ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2020


იბრაგიმის ცოლი


კარს სანამ გავხურავ,
თვალს ვკიდებ ბავშვობას, -
დამთავრდა, დღეიდან ცოლი ვარ.
აღარსად შეგხვდები,
ნურც მოხვალ! -  გაშრება
სისხლი ან ცრემლები თვალიდან;
ქმარს ჰქვია იბრაგიმ,
მაღალი ყოფილა,
წვერით და შეყრილი წარბებით;
მარჯვნივ მისდიეო,
ხმა დაიმდაბლეო,
მიჰყევ მოზომილი ნაბიჯით -
გონი დამარიგეს,
მასწავლეს ქალობა,
მზეს ჩამომიფარეს ფარანჯა;
შეკეცილ ნაწნავებს
ქარს ვეღარ შევურევ,
აღარც მთები მრჩება დარაჯად;
ვუყურებ ღამის ცას,
თვალსაც არ მოვხუჭავ,
ვნახავ მთვარე როგორ რკალდება,
ალაჰს ვევედრები,
ჩემს სახლში გამიშვან,
გამიშვან ჩემი ქმრის მკლავებმა.
მკაცრია იბრაგიმ,
მეომრად გაზრდილი,
მეკრძალვის თვალებში ყურებას,
ცისკრამდე იღვიძებს,
ლოცულობს, მთას მიდის
და შინაც გვიან ღამ ბრუნდება.
ვინ იცის, სხვა უყვარს,
ჯავრი აქვს - ვინ იცის?!
ხევს ატანს ვაჟკაცის ნატირალს...
მე ახლა ცოლი ვარ,
აღარც რა ოცნება...
მე ახლა ჩემი ქმრის დარდი მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები