ავტორი: იოჰან ხევსური ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2019
* * *
ჩამეხუტები, უსათუოდ მოვა ეგ დილა ფრთხილად დამითვლი ბეჭზე ხალებს შუბლზე ნაოჭებს ''გარეთ მზე არის, გაიხედე'' - მეტყვი ღიმილით... მე კი ჩემს გვერდით შენი ყოფნა ისე მაოცებს...;
ჰო, მარტივია რომ ზაფხულის მარტში გჯეროდეს... ჩვენ წარმოვიდგენთ - ნოემბერში როგორ დათბება როგორ მოიბავს ხე ჯერ კვირტებს მერე ყვავილებს... და მარტივია ასეთ ფიქრში აღიარება
რომ ჩახუტება, ჩაკიდება ხელისა ხელში, თავის მიდება ხშირი სუნთქვის მიყურადება - ესაა ზუსტად რასაც არქმევ ოცნებას, წადილს რომ ნოემბერში თუ ისურვებ მართლა დათბება...