ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2019


მაცეკვე,დედი!

პა, დე, დე. პა, დე დე.
ერთ, ორ, სამ, ერთ, ორ, სამ,
მიარხევს  ტბა  გედებს,
ტბის ძირში მზე მოსჩანს.
მზე  დილას  ადედებს,
  ვარდისფრად,იისფრად, 
    ოქროსფრად ...დრო    დედებს
  სევდისფრად      შემოსავს..
მთვარეზე    ალაგებს,
თან, ნელნელ      უმატებს 
წლებს,  როგორც სიძველით,
გაცვეთილ პუანტებს.
პა დე დე, პა დე დე.
ერთ ორ სამ!  ერთ ორ სამ!
არ ჩანან დენდები...
შორად , სჩანს    მზის ჩასვლა.
მაცეკვე, კვლავ, დედი.
მაცეკვე, , გეთაყვა.
სანამდე  დავბერდი,
სანამდე დედა გყავს.
სანამ დღემითვლილი
გავყვები უცნობ გზას.
სანამდე  ,სიკვდილი
მიკეთებს    რევერანსს.
პა დე დე, პა დე დე...
ერთ, ორ, სამ, ერთ, ორ, სამ...
ბინდდება,  კრთებიან
ლანდები გედების,
ცეკვავენ,ცეკვავენ,
ცეკვავენ
ღამის  ვალსს ...
პა. დე  დე, პა დე დე
ერთ ორ სამ ერთ ორ სამ...
,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები