ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-II

                                                                          (დასაწყისი)
                                                                              II-თავი

  ქალაქში სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩამოვედი.ზაფხულის მტვერისგან ბინა გავასუფთავე,ძველი მაგრამ დედის კალთასავით თბილი და კომფორტული საბანი სარკმლიდან მზის მწველ სხივებს მივუშვირე,დროისაგან კარგა გვარიანად შელახულმა ცოცხმა ბინას ახალი სიცოცხლე შესძინას,კაცს ეგონებოდა  ცოცხი კია არა  ზღაპრის გმირის ჯადოსნური ჯოხი ყოფილიყო.ამ არც თუ ისე აზრ მოკლებულ ფუსფუსში დღის უმეტესი ნაწილი გაილია.საბანი ფანჯრიდან გადმოვიღე და მასთან ერთად საწოლზე მოვკალათი,დილამდე ასე უძარავად ვაპირებდი ყოფნას მაგრამ:
-დასწყევლოს ღმერთმა, გიგლასთან უნდა დამერეკა.
წამოვიყვირე და საწოლიდან ბავშვის სისწრაფით წამოვარდი,ხაზის ტელეფონს  ხელი ვსტაცე,ჩემი ბედის კაცს დიდიხანია აღარაფერი აკვირებს,როგორც ჩანს სატელეფონი ხაზი დაზიანებულიყო,არაუშავს  სართულის მეზობლები მიეჩვია ჩემგან ტელეფონის სარგებლობის თხოვნას,თანაც ისე თუ ასე დავალებულები არიან ჩემგან.
  ვა,ზარის მელოდია შეუცვლიათ.
-ზურა,როგორ ხარ,სად დაგვეკარგე?
ნინო როგოც ყოველთვის ღიმილიანი სახით შემომეგება და საუბარი განაგრძნო.
-გიორგი შინ არ არის,საღამომდე მოცდა მოგიწევს თუ რაიმეს თხოვნა გინდოდა.
-არა,უბრალოდ ტელეფონით მინდოდა მესარგებლა.
-შემოდი მერე,კარებში რას გაჩერებულხარ.
-ნუციკოს ძინავს?
- კი ,ახლახანს ჩაეძინა ,მთელი ღამე გაგვაწვალა.
ნუციკო გიორგის და ნინოს ოთხი თვის შვილია.ივნისში  სწავლის ბოლო დღეს ბინაში ვიყავი  და ტანსაცმელს ვალაგებდი არდადეგებზე შინ დასაბრუნებლად,კარებზე კაკუნი გავიგე,ცოტა მეუცნარუა ეს ხმა,არა უფრო მეუცხოვა ,მთელი წლის მანძილზე პირველად გავიგე საკუთარი კარის გამოცემული ხმა.კართან ნინო იყო,სახეზე შევატყვე რაღაც კარგად არ უნდა ყოფილიყო.
-ნინო,რახდება,უცნაურად გამოიყურები?
-გიორგი სამსახურშია და მე მგონი მშობიარობა მეწყება.
ტკივლისგანმუცელზე ხელი მოიკიდა და ჩაიკეცა,ხელი შევაშველე და კიბის საფეხურზე ჩამოვსვი.
-დამშვიდი,ახლა მთავარია არ ინერვიულო.
ოთახში შევარდი,მაგიდიდან რვეული ავიღე და ნინოს სახესთან მარაოსავით ავათამაშე,ჰოლიუდის რომელიღცა ფილმიდან გამახსენდა  სცენა,ამ დროს მეტი ჰაერი ესაჭირობა ადამიანსო.
-ნინო,სასწრაფოში დარეკე?
-ტელეფონი არ მუშაობს.
-ჯანდაბას არც ჩემი,ქვემოთ ჩავირბენ მერებისგან დავრეკავ,
-არა,არა!
ნინომ ხმას უმატა.
-აქ არ დამტოვო გთხოვ.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ,
-ქვემოთ ჩამიყვანე.
-ქვემოთ?
-ჰო,სამშობიარო აქვეა ,მეორე კვარტალში.
ლივტის ღილაკს ნერვოზიანივით გაუჩერბლად ვაჭერდი.
-ლივტი არ მუშაობს,წამოდექი,მოდი დამეყრდენი,ნელნელა იქნებ ჩავიდეთ.
როგორღაც მესამე სართულამდე ფეხზე მდგომმა ჩამოსვლა შეძლო,მერე შემზარავი ხმით წამოიყვირა,ბავშობაში ნანახი საშინელებათა ფილმები გამახსენდა,გული წაუვიდა,სადარბაზოში მეზობლები შეგროვდენ,გამიჭირდა,მაგრამ მოვახერხე და ხელში ავიყვანე, სადარბაზოდან გარეთ გავედით.
-ზურა!ზურა! დროზე აქეთ მანქანაში ჩასვი.
-მომეხმარე,თავი დაუჭირე.
მეზობლებს გიორგის მოძებნა ვთხოვე და მძღოლს გვერდით ჩავუხტი ავტომობილში,ათ წუთში ნინო უკვე რეამინაციაში იყო,მოსაცდელში პატიმარივით ნაბიჯებს ვთვლიდი და გიორგის ველოდი.
-ზურა,რახდება ,ხომ მშვიდობაა?!
-დამშვიდდი,ახლახანს შეიყვენეს სამშობიაროდ ნინო,მალე მამობას მოგილოცავთ!
გიორგი ჩაიმუხლა და ერთხანს რაღაცას ლუღლუღებდა,კარგად ვერ გავარჩიე ალბათ ლოცულობდა. მერე  ამომხედა.
-ზურა თუ ბიჭი იქნება შენ სახელს დავარქმევთ.
უხერხულად ვუპასუხე
-კარგი.
და ხელი მხარზე შევახე,რაღცნაირად მხნეობის ჟესტი მინდოდა გამომსვლოდა.
ამ საუბარში ,ექთანი შემოვიდა და ახალ გამოჩეკილ მამას გოგონას დაბადება ამცნო,ვხედავდი როგორ ეხვეოდა მახარობელს ,დაბნეული და ბედნიერი მამა,ექთანს ჯიბეში 50 ლარიანი ჩაუდო და მადლობა მოუხადა.თითქოს ეუხერხულა,მაგრამ უცებ გაილექსა ეს ქალი და უამრავი დაზეპირებული ფრაზით ლოცავდა ახალშობილს,ამასობაში ოჯახის ნათესაობაც შემოგვემატა და მამამ გოგოს დაბადება ამცნო,ყველას ბედნიერების ნაზმა ალმურმა გადაურა სახეზე.მე კიდევ  ისევ ახალი იმედ გაცრუება ვიგემე,აბა გოგოს „ზურას“ ვინ დაარქმევდა?!
  ამჯერად გამიმართლა,ტელეფონი მუშობს.
-გიგლა,ზურა ვარ!
-ზურა?რომელი ზურა?
-რაიყო ბიჭო,ესე უცებ ივიწყებ მეგობრებს?!
-ზურა,ახლა გიცანი ხმაზე.ჩამოხვედი?
-კი,დილის მერე აქ ვარ.
-რატომ არ დარეკე ,დაგხვდებოდი.
-საქმეები მქონდა,არ იყო საჭირო.
-მიდი,გამოდი ჩემთან.
-დღეს ვერ მოვახერხებ,გადაუდებელი საქმე მაქ,ვიფიქრე დილით გავალ სანახავდ მეთქი.
-შინ ვარ  ხვალ მთელი დღით,აბა გელოდები.
-კარგი,შეხვედრამდე.
საუბარს მოვრჩი,ოთახს თვალი შევავლე,რაღაც მეუცხოვა,თუმცა ყველაფერი ისევ ისეთივე იყო როგოც ბოლოს ვნახე,მაგრამ რაღაც ახლის და საისამოვნოს სურნელი ტრიალებდა გარშემო,ალბათ ეს ის ბედნიერების არომატია ნუცას რომ შემოიტანა ამ ოთახში,უცხო და ძალზედ სიამოვნების მომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის.
-ზურა,ყავას დავადგამ,დავლიოთ.
-არა.უნდა გავიქცე.
-სად მიგეჩქარებ შენ ყოველთვის?
-რაღაც გაუდებელი საქმე მაქვს.მოგვიანებით შემოვიარ ნუცას სანახავად, იქნებ გიორგიც შინ დამხვდეს.
ნინოს დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯებით ბინაში შემოვედი,გადაუდებელ საქმეს დაყოვნება არ უყვარს,თავი ძილს მივეცი.



                                                                                                                                                                                გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები