იხ. ილუსტრაცია
ყველაზე უფრო დაწყება ჭირს... მოკლედ ასეა- შენ ხვალინდელი დღე არ იცი გათენდება თუ... მე არხეინად შემიძლია მოკალათება და საკუთარ თავს გამოთრობის მივცე ნებართვა.
ან შევადგინო ბავშვებისთვის ისეთი ტესტი, შემაჯამებელს რომ მოუხდეს - კარგად დაწერონ. მანდ სკოლა თუა, აღარ ვიცი... და ვიღაც გესვრის... იცი, ამ ტექსტში ყველა სიტყვა მინდა ავწონო,
რადგან სათუო გამხდომია იმაზე ფიქრი, ოდესმე, ლექსი წაგაწყდება გიშრისთვალიანს, არამედ, ახლა ცოცხალი ხარ ან იქნებ ფიფქებს შეერიე, ქურთისტანში რომ იშვიათია.
მოკლედ ასეა, აღსარება ერქვას თუ გინდა - ომი არ ვიცი, მეომრების ქვეყნის ვარ შვილი. მაგრამ სიკვდილი არ მაშინებს! მხოლოდ რუტინა ბოლოს მიღებს და შინაგანად მეტად დაშლილი
ვეღარ ვწერ უკვე... რა ნამუსით გეწუწუნები?! შენ ახლა, ალბათ, დენთის სუნი აგდის ღაწვებზე. ზიზღით და რისხვით ამოგევსო მთელი ბუნება, სიკვდილის ჯიბრზე გულაღმადაც უკვე არ წვები.
შენ ისვრი ბოღმას, ჯიუტად და მეტად საშიშად. ომმა სხეულში ნაზი სული სადღაც მიკუჭა. მოგიხდებოდა ეს სტროფები, კვამლი ჰაშიშის... ან იქნებ, ახლა გიშრის თვალებს ვიღაც გიხუჭავს.
10.2019
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვცდილობ ისე დავწერო, რომ მკითხველს არჩევანის საშუალება მივცე... :) ვცდილობ ისე დავწერო, რომ მკითხველს არჩევანის საშუალება მივცე... :)
12. წაკითხული და შეფასებულიც მქონია ეს ლექსი უკომენტაროდ. "ომმა სხეულში ნაზი სული სადღაც მიკუჭა." - მთელი ცხოვრება ომია და ნაზი სულები ამ ომისთვის ცოდონი არიან (ვართო ვერ ვიტყვი, მეშინია ამის თქმა და...) აქ ალბათ სხვა ომზეა საუბარი, თუმცაღა. წაკითხული და შეფასებულიც მქონია ეს ლექსი უკომენტაროდ. "ომმა სხეულში ნაზი სული სადღაც მიკუჭა." - მთელი ცხოვრება ომია და ნაზი სულები ამ ომისთვის ცოდონი არიან (ვართო ვერ ვიტყვი, მეშინია ამის თქმა და...) აქ ალბათ სხვა ომზეა საუბარი, თუმცაღა.
11. ნინა გორდაძე. მოგიკითხეთ! :)
რენდ გენია. მადლობა დროისთვის! ნინა გორდაძე. მოგიკითხეთ! :)
რენდ გენია. მადლობა დროისთვის!
9. კარგია, ბატონო დავით. კარგია, ბატონო დავით.
8. თქვენი დაწერილია და, ალბათ, ლამაზად კითხულობთ.
თქვენი დაწერილია და, ალბათ, ლამაზად კითხულობთ.
7. მზია თვალაბეიშვილი. მესმის, ქ-ნო მზია, მაგრამ შედარება იმდენად მომეწონა, რომ ასე დავტოვე :) ისე, წაკითხვაზეც არის, მე რიტმს არ მირევ. მადლობა დროისთვის!
ყველას მკითხველს დიდ მადლობას გიხდით! :) მზია თვალაბეიშვილი. მესმის, ქ-ნო მზია, მაგრამ შედარება იმდენად მომეწონა, რომ ასე დავტოვე :) ისე, წაკითხვაზეც არის, მე რიტმს არ მირევ. მადლობა დროისთვის!
ყველას მკითხველს დიდ მადლობას გიხდით! :)
6. მშვენიერი გიშრისთვალებაა ++ მშვენიერი გიშრისთვალებაა ++
3. საინტერესოა. „შეერიე, ქურთისტანში რომ იშვიათია.“ – მხოლოდ ეს სტრიქონია ამოვარდნილი რიტმიდან. ყველა სტრიქონის დასაწყისში 1, 2 ან 3 სიტყვა 5–მარცვალს ქმნის, მხოლოდ ეს სტრიქონია გამონაკლისი.
საინტერესოა. „შეერიე, ქურთისტანში რომ იშვიათია.“ – მხოლოდ ეს სტრიქონია ამოვარდნილი რიტმიდან. ყველა სტრიქონის დასაწყისში 1, 2 ან 3 სიტყვა 5–მარცვალს ქმნის, მხოლოდ ეს სტრიქონია გამონაკლისი.
2. საინტერესო 5 საინტერესო 5
1. კარგი ლექსია +4, წარმატებები. კარგი ლექსია +4, წარმატებები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|