჯერა ჩემი.მხოლოდ ამისთვის და ამ წუთისთვის მიღირდა მისგან შორს წავსულიყავი.მინდოდა ყველაფერი ის მომესწრო ამ წლებში რასსაც მთხოვდა რომ გამეკეთებინა.ზოგი რამ გამომივიდა ზოგი ვერა.საშინელი შეგრძნებაა როცა ვინმე გენატრება და ამ დროს ცდილობ სხვას გაუღიმო და მოაჩვენო თვი ვითომ ის გაინტერესებს.

დაშორებიდან 3 წელი დღეს გადის.საღამოს 9 საათზე და მე კიდე შენ გელაპარაკები შეხვედრამდე 2 საათით ადრე.არ ვიცი რამოხდება,საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობ მაგრამ ვგრძნობ როგორ მემატება კანკალი,როგორ მეჭიმება ყველა კუნთი და შენც იმიტომ გელაპრაკები რომ რამენაირად ეს 2 საათიც გადავაგორო,არ მინდა ნერვიულობისგან გონება დავკარგო და დრო გამეპაროს.ამ დღეს ხომ 3 წელია ველოდები.შენთან სალაპარაკოდ იმიტომ მოვედი,რომ ვიცი ჩემ გაცნობამდეც შენ იყავი მისი მესაიდუმლე და ჩემი გაცნობის მერეც შენთან სიარული და ლაპარაკი არ შეუწყვეტია. მარტო შენ ხარ ვინც მისი ისტორია იცის და მინდოდა ჩემიც გცოდნოდა.ამ წლების მანძილზე კი ხშირად მოვდიოდი მეც შენთან,მაგრამ ლაპარაკი მხოლოდ დღეს გავბედე.არ ვიცი,ხანდახან მგონია რომ გავგიჟდი,მაგრამ ფაქტია შენ გელაპარაკები,მდინარეს,მტკვარს გელაპრაკები და რაც არ უდნა გასაკვირი იყოს,შენს წელზე გადებულ ხიდზე მჯდომს მშველის შენთან ლაპარაკი.

მინდა რამოდენიმე საათის შემდეგ აქ ისევ მოვიდე,ოღონდ მარტო არა,მასთან ერთად და შენ გახდე მოწმე,ამდენ წლიანი ნაგროვები კოცნის,ჩახუტების,ერთამენთში გადახლართული თითების,მხარზე ჩამოდებული თავის,ან უბრალოდ მისი კისერ გადაგდებული ხმამაღალი სიცილის და ღრმა ნაფაზის,რომელსაც დაბერილი ლოყებით გარეთ გამოუშვებს,თმაზე ხელს გადამისმევს და მეტყვის,მომენატრე თაღლითო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები