ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
30 ოქტომბერი, 2019


Emily Dickinson - The rainbow never tells me (97)

ემილი დიკინსონი - ცას დამჩნეული ცისარტყლის რკალი (97)

ცას დამჩნეული ცისარტყლის რკალი,
არ მოასწავებს შტორმსა და სეტყვას,
აქვს დარწმუნების თუმცაღა ძალი
ფილოსოფიურ კამათზე მეტად.

არ გამოდიან  ფორუმზე სიტყვით,
თუმცა ყვავილებს კატონზე უკეთ,
ძალუძთ მიმტკიცონ გაქუცულ მიტრით,
რომ ფრინველები გაფრინდნენ უკვე! 

30 ოქტომბერი, 2019 წ.



Emily Dickinson - The rainbow never tells me (97)

The rainbow never tells me
That gust and storm are by,
Yet is she more convincing
Than Philosophy.

My flowers turn from Forums —
Yet eloquent declare
What Cato couldn't prove me
Except the birds were here!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები