| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2019 |
მენატრება ძალიან, შენი ლურჯი თვალები, ქარში თმების ფრიალი, როგორც ცეცხლის ალები. წარმოსახვის ფრაგმენტი, შენი სახის მირაჟი, მეჩვენება ფერებში, როგორც ფოტო ვირაჟი. ყოველი დღე მსტუმრობენ, შენზე ილუზიები, ოცნებებში შექმნილი, ჩემი ფანტაზიები. მახსენდება შეხვედრა, მღელვარება ზღვისებრი, უდობნოში გაშლილი, მწვანე ოაზისები. ღამეები ზღაპრული, თეთრად გატარებული, სრული სიგიჟეები, ერთად ჩატარებული. მახსენდება შეხება, სხივის კოცნა აისის, საღამოთი ზღვის პირას, ერთად ცქერა დაისის. ახლა ვიცი შორსა ხარ, ვერ გპოულობ არ ჩანხარ, ამ უკუნეთ ღამეში, რომელ მხარეს დამრჩალხარ? მოვა დრო და გიპოვი, ხელს ძლიერად ჩაგკიდებ, სიყვარულის სიმბოლოდ, ცაზე მთვარეს დავკიდებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|