„ვინც დადიან დადიან დაიდიანის № n-ში“ შენეული
აქ არ ეწევიან ! - მითხარი ამას წინათ. ახლა კი, დამცალეს. სახლები იწვიან. ერთი დამწვრობა მეც ვიწვნიე და ვიცი აწ... მერე მეორედ დამაწვინეს. მერე მესამედ... („წარმოიდგინე, ელისაბედ...“ ) ისევ კითხულობ ბლოკს და ტიციანს. იცვლიან მისამართს სახლები -სახლებმაც იციან.
ვილვეტის ქურქით ( გახუნდა და ტანზე ჩამოხმა), ხან წყალში დამხრჩვალს, ხანაც ჩამომხრჩვალს - ერთი სული მაქვს , როდის ჩამოხვალ.
* * * დაცალე! მიაწოდე! გადაურთე! ვკვდებიო, ვეშვებიო მოწევას. ერთხელ არ ახსენა გუდაუთა, იმ ზღვის მიქცევა და მოქცევაც. ხანაც ნერვიულად გაივლიდა, ერთხელ კესანეს და იასაც ჰგავდა - ყვავილივით გაირინდა. მოსვა წასულების, მიაფსა. ძველი მეგობარი გაიხსენა, სხვისი ნასესხები იხადა. სადაც ჩემი ჭირი განისვენებს, ის ზღვა სხვა იყოო - მითხრა და სადაც გადარგული ჩემი ხე დგას, ჯაქვა-ბორიასო ბორიამ. ჩხორო გვალაშ ვიშო გაიხედა ჩხორო გვალაშ ვიშო შორია...
* * * როგორ შეძელი მათთან ყოფნა?! შენ - ვინც ყოველთვის იცოდი ჩემს შესახებ?!
მე მახსოვს, ყველა შენი სურვილი სადმე გაქცევით იწყებოდა, ავტოსახედრით: შორეულ გზაზე, გადამზიდის მსუქანი მძღოლი გულდაწყვეტილი მოყვებოდა ძაღლის სიკვდილზე და ამ გზის გასწვრივ, ტელეგრაფის ბოძების გარდა, სხვა არაფერი იქნებოდა საინტერესო. ჩამოსხდებოდნენ ბორდიურზე ჩვენი ჩრდილები. მოისვენებდნენ ბორდიურზე ჩვენი ჩრდილები.
როგორ შეძელი მათთან ყოფნა ?! როგორ ისწავლე კარგად ყოფნა?! საერთოდ როგორ - უსიგარეტოდ?!
ენამ გიყივლა - ამინდები იცვლება, მოთოვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 დეკემბერი, 2019.. ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 დეკემბერი, 2019..
1. როგორ იცვლება რიტმი და მელოდია ლექსიდან ლექსში...
მოთოვს :)
როგორ იცვლება რიტმი და მელოდია ლექსიდან ლექსში...
მოთოვს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|