ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2019


  ჩამოტვირთვა

ღმერთმა იცის

მე მიყვარს ღმერთი,
მიყვარს მისი ჩემდამი ნდობა
და ღმერთმა იცის თუ ვენდობი ნდობას სავსებით.

ქარიშხალია,
სიო ირჩევს ტრანსპარანტობას
ერთმანეთს ასე, ქაოსით და
ომით ავსებენ.

მიმოდიოდა
ფრონტის ხაზზე უფალი მშვიდად,
ქვიშის საათზე ახატავდა ისარს, განიერს ,
თვალდახუჭული რიცხვებს წერდა, წერდა და შლიდა...
ამასობაში ქარიშხლებმაც გზები არიეს.

დიდდება ბუღი,
გზას აწყდება ქვიშის ნისლები...
ვეღარ ვენდობი საკუთარ თავს,
არათუ თვალებს,
ასე მგონია, უფლისგანაც სისხლად ვიცლები
და გუშინდელი სიცოცხლისთვის მოვითხოვ ხვალეს.
                                                                                   
            ქარი ჩადგება.
          დამმარხავენ-
        ვალი მაქვს მიწის.
    დაფნად მოვალ თუ ბროწეულად?
  ეს ღმერთმა იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები