ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2019


უმამობისა

ნინო დარბაისელი

უმამობისა
- -

სამყაროვ, გღუპავს უმამობა!
ო, ეს დიადი დიქტატორები:
თვით ალექსანდრე მაკედონელი,
ნაპოლეონი,
პეტრე დიდი,
ჰიტლერ - სტალინი ...
სხვები და სხვები
და კიდევ სხვები,
ყველანი ერთად თუ ცალ-ცალკე,
ბავშვობიდანვე  გულქვა,
სადისტი,
ალკოჰოლიკი,
მკაცრი მამის
ან მამინაცვლის ბალღამნასვამნი
ან უმამონი,
სადღაც, კუთხეში მომწყვდეული ბაჭიებივით,
სამარადისოდ
როგორ  ძრწიან და ცახცახებენ
საკუთარივე ჩრდილის წინაშე!

ხოლო დედები...
რა ექნათ დედებს,
მსხვერპლს მსხვერპლისთვის როგორ ეშველა!
მთელი სამყარო  დაუსრულებლად იხდის ვალებს იმ მამობრივი,
იმ მზრუნველი ბოროტებისთვის!

- აი, რამხელა იყო ის შიში,
აი, რამხელად გახელილი თვალები ჰქონდა,
მე უმწეოს,
მე უმიზეზოდ  თავს რომ დამატყდა,
არა, ეს კიდევ პატარაა,
დამაცადეთ,
სრულად გაჩვენებთ!
გასაგებია?!-
მარადიულად ცრემლთამყლაპავი
ნიშნისმოგებით
ასე იღიმის,
ასე ხითხითებს,
დაგვხარხარებს ყველას მათი ქვეცნობიერი...

გვაკლიხარ, მამა,
ყველას როგორ გვაკლიხარ, მამა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები