ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2019


სარეველა!

სარეველა
- ვინ ვარ?- არ ვიცი, ისიც არ ვიცი საიდან და როგორ მოვხვდი ამ ლამაზ ბაღში, ჩემს ირგვლივ უამრავი ლამაზი ყვავილია, მე მათი სილამაზით ვხარობ, შევცქერი მათ და თავი მეც ლამაზი მგონია.
"რადგან უფალმა ამ ლამაზ ადგილას მოისურვა ჩემი გაჩენა ე.ი ჩემშიდაც არის სილამაზე"- შევძახებ ხოლმე თავს და ვცდილობ გავიღიმო.
არ ვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მებაღის სიყვარული მოვიპოვე, იმის მაგივრად რომ თავისი მშვენიერი ყვავილებიდან ამოვეძირკვე მეც მათსავით მივლის.წყალს მისხავს. მეც ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე.
-ნახეთ რა ლამაზი ყვითელი ყვავილი გამოვიტანე?მაგრამ ჩვენი მებაღის გარდა მას ვერავინ ამჩნევს.
-ეს სარეველა მოაშორე აქედან-ეტყვიან ხოლმე-სად ნახე სარეველას სილამაზე? ძირიანად ამოძირკვე თორე გაისად მთელ ბაღს მოედება და....
  ისინი ფიქრობენ რომ ჩემი მოშორება ძნელია. იქნებ მართალნიც არიან,
- უცნაური რამ დამემართა, შემიყვარდა! ხო მე სარეველას შემიყვარდა და იცით ვინ? ბულბული, ვიცი გაიცინებთ სად შენ და სად ბულბულიო, მაგრამ შემიყვარდა, ისე შემიყვარდა რომ მის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი, ჩემი დღე მასზე ფიქრით იწყებოდა და ღამდებოდა.ვიცოდი რომ ყოველ დილით ჩვენს ბაღში მოფრინდებოდა და დიდ დროს დაჰყოფდა აქ,მისი გალობით გულს გვიხარებდა და მეც შევხაროდი, თავს ვაწონებდი. გაგეცინათ ხომ, სად სარეველა და სად თავის მოწონება. ალბათ ისიც ასე ფიქრობდა, გვიან, ძალიან გვიან შევამჩნიე მისი აქ ხშირად სტუმრობის  მიზეზი. ჩემს გვერდით წითელი ვარდი შეჰყვარებოდა და მას სტუმრობდა. არ მკითხოთ რა ვიგრძენი ეს რომ გავიგე.... მაშინ პირველად ვინატრე გაქრობა, საკუთარი გრძნობების შემრცხვა და მსურდა ადგილზე ჩავენთქე მიწას.
ნეტავ გენახათ რა კარგი სანახავები იყვნენ ისინი ერთად, დამეთანხმებით რომ მართლაც ერთმანეთისთვის გაუჩენია ეს ორი არსება ღმერთს.მათი სიყვარული მთელ ბაღს ალამაზებდა, ყველა მათ შეჰხაროდა, მათ შორის მეც. სიყვარული ეს ნიჭია იხარო სხვისი ბედნიერებით და გტკიოდეს მისი ტკივილი.
  არ არსებობს იმაზე უფრო  ლამაზი სიყვარული როგორიც ორი სრულყოფილი არსების სიყვარულია.სრულყოფილი სიყვარული მარადიულიც უნდა იყოს , მაგრამ ერთ დღესაც ჩემს თვალწინ დაჭკნა ლამაზი სიცოცხლე,  ჩამოუვარდა ვარდს უკანასკნელი ფოთოლი.... იმ დღეს იმაზე საშინლად ვიგრძენი თავი,  ვიდრე მაშინ როცა აღმოვაჩინე რომ არასოდეს შემიყვარებდნენ და ჩემი სიყვარული უპასუხო დარჩებოდა.
  ვუყურებ როგორ იტანჯება ბულბული, როგორ ღვრის ცრემლს მისი საყვარელი არსების გამო და საკუთარ თავს ვწყევლი. მე სარეველა ვაგრძელებ სიცოცხლეს, ვისაც არავინ ჰყავს, ვინც არავის სჭირდება, ლამაზი ვარდი კი რომელსაც ჩემი სიყვარული შეჰხაროდა აღარ არსებობს.
არასოდეს ჩათვალოთ საშინელებად  საყვარელი არსების სხვის გვერდით ბედნიერად ყოფნა. საშინელებაა როდესაც მას უბედურს ხედავ.
გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი, თქვენ უფალმა  სიყვარულის ნიჭი მოგმადლათ,... გიყვარდეთ, გიყვარდეთ  უანგაროთ.
  მე სარეველამ შევძელი სიყვარული და თქვენ გაგიჭირდებათ?
იხარეთ სხვისი ბედნიერებით და გტკიოდეთ  სხვისი ტკივილი.. ეს სიყვარულიააა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები