ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მაკიაველი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2020


კვანტური ფიზიკის პირველი კანონი :))

ჩვენ მხოლოდ წამით შევხვდით ერთმანეთს...
მხოლოდ თვალებით...
შავი ხვრელივით გაფართოვდა,
ჩაყლაპა გუგამ
დრო, და დაინთქა ერთმანეთში
აწმყო და წარსული...
მას მერე ვეძებ მრუდე სივრცეში
აღთქმულ სიყვარულს...
შენ კოლიბრივით მსუბუქი ხარ,
მასსავით სუფთა,
მე კი ტიტანი კრონოსივით
მძიმე და ტლანქი.
და მაინც შენმა სიმსუბუქემ
ცაში ასწია,
ჩემი სიბნელე
და ჩვენში იშვა
სინათლის წამი.
ჩვენ დროში ავცდით,
სივრცეში ავცდით,
და მხოლოდ ჩრდილი
ამ ასტრალური სულებისა
გადაიკვეთა,
ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი
და მაინც წამი
გამოთხოვების
წინ უსწრებდა
თავდავიწყებას.
მოგონებებში გხედავ უკვე,
შენ - ოცნებაში
მხედავ და ფიქრობ,
და გეცოდები მე მარტოსული...
რა ჰქნას სამყარომ,
არავისი არ არის ბრალი...
მე შენი აწმყო შემიყვარდა
შენ კი წარსული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები