ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2019


ღამის ამბები

გამოვრთავ შუქს და ჩავრთავ წყლის ხმას, როგორც სისველე
ისეთი სევდით ჩავიძინებ, რომ არ იწამე
ჩემი, სიკვდილი რომ შემყარე, რომ არ მიშველე,
რომ არ მიმღერე უკვდავება, რომ არ მიწამლე

და რომ არ მენდე ერთ ნაბიჯზეც, ყველა იმედის
და ერთგულების არ ახდენას ფერად სიზმრებად
ვუყურებ და არ მოვინაღვლებ, რადგან იმ ერთი
კოცნისგან ისევ მეღვიძება. ისევ იზრდება

სამყარო, სავსე ჭრილობებით, ჩემი საველე
ოცნების სუსტი ნიავით და ზღვის ქარიშხლებით,
ვარსებობ ასე, სიზმრებიდან შემოსავალი
ცოტაა, თუმცა იმდენია არ დავიშლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები