ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2019


ელისს

ელის, ისევ გესტუმრე.
რა ვქნა?! ვეღარ შევძელი
მარტოყოფნა,მერწმუნე
იისა და ენძელის
კვირტობას, რომ მოვესწრო
შენთან ყოფნა მჭირდება
მოდი, "დიდო პოეტო"
ყური უგდე ვედრებას.
ყვავილებს, რას დავეძებ
სული აღარ ღივდება
მე იმდენჯერ დავეცი
გავითქვიფე, მინდება
დამისივდეს ტერფები,
ერთ ადგილზე მივალპე
ვიფიტები, ვბერდები
მესაუბრე დილამდე,
თორემ ძილი არ მოდის
მესევიან ჩრდილები
ვეღარ ვხვდები რა მომდის
შენ ხარ... მე ვიძირები
შენში, ვერ ამოგწურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები