სიყვარულის მონა მარიანა შაქარაშვილის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო: სამ საგანში მომზადების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მოხვდა თავის საოცნებო თავისუფალ უნივერსიტეტში. ბინის პრობლემაც ადვილად მოგვარდა თბილისში -თავისი დაქალი ნინი გოზალიშვილი, რომლის გვერდით იჯდა პირველ კლასიდან და ერთად ათასი სიგიჟე გაეკეთებინათ, დედაქალაქში მიდიოდა საცხოვრებლად. სამწუხაროდ ის სხვა უნივერსიტეტში მოხვდა, მაგრამ ისიც არანაკლებ პრესტიჟული იყო. გოგოებმა გადაწყვიტეს, როგორც კი დაადგამდნენ მათთვის უცნობი, არა მაგრამ ნაკლებად ცნობილ ადგილას ფეხს, თავისი პირადი საქმეების მოგვარების შემდეგ, პირველი რასაც გაკეთებდნენ გაეცნოთ ბიჭები და სტანდარტული მოქმედებების წყალობით შეყვარებულები გაეჩინათ. მანამდე მათ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდნენ, რადგან სკოლის პერიოდში ხალხში თქმულია არა სიყვარულის და გათხოვების დრო, უმაღლესში ჩაბარების და დამთავრების შემდგომი პერიოდი ყველაზე ოპტიმალური დროა ამისთვის. ზოგი შემდეგაც კი ამბობს:“ არ მცალიაო“, მაგრამ ამას იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ბიჭი გარეგნულად არ მოსწონთ. ასეც მოიქცნენ, ნინის გაუმართლა, ისეთი ადამიანი შეხვდა, როგორსაც ელოდა, მაგრამ აი მარიანა, ადამიანს რომელმაც აქამდე იმედგაცრუება არ იცოდა რა იყო, ახლა პირდაპირ თვალებში ჩახედა - ვახო გზირიშვილი არ აღმოჩნდა მკაცრი კონტროლიორი, რომელსაც გოგომ უნდა კითხოს სად წავიდეს, ვინ დაიმატოს და ვინ არა, თუ ბიჭისთვის უცხო ადამიანი თბილისი სიტყვებით პოსტებს დაწერდა, ტელეფონზე მესიჯი გააგზავნიდა, ან ზარს გაუშვებდა, არ ჭედავდა. ასეთი მამამაკაცი მარიანა შაქარაშვილს არ ჭირდებოდა, ამას ემატებოდა ის რომ მისი სასურველი ბიჭი მაინცდამაინც არ აღფრთოვანებულა, რომ თქვა თავისუფალში მოვეწყვეო. იმედებდამსხვრეულმა გოგომ ერთხელ ვახო გზირიშვილს განუცხადა რომ შორდებოდა, აღარ დაეკონტაქტებოდა საერთოდ და დაევიწყებინა მისი არსებობა. მედალს ორი მხარი აქვს და კიდევ კაი ბიჭმა თავის ხასიათი მალევე გამოაჩინა, თორემ ამ ურთიერთობას სერიოზული სახე რომ მიეღო და სიყვარულის მორევში გადავარდნილიყვნენ, ასე სწრაფად ვერ დააღწევდა გოგონა თავს, მარიანას გაეგონა მომძლავრებული გრძნობების ჩაკვლას დიდი ხანი უნდა, ეს პროცესი კარგ შემთხვევაში თვეობით, ზოგჯერ წლობითაც გრძელდება. ორივე შემთხვევა გოგონასთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ამ პერიოდში იქნება ვინმე მომხიბვლელი მამაკაცი გამოჩნდეს, მერე არ უნდა იმოქმედოს, ან კიდევ ბიჭი თუ გაადადგამს პირველ ნაბიჯებს, უარით უნდა გაისტუმროს. მარიანა შაქარაშვილმა რამდენიმე დღეში სრულიად დაივიწყდა ვახო გზირიშვილი. აქედან იგი უკვე თავისუფალი იყო და იმედი ჰქონდა მალე გამოჩნდებოდა ის ვისზეც ოცნებობდა. უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა, რადგან ხალხს ელაპარაკა „ჩვენი წარჩინებული სტუდენტიო“ და რომელიმეს ყურადღება ასე მიეპყრო, მაგრამ არავინ ჩანდა. რაღაც უნდა ემოქმედა გოგონას, შინაბერა ხო არ დარჩებოდა? ნინი და უნივერსიტეტში შეძენილი დაქალები რომ გათხოვდებოდნენ, დასცინებდნენ. თავიდან სოციალურ ქსელში დაიწყო ძებნა, მისი მოსაწონი ვინც იყო, ის მას სერიოზულად არ უყურებდა, „ ნაშად“ აღიქვამდნენ, სხვა დანარჩენი კი მის გემოვნებაში არანაირად არ ჯდებოდნენ და თავიდან იშორებდა. მარიანამ იცოდა როცა რაღაც ისე არ იყო, საჭირო იყო გეგმა ბ, ეს კიდევ ამ მდგომარეობაში ადრე ნაცად მეთოდს კლუბში მისვლას გულისხმობდა, მაგრამ იქ ისევ ვახო გზირიშვილისნაირ მამაკაცს თუ გადაეყრებოდა, ალბათ თავს მოიკლავდა. ბედისწერას თურმე სხვანაირად ნდომებია ეს ამბავი, ყველაფერი იქ უნდა მომხდარიყო, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ერთხელ როდესაც ბიბლიოთეკაში თავის დაქალებთან ერთად პრეზენტაციაზე მუშაობდა, თან ტუჩებდაპრუწული სელფებს იღებდნენ, უცბათ მათ კომპიუტერთან ერთი ბიჭი მივიდა: -თქვენგან ორი მაგიდით წინ ვზივარ, როგორც გავიგე უძველეს ცივილიზაციებზე აკეთებთ პრეზენტაციას, შემიძლია დაგეხმაროთ, თუ მოისურვებთ -კარგი თქვა მარიანამ. ბიჭი ძალიან სიმპატიური იყო, თითქოს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე რომ ოცნებობდა, მოსულიყო. პრეზენტაციის წერის დროს გოგოები ბიჭს უღიმოდნენ და ცდილობდნენ საკუთარი თავი გამოეჩინათ. -ჩემ ნომერს დაგიტოვებთ და კიდევ რამე თუ დაგჭირდათ დამირეკეთ. .......................................................... გავიდა ორი წელიწადი და გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ფურცელაძეზე ძველ სამების ეკლესიაში მარიანა შაქარაშვილის და იოსებ ჭუმბურიძის საქორწილო ცერემონიალი გაიმართა. ამ ორ წელიწადში ბიჭმა ის თვისებები გამოაჩინა, რაც გოგონას ძალიან მოსწონდა. ეს რომ ესე არ ყოფილიყო, ვნებაში გადავარდნილი გოგონა ალბათ დეპრესიისგან საკუ თარ სიცოცხლეს გამოეთხოვებოდა და საკურთხეველთან დგომის ნაცვლად მიწას მიაყრიდნენ, ან დიდი ხანი მჭმუნვარე სახით სახლში იჯდებოდა და გარეთ არ გავიდოდა. ნეფე- დედოფალი ეკლესიიდან რომ გამოვიდა, მანქანაში სანამ ჩაჯდებოდნენ ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა თუ მეგობრებმა ყველამ გულმხურვალედ გადაკოცნა წყვილი. მათი ოჯახური თანაცხოვრება თავიდან კარგად დაიწყო, არ უჩხუბიათ, ეს თითქოს ერთად დაბერებას ნიშნავდა, მარიანას დიდი იმედი ჰქონდა ეს ესე გააგრძელდებოდა და თავის ქმარს შეაბერდებოდა. თავის გასათხოვარ დაქალებს გოგონა ეუბნებოდა, რომ არ ეღელვათ, თუ არ უმართლებდათ ამ საკითხში, რადგან განგება ხვალ აუცილებლად გაუგზავნიდა ვინმეს. უფრო მეტი მონდომებით შედგომოდნენ დასახული მიზნის შესრულებას და წარმატებას აუცილებლად მიაღწევდნენ. იოსებ ჭუმბურიძე ერთ- ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო და სამუშაო დღეებში დილას გასული გვიან 11 საათზე სახლში ბრუნდებოდა.ყოფილა შემთხვევა 2 საათზე მოსულა. ამ ფაქტს ის მხოლოდა მხოლოდ და მხოლოდ სამსახურში ყოფნით ხსნიდა. შაბათ- კვირას კი ისვენებდა, მაგრამ თითქმის ყოველ უიქენდზე დაახლოებით ორ საათზე სახლიდან გადიოდა. -თათბირი მაქვს საყვარელო, მალე დავბრუნდები ამ სიტყვებით ემშვიდობება ცოლს და გასასვლელ კარს ხსნიდა. ეს მალე საღამოს ცხრა საათამდე დაგვიანებაში გადაიზარდა. მარიანას უკვირდა ამდენი თათბირი ვის გაუგიაო, მაგრამ არაფერს ამბობდა. ჩემი ქმრის საქმეში ვერ ჩავერევიო. ერთხელ როდესაც იოსები მაღაზიაში გავიდა, ტელეფონი სახლში დარჩენოდა. უცბად მის ნომერზე მესიჯი მივიდა: ვიღაც თიკა ეკითხებოდა: სად ხარო. როდესაც ავიდა სახლში, ცოლმა უთხრა ამის შესახებ და კითხა ეს გოგო ვინ იყო -თანამშრომელია, აინტერესებს თათბირზე დროულად მივალ, თუ არა. -შეიძლება არ წახვიდე და დღეს ჩემთან იყო? თითქმის სულ სამსახურში ხარ, ნაკლებ დროს ატარებ ჩემთან ერთად! -ეს წელი მიიწუროს და გპირდები, მეტ დროს გავატარებ შენთან ერთად ძვირფასო. ადრეც დაუწუწუნია მარიანას ამაზე და ადრეც უთქვამს ეს იოსებს, ყოველ ერთიდაიგივე ამ სიტყვებიდან გამოდიოდა იმედი და იქიდან გამომდინარე შვება, რომ ერთ დღესაც გათენდებოდა უკეთესი დღე. ეხლაც არ იყო ცუდი, მაგრამ მარიანას ისეთი დღეების დაადგომა სურდა, როცა მისი ქმარი სულ მასთან იქნებოდა და არსად წავიდოდა, თუნდაც ერთ კვირაში მხოლოდ უიქენდი ყოფილიყო. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მარიანა მარტო იყო და სახლს დაალაგება მოემთავრებინა., უცბად კარებზე ზარი აწკრიალდა. -ალბათ გაზის ქალია, ან შემაწუხებლები, იციან რომ ოჯახის დიასახლისი ვარ და ძირითადად არსად გავდივარ და მოდიან ხან ყავის დასალევად , ხან საჭორაოდ. გამიწყალეს გული უთხრა მარიანამ საკუთარ თავს. ჭუჭრუტანაში გაიხედა. უცბად მოშორდა მას და კარები ფართოდ გამოაღო. -გია? რამდენი ხანია არ მინახიხარ? როგორ მომენატრე, რა ქარმა გადმოგაგდო აქ? -გავიგე რომ გათხოვდი და აქ დასახლდი, წინა კორპუსში საქმე მქონდა და შემოგიარე. -ძალიან გამიხარდა შენი დანახვა, ასე უნდა დაკარგვა ბიჭო? -რა ვქნა? გათხოვდი, მეც ცოლ-შვილი მყავს და ხო გესმის? -რათქმაუნდა -შემოდი, თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ყავა თუ ჩაი? -ჩაი. კარგი. გია მარიანას ბავშვობის მეგობარი იყო. მათ ბევრი რამ ენახათ და გადაეტანათ ერთად, მაგრამ როდესაც ოჯახები შექმნეს, ერთმანეთისთვის აღარ ეცალათ. გიას არ სურდა, მარიანას,რო გორც მეგობრის დაკარგვა და როდესაც შემთხვევა მიეცა, ესტუმრა. ის ამის ახლო მომავალში გამეორებასაც აპირებდა, რაზეც დარწმუნებული იყო, მარიანა ყაბულს იქნებოდა, ჯერ ასეთი მეგობრეობის გამო და შემდეგ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ასეთ დახვედრას რომ მოგიწყობს ადამიანს, ესეიგი მაინც ძალიან უყვარხარ. ყავის სმის დროს მათ ბევრი ისაუბრეს აქეთური-იქითური და წასვლის დრო, რომ დაადგა გოგონა შეპირდა ბიჭს ერთ დღეს თავის ქმარს აუცილებლად გააცნობდა. სტუმრის გაცილებიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა დაბრუნდა იოსები. ცოლმა, როგორც ყოველდღიური ტრადიცია იყო, ყავა მოუდუღა. -დღეს იყო ვინმე სტუმრად? მარიანამ იცოდა, თუ მოატყუებდა საკუთარ ქმარს ამით ცუდ განწყობაზე დაადგებოდა, მერე საკუთარი თავი უნდა ეგვემა, ეს რა ვქენიო, ამიტომ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა: -კი -ვინ? -ჩემი ბავშვობის მეგობარი გია. აქვე იყო ახლოს საქმეზე იყო და შემომიარა. -არ დავინახო ეგ ბიჭი ამ სახლში და გარეთაც არ შეხვდე. მართალია შენი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე არ ვიცნობ და მწყინს, როდესაც ჩემთვის უცხო ადამიანებთან დადიხარ! გასაგებია რასაც გეუბნები? -კი დაღამდა. ცოლქმარი დაწვნენ დასაძინებლად. დაახლოებით სამი საათი იყო, რომ მარიანას წყურვილმა გამოაღვიძა. წამოდგა. სამზარეულოში რომ გასულიყო, სასტუმრო ოთახი უნდა გაევლო, სადაც საწოლი იდგა, სადაც იწვა იოსები და გვერდზე მისი შარვალი და გასასვლელი პერანგი ეწყო. მარიანას კარები უნდა გაეღო, რომ უცბად დაინახა პერანგზე ერთ ადგილას წასმული ტუჩსაცხი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა. დაგვიანების და თათბირის უსაშველო დროით გაწელვის მიზეზი ეს იყო. -ახლა არაფერს ვიტყვი, დილას ვაჩვენებ სეირს მაგას. გათენდა. -ძვირფასო ეს რა არის? გააღვიძა ქალმა ქმარი. -ეტყობა თათბირის დროს მომეცხო, კაი ახალი პერანგი მომეცი, ჩავიცვმევ და სამსახურში წავალ. -თათბირის დროს მოგეცხო არა? რას მატყუებ? საყვარელი გყავს! ახლა გასწავლი მე შენ ჭკუას, გიასთან კონტაქტს არ გავწყვიტავ, აღარ ვარ შენ წინაშე ვალდებული რამის, ისე მოვიქცევი, როგორც მინდა. ამ შენ საქციელს რაც მოჰყვება ახლა დაინახავ, ან თვალს დახუჭავ, ან უნდა გავეყაროთ. ამაზე მარიანას შიგნით რაღაც ეტკინა, რადგან მიუხედავად სიმართლის გამოშკარავებისა, ქმართან დაშორება არ სურდა. ერთი ძაფის გაწყვეტაღა აკლდა ამისთვის და ესეც იოსებზე იყო დამოკიდებული. კაცსაც არ სურდა ეს, რადგან მანამდე ურთიერთობა ვისთანაც ჰქონდა, ან თავისუფლების მოყვარე გოგოები იყვნენ, ან კიდევ წინასწარ რომ ეუბნებოდა ქალი ვიცი სამზარეულოში და ეს გოგოს მშობლების ყურამდე მიდიოდა, ყველაფერი მთავრდებოდა. ასეთ მორჩილს მომავალში სად ნახავს, დარჩება უცოლშვილოდ და ნაცნობ-მეგობრებში დასაცინი იქნება. ასე გადასხვაფერდა ოჯახი სადაც ცოლი ქმრის ყურმოჭრილი მონა იყო, ოჯახად სადაც ქმარსაც და ცოლსაც საყვარლები ჰყავდათ, იქცეოდნენ ორივე ისე როგორც უნდოდათ და გარშემომყოფებთან ბედნიერად ერთგულად წყვილად ასაღებდნენ თავს, ვინმე რამეს რომ არ მიმხვდარიყო. ამ ყველაფერს ისინი იძულებით გაგებით ეკიდებოდნენ, რადგან ჩხუბს და კამათს შესაძლოა ფატალური შედეგები მოყოლოდა, ვერაფერს გააგებინებდნენ ერთმანეთს და შეიძლება ამდენი დაძაბულობით დაღლილ ჭუმბურიძეების ოჯახში გაყრა დაამდგარიყო დღის წესრიგში............................
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა შეფასებისთვის. მაგრამ ეს მოთხრობა უნდა ყოფილიყო ხუთგვერდიანი და ამ ასეთ მცირე მონაკვეთში მხატვრული რომ არ გამოვიდა მე მაპატიეთ, თუ გავითვალისწინებთ დამწყები ვარ. მეორე სამყაროს მიღმა ეტყობა არ გყავთ ეჭვიანი ცხოვრების მეგზური თორემ მაგას არ იტყოდით. მადლობა შეფასებისთვის. მაგრამ ეს მოთხრობა უნდა ყოფილიყო ხუთგვერდიანი და ამ ასეთ მცირე მონაკვეთში მხატვრული რომ არ გამოვიდა მე მაპატიეთ, თუ გავითვალისწინებთ დამწყები ვარ. მეორე სამყაროს მიღმა ეტყობა არ გყავთ ეჭვიანი ცხოვრების მეგზური თორემ მაგას არ იტყოდით.
2. აჰა, თანამედროვე „ფრანგული“ ოჯახი შეუქმნიათ. :))) მე 3 ქულას მოგცემთ.
აჰა, თანამედროვე „ფრანგული“ ოჯახი შეუქმნიათ. :))) მე 3 ქულას მოგცემთ.
1. ტექსტი სრულიად დაცლილია მხატვრულობისგან.
ისეთი შთაბეჯდილება დამრჩა თითქოს რაღაც ფილმის მოკლე დიდაქტიურ აღწერას აქ ადგილი.
დიალოგები ძალიან არათანაბარია მაგ: "-არ დავინახო ეგ ბიჭი ამ სახლში და გარეთაც არ შეხვდე. მართალია შენი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე არ ვიცნობ და მწყინს, როდესაც ჩემთვის უცხო ადამიანებთან დადიხარ! გასაგებია რასაც გეუბნები?" არ ტოვებს ეს ფრაზები ერთიდაიმავე ადამიანის წარმოთქმული სიტყვბის შთაბეჭდილებას.
ფაბულა კარგია,მაგრამ ძალიან სწორხაზოვანი და მშრალია!
რადგანაც პირველად გავეცანი ამ ავოტირს ნაწერს დავაპლიუსებ,უკეთესის მოლოდინში!
ტექსტი სრულიად დაცლილია მხატვრულობისგან.
ისეთი შთაბეჯდილება დამრჩა თითქოს რაღაც ფილმის მოკლე დიდაქტიურ აღწერას აქ ადგილი.
დიალოგები ძალიან არათანაბარია მაგ: "-არ დავინახო ეგ ბიჭი ამ სახლში და გარეთაც არ შეხვდე. მართალია შენი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე არ ვიცნობ და მწყინს, როდესაც ჩემთვის უცხო ადამიანებთან დადიხარ! გასაგებია რასაც გეუბნები?" არ ტოვებს ეს ფრაზები ერთიდაიმავე ადამიანის წარმოთქმული სიტყვბის შთაბეჭდილებას.
ფაბულა კარგია,მაგრამ ძალიან სწორხაზოვანი და მშრალია!
რადგანაც პირველად გავეცანი ამ ავოტირს ნაწერს დავაპლიუსებ,უკეთესის მოლოდინში!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|