თუ გინახავთ პატარა ტბები? ცხელი, მოსაწყენი ზაფხული ბოლოს დამშრალი მდინარეები ან დამშრალი დიდი ტბები რომ ტოვებენ, რომლების მუდამ სავსეა სხვადასხვა სახეობის თევზით. ამ დროს ბევრი თევზის დაჭერა შეიძლება. ჩემი სოფლის მოხერხებული ბიჭები კი ზოგჯერ იმდენს იჭერდნენ, ლამის მთელს უბანს ჰყოფნიდა დასაპურებლად. მაგრამ თუ თევზაობას აგვისტოს ნათმენი წვიმა მოჰყვა, მაშინ უკვე დაჭერილი თევზიც შეიძლება გაგისხლტეს და ორი-სამი შეგრჩეს საგზლად. ასეა ჩემი პოეზიაც, ნელ-ნელა შრება, იწრიტება ზაფხულის ცხელ დღეებში. მაშინ ბევრი ლექსის დაწერა შეიძლება, მაგრამ თუ წვიმებს დაველოდები, სექტემბრის გრძელ წვიმებს, მაშინ ნამდვილად მოვახერხებ ორი-სამი ისეთი სხარტი ლექსის დაწერას, რომელმაც სამყოფელს თავი დააღწია და დარჩა ტრიალ მინდორზე. არც ისე ნოყიერია ჩემი პოეზია. თუმცა ორი-სამი ასეთი უძღები ლექსი სრულიად საკმარისია ოჯახისთვის, უბნისთვის და თუ შევძელი და რამდენიმე კიდევ მოვიხელთე შესაძლოა ერთი პატარა ქალაქი მეც დავაპურო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|