ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2020


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXVIII )

                                                                                                                        *** 

-წინა კვირას გელოდი.-სათვალეები მაგიდაზე დადო და თავის საქაღალდეებში, რაღაცას დაუწყო ძებნა.
-მეძინა...
-ერთი კვირა გეძინა, ლევან? 
-ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება მეტიც.
-მთვარია ახლა აქ ხარ.
-ცუდათ არის საქმე?-მისთვის არც შემიხედავს.
-აჯობებს გარეთ იშვიათად გამოხვიდე. რაც უფრო მეტ დროს გაატარებ შინ მით უკეთესი იქნება შენთვის. აქ დარჩენა ყველაზე შესაფერისი პირობაა შენთვის.
-აქ ვერ დავრჩები.
-რატომ?
-აქ, გოგა მოკვდა.
-შვილო მომისმინე... შეიძლება მე და შენ სულ ვკამათობთ, მაგრამ ეს ისევ შენთვის ხდება. ვიცი რა იქნება შენთვის უკეთესი. თავიდანვე, რომ გვერდით მყოლოდი ამ ზომამდე არ მიხვიდოდი, მაგრამ არა. გაქცევა შენი ამპლუა იყო ყოველთვის. გგონია არ ვიცი რა რთულია ამ კედლებში ყოფნა, მაგრამ...
-შვილო?!
-ვერ მივხვდი?!-გაკვირვებულმა შემოხედა, როცა სიტყა გავაწყვეტინე.
-შვილო დამიძახე...
-მამაშენი გინახავს, ლევან? -მომიახლოვდა და ჩემ პირდაპირ გაჩერდა.
-არა. პატარა ვიყავი, როდესაც მამა მომიკლეს.
-ისევე მიყვარხარ, როგორც საკუთარი შვილი. ვიცი, რომ მამაშენი მაშინ დაიღუპა, როცა შენ ჯერ კიდევ ჩვილი იყავი. ეს შენ თვითონ მითხარი. უბრალოდ იმას გეუბნებოდი, რომ არასდროს მაძლევდი უფლებას, რომ სიკვდილისთვის შენი თავი გამომეტაცა.
-მაპატიე.  ყველაფერი მაპატიე თუ ღმერთი გწამს.
-ლევან...
-არა. უბრალოდ მინდა, რომ მაპატიო. სხვებს ყოველთვის ვეხმარებოდი საკუთარი თავის პოვნაში და ამავდროულად ჩემთვის ყველაზე ძვირფას ხალხს გულს ვტკენდი. მე და შენ მშვიდად არასდროს გვისაუბრია, ქალბატონი ელენე წლებია არ მინახავს, მარიამს დავუმალე და მოვატყუე, რომ არაფერი მჭირდა, გოგას კი დავპირდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასზე ვიზრუნებდი, მაგრამ ვერც ეს შევძელი. ნაწარმოები ხომ წაიკითხეთ?
-რა შუაშია ამ ყველაფერთან?
-მაინტერესებს წაიკითხეთ თუ არა?!
-ისედაც ხომ იცი, რომ წავიკითხე?!
-ვინც წაიკითხავს "სიყვარული ნათელ ფერებში" იფიქრებს, რომ მისი ავტორი მთავრი პერსონაჟივით უნაკლოა, მაგრამ ასე არ არის. მე მწერალი და ვიცი თუ, როგორ წევქმნა უნაკლო გმირი საკუთარი მოხერხებულობით, თუმცა ცალსახად ვემიჯნები იმას, რომ მე ის ვარ ვისაც სამყაროს შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ.
-მაშინ ვინ ხარ სინამდვილეში?
-მწერალი, რომელსაც შეუძლია ისეთივე უტოპიურ სამყაროში მოაქციოს მკითხველი, როგორშიც ვისურვებდი, რომ მეცხოვრა, თუმცა ჩემთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მე ვცხოვრობ იქ, სადაც გოგა კვდება.
-შენ ყველაფერი გააკეთე მისთვის...
-არა. მე არარაობა ვარ. საკუთარი თავს ვერ დავხმარებივარ და სხვას რა უნდა ვუთხრა?! ადამიანებს ისე ვტკენ გულს, რომ წამითაც არ ვფიქრობ საკუთარ შეცდომებზე.
-ამაზე კი არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ლევან. არასდროს მენდობოდი და ღმერთმა უწყის, რამდენჯერ გაგიხურავს ეს წყეული კარი თვეობით.
-შემდეგ რა იქნება?-ვკითხე მას, თუმცა პასუხზე დავიძაბე.
-მოჭარბებული ძილიანობა, წყურვლის დაოუკებელი სურვილი -უცნაურად ჩაფიქრდა. -კიდევ რას მეტყვი? 
-ტკვილი მაწუხებს...
-თუ აქ არ დარჩები ვერაფრით შევძლებ შენს დახმარებას. მორფი ტკივილს გაგიყუჩებს, ხოლო შენი ძილიანობა კიდევ უფრო გახშირდება. ტკივილიც საგრძნობლად მოიმატებს. რეალობისა და წარმოსახვის გარჩევა გაგიჭირდება. ასეთ მდგომარეობაში კი ვერაფრის გაკეთებას შეძლებ, რადგან იმუნიტეტიც ნელ-ნელა დაბლა დაიწევს. დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი გაგიჭირდება, თუმცა მე აქ ვიქნები, შენს გვერდით.
-არ ვიცი...
-ერთხელ მაინც გააკეთე ეს ჩემთვის, შენი მეგობრებისთვის, გოგასთვის.
-გოგასთვის?
-ხო, გოგასთვის. 

                                                                                                                ***

  ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე თუ როგორი იქნებოდა რეალობა სხვანაირად, თუმცა ეს მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში. თითქოს ჰუმში ვართ მე, გოგა და ნანკა. ხელიხელ ჩაკიდებულები ვსეირნობთ პატარა ქალაქის ქუჩებში და რაც უფრო მეტს დავდივართ მით უფრო ვრწმუნდებით ჰობიტების არ არსებობაში. გოგას გული არ დაუწყვიტავს ან არ იმჩნევს. მთავარია, რომ ჩვენს გვერდითაა თავის საოცნებო ქალაქში და რა მნიშვნელობა აქვს არიან თუ არა იქ ზღაპრული გმირები?! ბედნიერია და ისეთივე ბავშვური სილაღით გამოირჩევა, როგორც ყოველთვის. მისი იქ ყოფნა არავის გამოპარვია. ალბათ ფიქრობენ კიდეც თუ ვინ არის ეს მოუსვენარი ახალგაზრდა, რამოდენიმე წუთში, რომ მიიპყრო გარშემომყოფების ყურადღება. მე ისევ ჩანაწერებს ვაკეთებ უბის წიგნაკში. ჰუმში ვართ ყველაზე პატარა ქალაქში და საერთოდაც არ გვაქვს განცდა სივრცის უკმარისობის. ის იმაზე უსასრულოა ვიდრე ჩვენი ხმაურიანი ქალაქი. უსასრულო და უსაზღვრო ჩვენივე ოცნებებივით. კიდევ ერთი ახდენილი დღე და ბედნიერების ჟრუანტელი სრულიად სხეულში. თვალწინ მხოლოდ ეს კადრები მიდგას ახლა.  სად ვარ? ჩემს რეალობაში სახლში ვსხედვართ მე და ნანკა. მასთან ოთახში ვარ საწოლზე ჩამომჯდარი, ხოლო მას ჩემს მხარზე მშვიდად უდევს თავი და ჩუმათ ვართ. საუბრისგან იმდენად დავიღალეთ, რომ სიტყვები ყველაფერს უფრო დაამძიმდებდა. ყველაფერი გავიხსენე ჩემს შესახებ და სიმართლე რისი აღიარებაც ყოველთვის მიჭირდა. დღევანდელ საღამომდე მოვუყევი ყოველი დეტალი. ჩემი ბავშვობა, მშობლები, მეგობრები, ნაწარმოების შექმნის პროცესი, ავადმყოფობიდან დაწყებული - მარიამით დასრულებული. მხოლოდ გოგა არ მიხსენებია. ვუთხარი, რომ ჩემი აქ დარჩენა საქმეს გაართულებდა. გავექეცი ოჯახს, მარიამს, ყველას რათა ჩემი სიმძიმით არ დამენგრია მათი რეალობა, თუმცა ნანკა სხვებს არ ჰგავს. ხელი ძლიერად მომკიდა და მითხრა, რომ ბოლო წუთამდე ჩემს გვერდით იქნებოდა. ღმერთო, როგორ დიდხანს ველოდი ამგვარ სიყვარულს მაგრამ ის ყველაზე გვიან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. იმდენად ძლიერი გოგოა, რომ ხანდახან მაკვირვებს კიდეც. რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ვერაფერი ვერ გატეხს?! მთელი ღამე ასე გავატარეთ. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ვიპოვე ის, ვისზეც ყოველთვის ვწერდი. ვისზეც ვოცნებობდი და ჩემს წარმოსახვაში ვაცოცხლებდი ხოლმე. ახლა ის ჩემს წინ იწვა წითური თმითა და სახეზე გაბნეული ჭორფლებით, "ვისნუშკებიანი". იმას ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ტრაგედიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. არა. უბრალოდ ყველამ თავის გზა აირჩია, ხოლო ჩემმა გზამ საბოლოოდ მასთან მომიყვანა, მისი სახლის კარებთან. რატომ მოვედი მასთან?! წარმოდგენაც არ მაქვს თუ რატომ გავაკეთე ეს. ალბათ შინაგანმა ხმამ, რომელიც განუწყვეტლივ ერთსა და იგივეს იმეორებს " ეს ის არის"მასთან მიდი" "შენს სიყვარულის ნათელ ფერთან" და ასეც მოხდა. ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ჩემი სუნთქვა მისას შევუწყე და ვბედნიერდებოდი ისე, როგორც არასდროს. უსასრულობის მიზიდულობა მსურდა, მაგრამ ამაოდ. წამები ისე ვცლიან ცხოვრებას, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებ. მთავარია, რომ ეს ცვლილება კიდევ უფრო დიდი ბედნიერებისკენ მიმავალი საწყისი იყოს და ასეც მოხდა. მოულოდნელად სიჩუმე სახლის კარებზე გაუჩერებლივმა კაკუნმა დაარღვია. უცებ რეალობას დავუბრუნდით. ნანკას ოთხაში დარჩენა ვთხოვე და კარებისკენ წავედი. გაღებისთანავე, ზღრუბლზე ვატო და ბიჭები დამხვდნენ ფურცლით ხელში. ისე ქოშინებდნენ თითქოს კიბეებზე ფეხით ამოირბინესო. აღელვებულები ჩანდნენ.
-ეს წაიკითხე?-მკითხა ვატომ, რომელიც დაღლილი კედელს მიყრდნობოდა.
-ეს რა არის?
-ოცნება. გოგას კიდევ ერთი ოცნება, რომელიც ახდა.
-.... 
-ჩვენ ორგანიზაცია გვაქვს, ლევან. საქველმოქმედო ორგანიზაცია.
-რას გულისხმობ?
-მას ასე სურდა. დღეს გოგას სახელობის ორგანიზაცია შევქმენით და აწი ამ კეთილ საქმეების მისი სახელით გავაკეთებთ გესმის, ლევან?! გოგას სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია.

                                                                                                                ***

რაც უფრო მეტი დრო გადის მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია ჩემი დარჩენა იქ, სადაც ისინი არიან. ოცნებების ასრულებას გაქვს მაშინ, როცა მის იქით აღარაფერი გსურს და ცხოვრებამ ყველაფერი მოგცა, რათა თავი ბედნიერი გეგრძნო. არაფერს ვუჩივი, არც არაფერზე ვღელავ, რადგან ყოველი ნატვრა ასრულდა, მაგრამ იმის გააზრება, რომ წინ აღარაფერი დარჩა აუსრულებელი რაღაცნაირად მთრგუნავს. მაშ რატომღა უნდა დავრჩე აქ?! ბედნიერებისგან მიღებული სიამოვნება ნელ-ნელა ღირებულებებს კარგავს და ახია კიდეც ჩემნაირ კაცზე. არ ვყოფილვარ ამ ყველაფრის ღირსი და სამარადჟამოდ ოცნებების ძიებაში დარჩენა სჯობდა ახლანდელ აწმყოს. შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, ჭეშმარიტად შევხვდი და ვიგრძენი სიყვარული, რომელიც ასე ღრმად იყო მიჩქმალული ჩემში, არც მეგობრების სითბოსა და ყურადღებას უჩივი, მაგრამ არა... თითქოს უფრო მეტი მსურს. თითქოს მხოლოდ ეს არ ყოფილა ჩემი ცხოვრება და გზა კიდევ სავალია. დღეს თუ არა ხვალ ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან და საერთო ჯამში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მაბედნიერებს და მახარებს უდაოდ მომხდარი, უბრალოდ ჩემს თავს ვეღარ ვხედავ მათთან. იქნებდა ბავშვობის დროინდელ წინასწარმეტყველებასთან არის დაკავშირებული ყოველივე?! თავსაფრიანმა ქალბატონმა მესიას შემადარა, რომელიც მოულოდნელად მოევლინებოდა ადამიანებს სიყვარულის ქადაგებებით და მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. დაეხმარებოდა ირგვლივმყოფთ საკუთარი თავის პოვნაში და შემდეგ? შემდეგ ალბათ ისევე უნდე გავქრე მათი ცხოვრებიდან, როგორც მესია, რადგან ეს ყოფილა ჩემი ცხოვრებისეული ჯვარი, ეს იყო ხვედრი და სხვა არაფერი. ისევე არ უნდა მეარსება, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს. მიზანი მხოლოდ ადამიანების გამოფხიზლებასა და გაბედნიერებას ემსახურება და სულ ეს არის. საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან სული ორადაა გახლეჩილი. ბედნიერია, ნანკა, ბედნიერები არიან ბიჭები, მარიამი და ლუკაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უბედნიერესები არიან, მეც ბედნიერი ვარ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახლში, როდესაც მხოლოდ მე და ჩემი ნაწერები დავრჩებით მაშინ მე ყველზე დათრგუნულ და დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. ვფიქრობდი, რომ თუ მათთან ამ ყოველივეს შემდეგ დავრჩებოდი მაშინ ჩემი გარდაცვალება ისევ თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს, რაც აღარ უნდა მოხდეს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებში. მე ვერ ვირგებ ამ ბედნიერებას, როცა ვიცი, რომ აღსასრულამდე არც თუ ისე ბევრია დარჩენილი, ხოლო ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ვუსმენდი მათ მოლოდინებს ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ვხვდებოდი, რომ მათი ხმა საქართველოს საზღვრებსაც კი გაცდებოდა. ჩემი თავის რა გითხრათ, მაგრამ აი... ისინი აუცილებლად შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. ზუსტად იციან რა უნდათ და მიიწევენ კიდეც ჭეშმარიტებისაკენ. მე კიდევ ვდგავარ მათ გვერდით და ნელ-ნელა გაუჩინარებას ვიწყებ. ვხვდები, რომ სწორედ ჩემი განაჩენი ხდებოდა ყოველთვის მიზეზი იმისა, რომ ბედნიერებას ვერასდროს შევიგრძნობდი ბოლომდე, თუმცა იმასაც კარგად ვიაზრებ, რომ უთქმელად წასვლა მათგან ყველაზე კარგი გამოსავალია. კითხვები აუცილებლად გაჩნდება, მაგრამ არავინ იქნება პასუხის გამცემი. დროთა განმავლობაში კი მიმივიწყებენ და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას, ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე, რასაც აუცილებლად ავარიდებ. ალბათ აქედან ძალიან შორს წავალ. იქ, სადაც ღმერთთან უფრო ახლოს ვიგრძნობ თავს. ერთადერთი, რაც მაფიქრებს ეს დაშვეული შეცდომის ხელახლა განმეორებაა. ისევ გავურბივარ საყვარელ ქალს და თან ისე, რომ არც კი ვაპირებ მისთვის რაიმეს თქმას, რაიმეს ახსნას. მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიზიარე მათთან ერთად ბედნიერება და უთქმელად გამოვტრიალდი. რა თქმა უნდა, ნანკა უკან გამომყვა. ეს ხომ მისი ჩვევაა ასეთი. მისკენ მოვბრუნდი და სწორედ მაშინ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. როგორ გავიცანი პირველად ქოლგით ხელში, როგორ ამედევნა უკან და როგორ დამიკარგა მოსვენება. ამ გოგომ შეძლო და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თან ისე, რომ ამით მეც კი ვბედნიერდებოდი. სინდისი მქენჯნიდა, როდესაც მათ ვუყურებდი. იმდენი რამ გადაგვხვდა ერთად, რომ ცალ ცალკე ამის მოყოლა მთელ წიგნს უდრის. მსგავსი ადამიანები ალბათ არც არასოდეს შემხვდებიან. შუბლზე ვაკოცე და მათთან დარჩენა ვთხოვე. თითქოს რაღაცა იეჭვა, თუმცა ნანკა იმაზე მეტად მენდობოდა, ვიდრე მე ვენდობოდი საკუთარ თავს. წამოვედი მაგრამ მთელი ჩემი სული და გული მათთან დარჩა. ცხოვრების ის საუკეთესო პერიოდი, რომელზე უკეთესი არც არაფერი მომხდარა იქამდე. მათთან ერთად ყოფნისას ვნახე და განვიცადე ის, რასაც აქამდე მხოლოდ წინადადებებად ვწერდი ნაწარმოებში. რას იზამ, როდესაც გარდაცვალებას წასვლა სჯობს?! საკმარისია ტრაგედიები. ახლა ისინი არიან ვინც რეალურად ყოველთვის იყვნენ, თუმცა ჩემს გარეშე უფრო უკეთესებიც შეიძლება გახდნენ. იმ საღამოს ისევე წვიმდა, როგორც ნანკას გაცნობისას, თუმცა უკან მოხედვისას ვხვდებოდი, რომ აღარავინ მომიახლოვდებოდა ქოლგით ხელში. რაღაც იწყება და სადღაც მთავრდება კიდეც. სახლში წასვლა და ბარგის შეგროვება გადავწყვიტე. შემდეგ კი ცენტრალურ სადგურში პირველივე მატარებელს გავყვებოდი ისე, რომ არც ვიკითხავდი მის მიმართულებას. კიბეებზე ასვლისას კარები ღია დამხვდა. ფრთხილად შევაღე და შიგნით შესულს, მარიამი შემხვდა ნაწარმოებით ხელში, რომელიც მგონი უკვე წასვლას აპირებდა.
-აქ საიდან აღმოჩნდი?-ვკითხე მას.
-შენი ნახვა მინდოდა. აქ მოსულს კი აი ეს დამხვდა...-ნაწარმოები გამომიწოდა. -რატომ არ მითხარი, რომ დაასრულე?
-რა აზრი აქვს?!
-გგონია პრეზენტაცია დამავიწყდა?! რასაც შეგპირდი იმას აუცილებლად გავაკეთებ.
-კი, მეგონა, რომ გადაიფიქრე.
-თუ ამას ლუკას გამოჩენას აბრალებ გეტყვი, რომ ის არაფერ შუაშია. სიმართლე გითხრა რამოდენიმე დღეა სახლიდანაც არ გამოულა და იცი რატომ?
-რატომ?
-მან შენ პირობა მოგცა რაც ვერ შეძლო...
-გოგას დაღუპვაში ის არაფერ შუაში. ისედაც ვიცი, რომ ოპერაცია საკმაოდ დაგვიანებული იყო და ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
-ვერც კი ვიჯერებ ამ ყველაფერს-თვალები ცრემლებით აევსო და სკამზე ჩამოჯდა.- ბარგს რატომ აგროვებ?
-მივდივარ...
-სად მიდიხარ?
-არ ვიცი, მარიამ აქედან შორს.
-პრეზენტაცია? მე, ნანკა, ბიჭები? საერთოდ არავისზე აღარ ფიქრობ?
-დავიღალე... -სიბრაზისგან სუნთქვაც კი გამიჭირდა. -დროებით წასვლა მინდა. წინასწარ არაფერი ვიცი და გთხოვ არც არავის უთხრა რამე?
-...და რომ მკითხვენ შენზე რა ვუპასუხო? გაქრო თქო?
-ზუსტად ასე უთხარი...-ჩემოდანს თავი მოვუკარი და ძირს დავდგი.-ახლა ვერ დაგელაპარაკები, რომ დავბრუნდები მერე ვისაუბროთ.
-რაც უფრო მეტი დრო გადის, გიყურებ და ვხვდები, არც კი გიცნობდი თურმე, ლევან.-ნაწარმოები გამომართვა -ღირსეულად მოიქეცი.
-სწორედ ამას ვაკეთებ და ნუ მიხსნი რა და როგორ გავაკეთო. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჩემი ტრაგედია ჩემს ტრაგედიად დარჩეს. თქვენ არ დაგიმსახურებიათ მიყუროთ და ხედავდეთ თუ როგორ უფერულდება დღითი დღე ჩემი სახე.

                                                                                                                                      *** 
                                                                                                                              _მონასტერი_

2 თვის შემდეგ

-შემდეგ რა მოხდა?-მკითხა ბერმა.
-არაფერი მითქვამს. ჩემოდანს ხელი მოვკიდე და აქ წამოვედი...
-მე შენს მეგობრებზე გკითხე, ლევან.
-მივატოვე...
-გგონია გაქცევა გამოსავლია? არა, ლევან. უფალი მოყვასის სიყვარულს გვასწავლის. არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოექცე მათ.
-ვიფიქრე, რომ ეს ყველაზე მართებული გზა იქნებოდა.
-გზა მონასტრისკენ თუ გზა მათგან შორს?
-მე ვიცი რას ნიშნავს ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და ისიც, რომ ჩემი გზა საკმაოდ ხანმოკლეა. ამიტომაც ავარიდე ისინი ამ ყველაფერს.
-მე მხოლოდ შენი სულიერი მოძღვარი არა ვარ. მე შენი მეგობარიც ვარ, ლევან. მომიყევი შემდეგ რა მოხდა.
-სახლიდან გამოსულმა, ლუკას დავურეკე და სადგურთან შევხვდი.
-შემდეგ?
-ვუთხარი, რომ გოგას სიკვდილთან ის არაფერ შუაშია და, რომ მარიამს ის ძალიან სჭირდებოდა. მას შეეძლო, მარიამისთვის ის სიყვარული და სითბო მიეცა, რაც მე ვერ შევძელი. იმ დღით შეცვლილი მომეჩვენა. მეგობრულად გადამეხვია და მატარებლამდეც მიმაცილა. -ვუთხარი ბერს, რომელსაც მთელი საუბრის დროს თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. თითქოს ცდილობდა, რომ გაეგო რამდენად გულწრფელი ვიყავი მასთან.
-ხედავ?! - (გამიღიმა)
-რა გულისხმობთ?
-უფალმა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი თუ გგონია, რომ ეს ადამიანები თავისით გაჩდნენ შენს ცხოვრებაში?! რა თქმა უნდა, არა. მათზე კი არ ზრუნავ, არამედ საკუთარ თავზე ფიქრობ და ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ისაა, რომ გგონია სწორად იქცევი. დაიმოხასოვრე, ლევან უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. მეც, შენც და ყველანი ცოდვილები ვართ. ყოველ ნაბიჯზე ვუშვებთ შეცდომებს და ხანდახან ამით ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს ადამიანებს ვაყენებთ ტკივილს. როდესაც მათგან წამოხვედი შენ მაშინვე უნდა გეფიქრა, რომ წასვლა არ იყო გამოსავალი. ვაჟკაცურად უნდა შეხვდე ყოველ განსაცდელს, რადგან განსაცდელი მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ მარტო გაუმკლავდე. ისიც უნდა იფიქრო თუ რატომ გამოგიგზავნა ღმერთმა ეს განსაცდელი. იქნებ შენი ჯვარი იმაშია, რომ ადამიანებში სიყვარული გააღვივო. იპოვო ნიჭიერი, მაგრამ გზააბნეული ახალგაზრდები და სწორი მიმართულებით გაუძღვე წინ  და არა პირიქით. ადგე და მათგან წამოხვიდე.
-მართალი ხართ...
-მგონია, რომ რაღაცას მიმალავ?!
-ყველაფერი ისე მოხდა, როგორ გითხარით.
-კი, მაგრამ შენ არ გითქვამს იქამდე რა იყო.
-იქამდე?-მისმა კითხვამ დამაბნია. ვერ ვხვდებოდი რა გულისხმობდა, თუმცა ყველაფრის და მიუხედავად ჰაერივით მჭირდებოდა მასთან საუბარი.
-შენს ნაწარმოებამდე. ვიცი, რომ მშობლები არ გყავს და ქალბატონი ელენესგანაც დიდი ხანია წამოხვედი, თუმცა თითქოს შენი ცხოვრების რაღაც პერიოდია გამქრალი. როდესაც მისგან წამოხვედი სად იყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში? ნაწარმოების წერა ხომ მარიამის გაცნობამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყე, როგორც შენ მითხარი?!
-დიახ...
-იქამდე რა მოხდა?
-იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ?!-ფეხზე წამოვდექი და მისკენ მივბრუნდი. -ახლა არ ვარ ამისთვის მზად.
-კეთილი, ლევან. როცა მზად იქნები მითხარი და ვისაუბროთ. რომ დაგეხმარო ამისთვის უფრო მეტი უნდა ვიცოდე შენზე.
-მესმის. აუცილებლად მოგიყვებით იმას, რაზეც არასდროს მისაუბრია. 


                                                                                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები