ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2019


როცა მიყვარდი

როცა მიყვარდი, ცის კაბადონზე
სულ სხვანაირად კრთოდა მნათობი
და მე ყველასთან ჩემს ოცნებაზე,
ჩვენს სიყვარულზე, ვლაპარაკობდი.
მე შენ მიყვარდი
და თან თვალები
მიციმციმებდა მზესავით ერთობ,
ვიდექი გულის ღია კარებით
და მოლოდინის კოცონი მენთო,
მაგრამ, არ იქნა,
არ მოდიოდი
და უშენობა კედლებში გაჯდა.
არსად იყავი... ამას ვჩიოდი,
ამაოდ დამრჩა თმენა და გარჯა
და გავიზარდე. გულს დარჩა ნაი -
არევი და დრომ ვერ მოაშუშა.
მიდის მას შემდეგ ცხოვრება - წყალი,
ზოგი მიღიმის,
ზოგიც პირქუშად
ჩამივლის გვერდზე - მდორე მდინარე,
მოიღუშება ცაზე მნათობი
და ვხვდები, თურმე, ჩვენზე კი არა,
ჩ ე მ ს  სიყვარულზე
ვლაპარაკობდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები