ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2009


შანხაი

ჩემი ცა იქცევა,
გსუნთქავ ბოლო
ამოსუნთქვამდე
და ვიღვიძებ,

სახეზე კვლავ მატყვია ღამე,

სადღაც ზურგს უკან
დგახარ და მიღიმი.

შანხაი...
თოლიები ისევ დაფრინავენ
მბოლავ მილებს შორის,
ვახველებ.
ერთი, ორი...
მალე დღეებს თითებზეც დავითვლი ალბათ -
რაც დარჩა,

შანხაი,
ვუკიდებ...

ცა ჩემს ფიტვებში ეხვევა
და კიდევ უფრო მაბინძურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები