ისევ ძველებურად ვდაობთ - ძარღვში სისხლი არ გაგვიშრა. გარეთ არ გამიშვა, დაო! დაო, ხელი არ გამიშვა!
ქარი მიასკდება ბირკულს, ოდას გამოაცლის ძეკვენს. შენ არც იცი როგორ მიყვარს შენი სიმღერა და ცეკვა. ყველგან უსახელოდ თაობ, (შენ ახლა თქვი, თორემ ადრე...) როგორ დაგავიწყდა, დაო ?! დაო, მწამლავს ოლეანდრე!
ისევ ძველებურად ვდაობთ ჯერაც ცრემლი არ გაგიშრა... გარეთ არ გამიშვა, დაო! დაო, ხელი არ გამიშვა!
სადაც ქარი ამოვარდა, სივარაიდა სადაც იშვა, მეც იმ გემის გამო ვარ და კაპიტანმა გამომიშვა მოსატანად პაპიროსის, მოსახატად პაპირუსის. ხმელეთს ზურმუხტებით ვმოსავ, ყიფლიბანდს კი ცა-ფირუზით. ქარი მიასკდება ბირკულს, ქარი ამილესავს ხანჯალს, შენ რა იცი, როგორ მიყვარს შენ რა იცი, როგორ მტანჯავს...
ისევ ძველებურად ვდაობთ, ჯერაც ცრემლი არ გაგიშრა. გარეთ არ გამიშვა, დაო! დაო, ხელი არ გამიშვა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ტაატით სიარულის მონატრება :) ტაატით სიარულის მონატრება :)
9. უმშვენიერეეს! +5 უმშვენიერეეს! +5
8. უმშვენიერეეს! +5 უმშვენიერეეს! +5
6. ირაკლი საღოლ ძმაო, შენმა რითმებმაც აიშვა <3 __)
ირაკლი საღოლ ძმაო, შენმა რითმებმაც აიშვა <3 __)
5. "შენ რა იცი, როგორ მიყვარს შენ რა იცი, როგორ მტანჯავს..." ასე პირდაპირ და ჯიგრულად მიყვარს. მაგარია! "შენ რა იცი, როგორ მიყვარს შენ რა იცი, როგორ მტანჯავს..." ასე პირდაპირ და ჯიგრულად მიყვარს. მაგარია!
3. "ხმელეთს ზურმუხტებით ვმოსავ, ყიფლიბანდს კი ცა-ფირუზით" - რა მშვენიერი ალუზიაა, არც უბრალოება აქვს დაკარგული და თან მარტივიც არაა.
"ხმელეთს ზურმუხტებით ვმოსავ, ყიფლიბანდს კი ცა-ფირუზით" - რა მშვენიერი ალუზიაა, არც უბრალოება აქვს დაკარგული და თან მარტივიც არაა.
2. 2020 წლის პირველი კომენტარი ;) გილოცავ თემურია 2020 წლის პირველი კომენტარი ;) გილოცავ თემურია
1. ისევ ძველებურად ვდაობთ, ჯერაც ცრემლი არ გაგიშრა. გარეთ არ გამიშვა, დაო! დაო, ხელი არ გამიშვა!
ელი, როგორა ხარ, ძმაო? შენი ძმობა არ გაიშვა :)))) ისევ ძველებურად ვდაობთ, ჯერაც ცრემლი არ გაგიშრა. გარეთ არ გამიშვა, დაო! დაო, ხელი არ გამიშვა!
ელი, როგორა ხარ, ძმაო? შენი ძმობა არ გაიშვა :))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|