შენ იწყებ - "ღმერთი არ გვიტოვებს ბოლო არჩევანს" არ გეთანხმები, ვერ იტან და მაინც გასწავლი; არ შეიძლება კაცისა და ღმერთის გარჩევა მხოლოდ ხელებით, მხოლოდ ჯვარცმით, მხოლოდ აღსავლის
კარებში დგომით, ან სიმსუქნით, ანდა მანქანის მარკით, კედებით, წიგნებით ან Guns N' Roses ბოლო ალბომით, ვისაც უნდა იმას მოუსმენს კაციც და ღმერთიც, არ სჭირდება ამას სანგარი
ან აკუსტიკა. ბოლოს მაინც ღმერთი და კაცი რით განსხვავდება? სისულელე. ყველას ეჭმევა ვაშლი, ბანანი, ანანასი, მარწყვი. აქაც იმ აზრს ვეჭიდები, რომ შეჩვევა იცის ეჭვებმა
მერე იზრდება, იბერება, ნელა მოცურავს ტვინიდან, ტანში იფანტება. ღმერთიც კაცივით წელში იხრება, მუხლზე დგება ისე ლოცულობს, წყალს სვამს, ღვინოს სვამს, უმეტესაც წყალი საცივის
უყვარს, ღვინო კი მთავარია არ შეიცავდეს წყალს, და ამ მხირივაც არ გვიღზუდავს რამე არჩევანს, ღმერთის სიმაღლე იზომება ციდან მიწამდე, კაცის პირიქით, ამიტომაც არ ღირს გარჩევა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დასათაურება მიჭირს ხოლმე ნაწერის. მგონია რომ მაგას ცალკე ნიჭი უნდა... ნაწერს რაც შეეხება უბრალოდ ერთი ვარიანტია ესეც ამ დიდი ამბის, ვეცადე სხვა თვალით დამენახა. რელიგიურ გრძნობებს არ შევხებივარ ჩემი აზრით და თუ ლექსზე იკამათებს ვინმე ეგ სასიამოვნოა და თუ შეურაცხყოფად მიიღებს ვინმე გული დამწყდება, მსგავსი განზრახვა არ მქონია. დასათაურება მიჭირს ხოლმე ნაწერის. მგონია რომ მაგას ცალკე ნიჭი უნდა... ნაწერს რაც შეეხება უბრალოდ ერთი ვარიანტია ესეც ამ დიდი ამბის, ვეცადე სხვა თვალით დამენახა. რელიგიურ გრძნობებს არ შევხებივარ ჩემი აზრით და თუ ლექსზე იკამათებს ვინმე ეგ სასიამოვნოა და თუ შეურაცხყოფად მიიღებს ვინმე გული დამწყდება, მსგავსი განზრახვა არ მქონია.
1. სათაური დაარქვი რა :/
საინტერესო და კარგი ნაწერია. ვინ რას დაეთანხმება ეგ უმნიშვნელოა. გული მიგრძნობს მოვა ვინმე და იკამათებს :))) კარგი დასასრულია. სათაური დაარქვი რა :/
საინტერესო და კარგი ნაწერია. ვინ რას დაეთანხმება ეგ უმნიშვნელოა. გული მიგრძნობს მოვა ვინმე და იკამათებს :))) კარგი დასასრულია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|