 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2020 |
ჰოი, მშიერო გეპარდო, შენგან დამფრთხალი მოზვერი, ვერსად წაგივა და მაინც, ნახტომი უნდა გაზომო, მინდორიც უნდა მოზვერო. ჰოი, მშიერო გეპარდო, ნუთუ ყველაზე სწრაფი ხარ? მე სულ სხვა კითხვა მაწუხებს, ამაზე ბევრად უაზრო, ოთხფეხა ხარ თუ რვაფეხა? ჰოი, მშიერო გეპარდო, რომ დაჰქრი, როგორც სიროკო, გნუებს-უგნურებს თავს ესხმი, თვალის ხამხამში შესანსლავ, მერე კი თათებს ილოკავ. ჰოი, მაძღარო გეპარდო, ტკბილად იძინე ამაღამ, ნუთუ ყველაზე სწრაფი ხარ? ნუთუ ყველაზე სასტიკი? მედიდური და ამაყი?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰოი, მშიერო ავაზავ, შენგან დამფრთხალი მოზვერი, ვერსად წაგივა და მაინც, ნახტომი უნდა გაზომო, მინდორიც უნდა მოზვერო. ჰოი, მშიერო ავაზავ, ნუთუ ყველაზე სწრაფი ხარ? :)
კი ყველაზე სწრაფია, 3 წამში 110 კილომეტრ სიჩქარეს კრიფავს. ნამდვილი ოლიმპიური ჩემპიონია. შავი ავაზა-სამეფო ავაზად იხსენიება.
მომეწონა და 5 ქულა. ჰოი, მშიერო ავაზავ, შენგან დამფრთხალი მოზვერი, ვერსად წაგივა და მაინც, ნახტომი უნდა გაზომო, მინდორიც უნდა მოზვერო. ჰოი, მშიერო ავაზავ, ნუთუ ყველაზე სწრაფი ხარ? :)
კი ყველაზე სწრაფია, 3 წამში 110 კილომეტრ სიჩქარეს კრიფავს. ნამდვილი ოლიმპიური ჩემპიონია. შავი ავაზა-სამეფო ავაზად იხსენიება.
მომეწონა და 5 ქულა.
6. გეპარდი ქართულად ავაზაა)))) გეპარდი ქართულად ავაზაა))))
5. ხანდისხან უნდა გაუბრალოვდე კაცი :) ხანდისხან უნდა გაუბრალოვდე კაცი :)
4. უკეთესები მახსოვს ამ ავტორის :)
3 უკეთესები მახსოვს ამ ავტორის :)
3
3. ლექსს რომ კომენტარი ჯობს, ის შემთხვევაა, მადლობა, მზია ლექსს რომ კომენტარი ჯობს, ის შემთხვევაა, მადლობა, მზია
1. ლუკინო ვისკონტის „გეპარდი“ გამახსენდა. სხვა ლექსებთან შედარებით ეს ლექსი მენაკლებება, მაგრამ ცალკეული სიტყვების შერითმვა–შეხმოვანება–შეწყობა ისე მომწონს, რომ მაინც 5–ს დაგიწერთ. სურათი მქონდა, როგორ მირბის ლეოპარდი –„ოთხფეხა ხარ თუ რვაფეხა“– ეთქმოდა.
ლუკინო ვისკონტის „გეპარდი“ გამახსენდა. სხვა ლექსებთან შედარებით ეს ლექსი მენაკლებება, მაგრამ ცალკეული სიტყვების შერითმვა–შეხმოვანება–შეწყობა ისე მომწონს, რომ მაინც 5–ს დაგიწერთ. სურათი მქონდა, როგორ მირბის ლეოპარდი –„ოთხფეხა ხარ თუ რვაფეხა“– ეთქმოდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|