ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2019


რაში მჭირია უღელში

ყველა ტკივილი დავმარხე,
ყველა გრძნობა და იარა.
მნიშვნელი არ აქვს თავსზემოთ,
ვინ ,როგორ გადამიარა.

მაინც ვერასდროს მივიღე,
რაც მეკუთვნოდა კი არა;-
რაც ჩემი გვარის არ იყო,
რაც გულით ვერ მეზიარა!

გულსაც კი სულზე გავითვლი,
ეკალ ვარდს ვასხამ ხვიარად,
სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
არც მას მივიღებ გვიანა.

დღემ, თუ არ მომცა სინათლე,
მზემ თავის სხივის შეგრძნება.
ღამემ გზა,მშვიდი ძილისკენ,
კაცმა, ნდობის კვალ შეხება,

რა რიგ დავყვე და  ვიწვნიო,
ცხოვრების ავან-ჩავანი?
თუ შობილ სიცოცხლისათვის
არ შევიქენი მართალი?!

რკინა კი არა ქალი ვარ,
ქალი გრძნობების ამარა,
რაში მჭირია უღელში
ვინც ჩემთვის ვერ კრავს კამარას?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები