ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-VI

                                                                                          (დასაწყისი)
                                                                                            თავი-VI 

  ბინაში უთავბოლოდ  მიტოვებული ნივთების გამო წვიმის წვეთების შესამშრალებლად ვერაფერი ვიპოვე,ანუ უბრალოდ იმ არეულობაში სანთლის შუქზე ძებნა დავიზარე,ელექტრო ენერგია არ იყო,მეორე დღეს გავიგე კორპუსის წინ მდებარე ტრანსფორმატორი გაეძარცვათ.ფანჯრიდან პარალელური ქუჩაზე მდგარი განათებული ლამპიონი დავინახე და მისმა ნათებამ რამდენიმე საათით მიიტყუა ჩემი გონება,გარშემო სიბნელეში ჩაფლულს შორს მყოფი ლამპიონის სინათლე იმედის სხივად მომეჩვენა,რაღაც შვების მომცემს ასხივებდა თითქოს.ღრმა ფიქრებმა ხელი დამრია,არვიცი რამ ან რატომ,მაგრამ ჩემი განსვენებული ძმა გამახსენდა,თითქოს მისი წყვეტილი ხმა მეძახდა-ზზ..უ..რა-ის ჩემზე ათი წლით უფროსი იყო,იშვიათად საუბრობდა თანაც ენაბორძიკით,რვა წლისამ დედასთან ერთად სკოლისაკნ მიმავლ გზაზე დაინახა ავტომობილმა როგორ გაიტანა ქუჩის ძაღლი,შეეშინდა,იმ დღის მერე ენა ბორძიკობა დაიწყო,მისი გამართული ხმა მე არასოდეს მსმენია,მამა ამბობდა დედაშენივით ლამაზი ხმით შეეძლო სიმღერაო.ალბათ სხვების უფროსი ძმებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა,ძმის როლს იდეალურად ასრულებდა,მის გვერდით თავს ყოველთვის ძლიერად და დაცულად ვგრძნობდი,ნებისმიერ დროს საიმედო და ერთგული თავშესაფარი იყო,როდესაცს ატირებულს  დამინახავდა ჩემ გვერდით ჩაიმუხლებოდა ძლიერად გადამეხვედოდა და სანამ ცრმლები არ შეშრებოდა არ მტოვებდა,სულ სამიოდე სიტყვის თქმა იცოდა ჩემთვის-„სიცოცხლე ლამაზია,გაიცინე“.ცამეტი წლის ვიყავი,როდესააც უკანსკნელად დავინახე მისი მომღიმარი სახე,სამოქალაქო ომში წავიდა,ვალი გადაიხადა სამშობლოს წინაშე,შინ სისხლით დასვრილი პერანგი და დედისათვის დაწერილი წერილი დაბრუნდა მხოლოდ,დღემდე არ ვიცი რა წერია მასში,წლებია დედა გულის ჯიბიდან არ იშორებს წერილს,არავის გვაჩვენებს,არვიცი შეიძლება ეშინია ისიც არ წაართვან,არ დაკარგონ.ალბათ ამ დღეების დარდმა გამახსენა გიორგი,იმედ გაცრუებების ფონზე მის გულზე ტირილი შვება იქნებოდა,მგონი ძმა კი არა ის სიმშვიდის წუთები მომენატრა რასაც ის განმაცდევინებდა.მაშ შემდეგ რაც გიორგიმ დამტოვა გიგლა იქცა ჩემ უფროს ძმად,ეჰ რამდეჯერ დამიცნია მისი აქლემივით ცხივრზე, არადა ვინ მოსთვლის ჩემი ყოჩობის გამო რამდენი მუშტი მოხვედრია საწყალს.დღეს არც კი ვიცი ოდესმე თუ მომეცემა შესაძლებლობა წარსული წლებისთვის და მეგობრებისთვის გადავეხვიო და ხმამაღლა ვუთხრა მადლობა,ბიჭები ამბობენ ,რომ მე მიყვარს როდესაც ყველაფერს მუქ ტონებში ვხედავ,მიყვარს როდესაც მტკივა,არვიცი შეიძლება მართლებიც არიან,თუმცა მე მათსავით  ღია ფერის სათვალით ვერასოდეს დავაკვირდები ცხოვრებას.

  იმედ გაცრუებების სერიიდან ძველი საათის გუგულის ხმამ გამომიყვანა,ბრაზმა მძლია და საკუთარ თავთან ხმამაღლა დავიწყე საუბარი:ეს ოხერი მოხუცი ბინის პატრონი ყოველთის პოულობს გზას და დროს ამ ეშმაკის მანქანის მოსამართავად,ერთ დღესაც იქნება და ამ საათს ფანჯრიდან გადავაგდებ,ნერვებზე მოთამაშე ფიქრებიც მყოფნის,ეს ოხერი საათიღა მაკლდა სრული იდეალისათვის,ან ამ ყრუ ბერიკაცს რად უნდა ამ საათის მომართვა,იქნებ ჰგონია ოდესმე მისი ციფერბლატის წიკწიკის ხმას გაიგონებს,წლეებია ყრუა და ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა ამ ამბავს,ჯანდაბას,ხანდახან როგორ გვიჭირს რეალობის მიღება და აღქმა,ათას სულელურ გზას და ხელჩასაჭიდს ვეძებთ მისგან გასაქცევად.ამ ოხერმა ბებერმა ჩაიტანოს მაინც ეს საათი მასთან,უყუროს და იქნებ მიხვდეს რომ სასწაულები არ ხდება,ცხოვრება წარსულს ვერ ცვლის ის უბრალოდ გრძელდება უკანასკნელ გაჩერებმად,მერე კი ყველანი ვქრებით,ჩვენგან მხოლოდ სახელი და გვარი რჩება,როგოც შუა ხნის კაცის მიერ გაზეთში მონიშნული ინფორმაცია.
 
  საკუთარ თავთან ჩხუბში მივხდი,რომ კარგად გამოთრობა და საკუთარი თავის შეცოდება მესაჭიროებობდა,მაგრამ ბინაში ალკოჰოლის წვეთიც არ მეგულებოდა,გარეთ კი შუა ღამეს კარგახანია გადაცდენილიყო,ამიტომაც დაწოლა და ძილი გადავწყვიტე,მადლობა ღმერთს მაგ დროს მაინც წყვეტს გონება ფიქრს,ვიღააცეები დაძინებამდე ცხვრებს ითვლიან,ეგ არ მშველის,მე ჩემი მეთოდი მაქვ,სკოლაში ნასწავლ დაზეპირებულ ლექსებს გულში ვიმეორებ და ღრმა ძილში მარტივად შევდივარ.

  არცეთი წუთით მეტი, ზუსტად საამი საათი მეძინა,მგონი მართლა შეყვარებული ვარ ან ბოლო დროინდელი ამბებიდან სულიერ გასაქცევს ვეძებ,სიზმარში გუშინდელი წიგნის გოგონა ვნახე,არაფერს ამბობდა, კედელზე  ვერტიკალურად  ჩამოკიდებულ სარკესთან იდგა,იცინოდა და თმებს ივარცხნიდან.ბებიაჩემს რაღაც სიზმრების გახსნის წიგნი ჰქონდა,მისი დანახვისას სულ ირონია ამიტანდა,მაგრამ ამ წამს ვინანე რომ მასში არასოდეს ჩამიხედავს იქნებ ჩემი სიზმრის პასუხი ეწერა.მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი,გზად მხოლოდ ერთ ფრაზას ვიმეორებდი-არა, სიყვარულის დრო არ არის ზურა!-ზედმეტი ფიქრების მოშორება მინდოდა,მაგრამ უკუპროპოციულად მოქმედებდა ეს ფრაზა,გიგლას ამბებზე ფიქრი ნელ ნელა უკანა ფონზე გადადიოდა,გონებეში ლურჯი თვალების და მათი კვლავ ხილვის სურვილსი გარდა აღარაფერი მიტრიალებდა.უნივერსიტეტში ძირითადად მაჯის საათზე ვიყავი დაშტერებული,ლექციების დასრულებამდე დარჩენილი წუთები ათასგზის გადავთვალე,მაღაზიაში გაქცევას ვლამობდი,სხეულში ვერ ვისვევნებდი,ყველა შემაკავებელ წამს ვითვლიდი,ერთი სული მქონდა იმ გოგოს ხმას მეორედ როდის გავიგონებდი.მთელი ეს მოუსვენრობა სახეზე შემატყვეს კურსელებმა, როგოჩ ჩანს იფიქრეს გიგლას ამბებზე ვდარდობდი,ლოგიკურად ეგრეც უნდა ყოფილიყო.
-ზურა,რახდება აბა,გვარდება ის ამბავი?
-რავი,არც არაფერი,მაგრამ იმედია რაღაც გამოვა.
-გამოვა,გამოვა აბა როგორ?!მაგ ამბავზე დარდით თავს ნუ ისევდიანებ.
-არა უბრალოდ ფიქრს ვერ ვეშვები.
-ხო გასაგებია-გურამმა მხარზე ხელი გადამხვია და საუბარი განაგრძნო-
-მისმინე ლექცების მერე აქციაზე მიდივართ თეატრის მოედანზე,წამო შენც ცოტა სხვა რამეზე გადაერთვები.
-გურამ,დაიცა რა,რა სახალისო ამბავზე ჩვენ მივდივართ რო ესეთი აღტაცებით  ეპატიჟები?!
-რატო,მშვენიერი სანახაოება იქნება!
-რა აქციაზეა საერთოდ საუბარი?
-ზურა,შენ სულ ჭურში როგორ ზიხარ?!
-არა,ეგ არ ზის,უფრო ძინავს.
-რახდება,იქნებ ამიხსნათ ადამიანურად?!
-მთავრობის შეცვლა გადავწყვიტეთ
-ვინ?
-როგორ თუ ვინ?! ხალხმა!
-გიო,ბოლოს მაგ ხალხმა ჩემი ძმა შეიწირა!
-ნუ იცი ეგრე გამუქება შენ,ამ ჯერად ყველაფერი მშვიდობიანდ მოგვარდება
-მშვიდობის არ მჯერა!
-აუ,ეს რა ურწმუნო თომაა ნახეთ რა!
-გიო,საერთოდ აზრზე ხარ ვინ თომაზეა საუბარი?-გურამმა ჩუმად ჩაიცინა
-რავი,ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი არ იყო?!
-კი,კი ეგ არი.-როგორც ჩანს საუბარი მთელ კურს ესმოდა,ყველამ ერთხმად ხმამაღალი სიცილი დაიწყეს,ზარის ხმამც არ დააყოვნა და ყველანი სწრაფად გავედით აუდიტორიიდან.
-ზურა,მოდიხარ ხო?!
-არა,ბიჭებო ვიღაც უნდა ვნახო.
-სხვა დროს ვერ ნახავ?
-გიო,მართლა უნდა წავიდე რა,სიკვდილ სიცოცხლის საქმეა.
-თუ გადაიფიქრებ,თეატრთან რომ პატარა სკვერია იქ ვიქნებით.
-კაი ბიჭებო,ვნახოთ.-მივაძახე და სწრაფი ნაბიჯებით წიგნის მაღაზიისაკენ წავედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები