იცით? ერთხელ, ერთმა მეფემ, ინდოეთის მბრძანებელმა, თვის ქვეშერმდომთ, ვაზირების პირით ამცნო მისი ნება. „მოიგონებს ვინც კი თამაშს, აი, ისეთს , რომ არ ვიცი, რასაცა მთხოვს, შევუსრულებ, მომიცია ამის ფიცი. ოღონდ ისეთს,უცილობლად, უნდა მყავდეს პარტნიორი, ეს თამაში არ მოგვწყინდეს, თუნდაც ვიყოთ მხოლოდ ორნი.“ ვინ და ვინ არ ჩააფიქრა მეფის სიტყვამ, დაპირებამ, თამაშებს კი იგონებენ, მაგრამ მეფემ არ ინება რომელიმე ითამაშოს, ამბობს: - უცებ მომწყინდება, უფრო კარგი მოიგონეთ, მე დამირთავს ამის ნება. დრო გადის და თურმე ვერვინ ვერ იგონებს ასეთ თამაშს, ერთ დღეს მეფემ ყური მოჰკრა ალაყაფთან რაღაც კამათს. ხედავს ყარიბს ხელთ უჭირავს უცნაური რაღაც ყუთი და მეფესთან შესვლას ითხოვს, თუნდაც ხუთიოდე წუთი. მეფემ ბრძანა: შემოუშვით, ეს რა მოაქვს, ვნახო უნდა, იქნებ შეძლოს, რომ გამართოს ათიოდე წუთით თუნდაც. ყარიბსა და მეფეს თურმე, თვით ის დღეც კი აღარ ეყოთ, მეფე თამაშმა მოიხიბლა და კინაღამ ყარიბს ეყმო. თურმე ღამით შეისწავლა ის თამაში, ძლიერ უცხო, „დრო დადგაო დანაპირის“ და მეფემან ვაზირთ უხმო. „რასაც ითხოვს - მიეცითო, თან დაურთეთ ოქრო ქისით, მე კი უნდა დავიძინო, დავიღალე უკვე მისით.“ გაიღვიძა, მოიკითხა -„კმაყოფილი გაუშვითო?“ უპასუხეს: „ჯერ აქ არის, რაც მოგვთხოვა, მას ვითვლითო“ მეფეს ძლიერ გაუკვირდა: „ ისეთი რა მოითხოვა?“, „ხორბლის მარცვალს ითხოვს ისე, იზრდებოდეს ორჯერ გროვა დაფის ყოველ უჯრაში და დასათვლელად არის ძნელი“, გაეცინა მეფეს „-პასუხს, საღამოსკენ უკვე ველი“. აქ თქმულება ამბობს ასე, რომ ითვლიდნენ ხორბალს დიდხანს და მიიღეს იმდენი, რომ ძნელი გახლავს აქაც გითხრა. ის კი ვიცი, ის ხორბალი ინდოეთში ვერ იშოვეს, დედამიწა მოიარეს და იქაც კი ვერ იპოვეს. ჰო და მეფემ ტახტი დათმო, თამაშს კი ვერ შეელია... და მის მერე ჭადრაკს სწავლობს მოხუცი თუ ჯეელია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა ქალბატონო მზია, შევცვლი დასასრულს. პატივცემულო მუხა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა :) , რაც შეეხება პატნიორს, წამოვიდგინე, რრომ ასე უფრო აღიქვამდნენ ბავშვები. გაიხარეთ. მადლობა ქალბატონო მზია, შევცვლი დასასრულს. პატივცემულო მუხა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა :) , რაც შეეხება პატნიორს, წამოვიდგინე, რრომ ასე უფრო აღიქვამდნენ ბავშვები. გაიხარეთ.
5. ეს ლეგენდა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იქნება ბავშვებისთვის.
ეს ლეგენდა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იქნება ბავშვებისთვის.
4. ეს ცნობილი ლეგენდა შეიძლებოდა აქ უკეთესად გალექსილიყო პარტნიორის გარეშე, თუმცა კარგია. ეს ცნობილი ლეგენდა შეიძლებოდა აქ უკეთესად გალექსილიყო პარტნიორის გარეშე, თუმცა კარგია.
3. ეს საბავშოზე მეტია. ეს საბავშოზე მეტია.
2. თვითონ ლეგენდა კარგად არის ჩამოყალიბებული და მოსაწონია.
თვითონ ლეგენდა კარგად არის ჩამოყალიბებული და მოსაწონია.
1. „ეს ლეგენდა ჭადრაკზეა, მიხვედრა კი არ ძნელია“ – ეს „არ ძნელია“ სუსტი დასასრულია. 4 ასე ხომ არ აჯობებს: ლეგენდა რომ ჭადრაკზეა, ნუთუ მიხვედრა ძნელია? ლექსი კითხვით დაიწყება და კითხვითვე დამთავრდება.
„ეს ლეგენდა ჭადრაკზეა, მიხვედრა კი არ ძნელია“ – ეს „არ ძნელია“ სუსტი დასასრულია. 4 ასე ხომ არ აჯობებს: ლეგენდა რომ ჭადრაკზეა, ნუთუ მიხვედრა ძნელია? ლექსი კითხვით დაიწყება და კითხვითვე დამთავრდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|