 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 31 ოქტომბერი, 2019 |
...და მონასტერში ოფელიას კი ელის მარტოდენ ხსნა და საშველი? უკან მორჩება ობელისკების ამაოება, მაგრამ ქმარ-შვილი, ვაი თუ, ისე მოენატრება, უბეგავსებულს სეფისკვერებით, ჩამოილაგებს დღეებს კადრებად, გადაივლიან მსგეფსის კვირები, გადაივლიან ზეთისცხებანი, მონასტრად ბზები გროვდება ნედლი, შიგნით კედლებს რომ გადაღებავენ, გარედან ვიღაც დაკაწრავს კედლებს. ასე გაივლის კვირა-პირველი, ასე მორჩება კვირა-მეშვიდე, ახლა გზა არის გასაკვირველი, მონასტერიდან-მონასტერშივე. აქ შენი ფიქრი არ დაგაძინებს, ძილიდანაც კი ისმის ოსანნა, ანალოეზე გრჩება ბარძიმი, გულის ჯიბით კი დაგაქვს ლოცვანი. შენც, გალაკტიონ, ჰამლეტის ქნარი, ოფელიასთვის, მტვერს რომ მოსცილდა, გთხოვ, დაუკარი, მთქნარებ-მთქნარებით, წამოყოლილით-დილის ლოცვიდან და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა? და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა? და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა? ----------------------------------------------- მაშ შორს მტვერი,შორს, შორს მიწა! ის ცის უარმყოფელია... წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბოლო მომეწონა უფრო ;) ისე კი პირველ ფრაზაში "კი" რად უნდა კითხვა ძახილის წინადადებას?- ძახილის ნიშანს ითხოვს ეს ფრაზა :) მადლობა ბოლო მომეწონა უფრო ;) ისე კი პირველ ფრაზაში "კი" რად უნდა კითხვა ძახილის წინადადებას?- ძახილის ნიშანს ითხოვს ეს ფრაზა :) მადლობა
10. არის საშუალება არის საშუალება
9. დერვიშული :)))
დერვიშული :)))
7. რა სევდიანი ლექსია :( კარგი ბიჭი ხარ შენ :) რა სევდიანი ლექსია :( კარგი ბიჭი ხარ შენ :)
6. 2 beer or not 2 beer? that's the question :) 2 beer or not 2 beer? that`s the question :)
5. ელის?! არ ელის?! საკითხავი აი ეს არის . გულის ჯიბით კი დაგაქვს ლოცვანი. კარგიაა ელის?! არ ელის?! საკითხავი აი ეს არის . გულის ჯიბით კი დაგაქვს ლოცვანი. კარგიაა
3. მშვენიერია. მშვენიერია.
2. რა კარგი ალუზიაა - არაზედაპირული, ორიგინალური...
და როგორი მელოდია აქვს.
რა კარგი ალუზიაა - არაზედაპირული, ორიგინალური...
და როგორი მელოდია აქვს.
1. ისე როგორი ლამაზი სახელი არის ოფელია, თითქოს წარმოადგენდეს ქალთა ნათელ მხარეს. რატომღაც ამ სახელის მატარებელი ადამიანი, წარმოდგენას მიჩენს რომ ქალთა ადამიანურ ყოფაზე ბევრად მაღლა უნდა იდგეს. ან პირფერობის უბადლო შემსურლებელი უნდა იყოს. მოკლედ რომელიმე მხრის განუზომელი ქმნილება. მაინტერესებს პირველად ეს სახელი სად თქმულა ანუ ვინც ცნობილი პიროვნება იყო, თუნდაც ხელოვნების ნიმუში შექსპირამდე ? ისე როგორი ლამაზი სახელი არის ოფელია, თითქოს წარმოადგენდეს ქალთა ნათელ მხარეს. რატომღაც ამ სახელის მატარებელი ადამიანი, წარმოდგენას მიჩენს რომ ქალთა ადამიანურ ყოფაზე ბევრად მაღლა უნდა იდგეს. ან პირფერობის უბადლო შემსურლებელი უნდა იყოს. მოკლედ რომელიმე მხრის განუზომელი ქმნილება. მაინტერესებს პირველად ეს სახელი სად თქმულა ანუ ვინც ცნობილი პიროვნება იყო, თუნდაც ხელოვნების ნიმუში შექსპირამდე ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|