ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2019


ამ ცხოვრების დედაც

მე არ მადარდებს არაფერი ჩემი თავის გარდა,
თვალთახედვის არეალი ჩემი ცხვირის სიგრძის ტოლი მაქვს...
ვერაფერს ვიგებ სხვისას, საკუთარად თუ არ ვაქციე.

ხოდა ავედი მეცრე სართულზე, სიმბოლურია,
შემდეგ კი სხვენი, თავსახური, ალბათ მეათის პერსპექტივით.
მე გადმოვეშვი, გადმოვფრინდი, ასფალტს დავასკდი...

არ მახსოვს, თუ რას ვფიქრობდი გადმოხტომიდან დანარცხებამდე,
მაგრამ სრულად, სრულად მაქვს ჩაბეჭდილი ფიქრები კიბეზე ასვლისას რომ დამტრიალებდნენ,
ყველა ნაბიჯისა და საფეხურის, ზოგჯერ ორზე ერთად გადახტომისაც.

ახლა კი ვგდივარ ასფალტზე და სისხლად ვიცლები, წითელია, იგი მოძრაობს, მოჩქეფს, მგონი თერგივითაა, ახლაღა მივხვდი.
და ასე უცბად თუ ნელ-ნელა ყველგან ისაა,
უკვე სამშობლოს სიყვარულით გადაყრილი "ბიჩოკებიც" კი სრულად დაფარა, საოცარია..

ზიზღი მიპყრობს,
მინდა ხელები ჩავიყო მკერდს შორის, ვიღრიალო და კანი შემოვიხიო, უბრალოდ ღრიალისთვის და უბრალოდ შემოხევისთვის,
არ შემიძლია...

შემდეგ პოლიცია მოვიდა, სასწრაფოც, ამავე თანმიმდევრობით.
ხალხიც შემოიკრიფა, მათ სახეებში სიბრალული, გაოცება, ინტერესი და ტკივილია.
სიბრული საკუთარი თავისა,
ტკივილი იმისა, რომ მათ ვერ გაბედეს, თავის დროზე შანსი, რომ ჰქონდათ.
ახლაც თვალდახუჭულები სინანულითა და შიშით, სიმორცხვით სავსე მზერას გააპარებენ ცხრა სართულისკენ, განვმეორდები და სიმბოლურია.

მე წამიყვანენ
წამლის სუნიან საავადმყოფოში, მიმაბრძანებენ,
ალბათ ჰგონიათ ჩემი სისხლი არ მომწონდა, სხვისას მისხავენ,
მე ვერ ვგრძნობ ამას, მაგრამ არ ვიღებ.

მიმიყვანენ სადღაც,
სიმყუდროვეა.
სამ ნათურას დამანათებენ შუბლზე და გაქრებიან, უფრო სწორად ხმებად რჩებიან.
მოინდომებენ, რომ უკან დამაბრუნონ,
ისევ ჰგონიათ რომ ულიფტო კორპუსის კიბეები ტყუილად ავიარე,
ისევ მებრძვიან,
ისევ მებრძვიან და ჩემი აზრი ფეხზე ჰკიდიათ.
მე გავიმარჯვე!!!
იდი ნახუით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები