ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2020


გილოცავთ ყველას ახალ წელს

გილოცავთ ყველას ახალ წელს,
ოსებს, აფხაზებს, ქართველებს,
ჩვენს დაჭრილ გულებს ამქვეყნად
ჩვენივე დრო გაამრთელებს.

დავშორიშორდით ერთმანეთს,
მაგრამ ერთი გვაქვს მამული,
ერთად ყოფნისკენ მოგვიხმობს
მიწა - ცრემლებით ნამული.

ამ ლექსით გლოცავთ სუფრასთან,
წესებს ჟამთა სვლაც ვერ მოშლის,
გვეცხოვროს თავისუფალ და
ერთიან საქართველოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები