ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2019


სადღაც

სადღაც ღრუბლისფერი წვიმებია,
სადღაც, თოვლი არის ნაცრისფერი,
სადღაც,
გათენება იმედია,
სადღაც, ღამეები დარდისფერი .
არის უსასრულო მოგონება,
ცხოვრობ,
ცხოვრებაა, ღმერთისფერი,
სადღაც, ღამურა თუ იზმორება,
კოშმარს გაღვიძება შეაშველე.
კოშმარს, გაღვიძებით თუ უშველი.
სადღაც, კოშმარიც კი აბსურდია,
სადღაც სიზმრებია იასამნისფერი.
სადღაც აბუჩადაც აუგდიათ,
კაიფი, კაიფის გადამრჩენი ...
ყურს, თვალი, მთვარეზე დაუგდია,
მთვარეა სიფხიზლის განაჩენი.
და სადღაც ეს ჩემი რითმებია,
და სადღაც, თითები, გამაჩერე !,
წვიმები, წყვილებზე გიჟდებიან,
მზეები,
ოცნებებს გააჩენენ.
ღამე კი ფერს იღებს მშვიდობიანს,
სიჩუმე, ხმაურს რომ გააგრძელებს,
სიჩუმე ისეთი მიმდომია,
სიჩუმე, ჭორსაც კი გაავრცელებს,
შენში და ზღვასავით აბობოქრებს,
თვალები ტკივილებს გაამხელენ,
თვალები რომლებიც ამაყობენ,
რომ ცაში ჩიტები გააფრენენ,
ბუშტებს და ბუშტები საბავშვოა.
მე მიყვარს ეს კოჭლი საქართველო,
იარებს... იარეს საზღვრებმა,
მასსავით ვარ და ჩემსავით,
რამდენ ქართველს აქვს მსგავსება,
(მეც,
ჩემი შვილი დამემსგავსება...
გზა მიყვარს, ბილიკი ღამისფერი,
ღამისფრად რა ზოგჯერ ღამდება,
ცოდვებო, ქართველებს გაუძელი,
ქართველო, გაუძელ წამებას,
სიზმრები ანგელოზს აუწყებენ,
წამებში მილიონ წვალებას.
მიდი და ვარსკვლავებს აუხსენი,
ოცნება რომ უწყებს ზმანებას.)
და სადღაც, სიყვარულს აუხსნიან,
რომ რჩება სიგიჟის ამარა,
ნოემბერს,
ნოემბერს დაუჯერე,
ზღვის პირზე, წარწერებს დავმალავ.
გზაშია, დღებია საოცარი,
საოცარ ფერთა ხარ შეხამება,
და ფოთი, ქალაქი ნაომარი,
საეჭვოდ, გვიღიმის გვეპრანჭება.
და ოცნებები სადაც მირბიან,
და სურვილები გარბიან სადაც,
გაღიმებები, ისე მშვიდია,
გაღიმებები, კოხტა და სადა.
და დედამიწაც ქუჩის სიგრძეა,
და ჩემი ქუჩა მთავრდება არსად,
მოგეწონება, ალბათ, იდეა,
თვალები,ტუჩები,თითები, დაცლა.
და ჰორიზონტებს, ფიქრებიც გასცდა,
ეს რეალობის ვიწრო კიდეა.
და იმის იქით, ოკეანეებს,
აღარც ვულკანი არ სწვავს.
ჩემი დუმილი ისე, სიგრძეა,
ისეთი გრძელი, ამგვარს,
ვფიქრობ ვერაფერს ვერ
შეეიგრძნობდი და
შენც,
ამის გწამს,
სადღაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები