ბარბარამ სასტუმროს ნომერში ფანჯარა ბოლომდე გამოაღო. ოთახში ცხელი ჰაერი ზათქით შემოიჭრა.დრო კიდევ ჰქონდა. რაფაზე შესკუპდა. თმას პირსახოცით იმშრალებდა და თან , ქალაქის ხედებს გულმოდგინედ ათვარიელებდა. შორს, კატალინის მთა იწვა მძინარე დათვივით. ბევრი რამ შეცვლილა,რაც ტუსონიდან წავიდა. მარკეტთან მისი პროფესორი ვიღაც ქალბატონს ელაპარაკება. „როგორ დაბერებულა?!“ . მოხუც პროფესორს უეცრად ქარმა ქუდი გასტაცა და ისიც უმწეო ხელის ქნევით დაედევნა. უნებურად მიტოვებული თანამოსაუბრე უხერხულად იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს დაზარალებულის „ბრძოლას“ თავხედ ქართან. ადრე, ბარბარა მასწავლებლის აღშფოთებას ბავშვური შიშით და მოკრძალებით ხვდებოდა. ახლა, კი, ამ სურათის დანახვამ, უბრალო ღიმილი მოჰგვარა... და მიხვდა, ეს პატარა ქალაქი კი არა, თვითონ შეცვლილა. ადრე, მისი სამყარო აქ იწყებოდა და აქვე იყო მისი სასრულიც. ახლა და მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა შტატი მოიარა, უამრავ ადამიანს შეხვდა და თვალსაწიერი გაიფართოვა - ტუსონის მშრალი ჰაერი კიდევ მეტად უხუთავდა სულს. აქ გატარებული წლებიდან ღირსშესანიშნავი და საინტერესო , თითქოს, არაფერი გაჰყოლია,(რა თქმა უნდა,ტონის გარდა.) მაგრამ, მაინც განსაკუთრებულად უყვარდა სიმშვიდით გამორჩეული, ეს ,სამხრეთული ქალაქი. ბევრჯერ მონატრებია, კიდეც. სარკმელი მიხურა. დღეს, მნიშვნელოვანი დღეა მისთვის და განსაკუთრებულადაც უნდა მოემზადოს. საათს დახედა, ჩანთას ხელი დაავლო და ნომრის კარი გაიხურა.
* * *
-ინებეთ, სერ!- ქალმა დაუდევრად გაუწოდა გასაღები ჰოტელის მენეჯერს,- ორ საათში, ნიუ–ჯერსიდან ტონი ჯეიმსი ჩამოვა და გთხოვთ, მას გადასცეთ.
* * * ბარბარა ბოიარი, Human Rights Watch-ის (ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია) დავალებით, რამდენიმე დღეა, რაც ტუსონშია. თავს არ უტყდება, თორემ, უკვე, დაქანცულობა შეეპარა. * * * არა, ბედს ნამდვილად არ უჩივის. ოჯახური კვლევის საბჭოს პრეზიდენტთან, ტომ პერკინსთან მცირე ხნით მსახურმა საკმაოდ კარგი სამუშაო გამოცდილება შესძინა. მასთან ერთად ,თავგამოდებით იბრძოდა, რომ საპასპორტო აპლიკაციებიდან „დედა....მამა“- არ ამოეშალათ. თუმცა, უშედეგოდ... რადგანაც, ეს, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უსამართლობა იქნებოდა არატრადიციული ორიენტაციის მქონე მშობლებისათვის. სექსუალური უმცირესობის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მადლიერებით და აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ სიახლეს,რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. * * * ბარბარას დედამ– ლორამ (პასტორის ქალიშვილმა) ძალიან გაიხარა შვილის პოზიციით. ამის შესახებ, იგი სიამაყით ესაუბრებოდა - ხოლმე, ჰელგას, (კოლეჯისდროინდელ მეგობარს,) რომელიც დიდად არ იწუხებდა თავს გაზეთების კითხვით. სამაგიეროდ, ბოიფრენდი ტონი ჯეიმსი საშინლად გაანაწყენა: –ყველას აქვს უფლება იცხოვროს სურვილისამებრ!“-თუთიყუშივით უმეორებდა ბარბარას ყოველი შეხვედრისას. ბოლოს , ისე მომაბეზრებელი გახდა ეს, ყველაფერი, რომ ნახვის სურვილიც გაუქრათ და უცერემონიოდ დასცილდნენ ერთმანეთს. *** დღეს, ნახევარწლიანი განშორების შემდეგ, ისევ შეხვდებიან . ,,–ეტყობა, უჩემოდ მოიწყინა , სამსახურიც შევიცვალე და...’’–ეღიმება ბარბარას. თვითონაც , კარგად გრძნობდა თავს ტონის გვერდით და ჯუდიტიც მიეჩვია. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვნი იყო მარტოხელა დედისათვის. ახლა, ბარბარა, მივლინებით, არიზონას შტატშია. ბოლო დღეღა დარჩა, რამდენიმე სიკვდილმისჯილს შეხვდება. საღამოს, ტონისთან ერთად გაისეირნებს. სანტა-კრუზის ნაპირს გაუყვებიან, გაიხსენებენ არიზონას უნივერიტეტში გატარებულ წლებს. ბარბარა ეტყვის, რომ ჯუდიტისაც მოენატრა და ძალიან ხშირად კითხულობს. მეორე დღეს, ფენიქსში ჩავლენ (ასე უთხრა ტონიმ) და მოხუცთა თავშესაფარში, დედამისთან წარადგენს ბარბარას. ,, ეს, უკვე, რაღაც სერიოზულს ნიშნავს.“-გაიფიქრა ქალმა და მანქანის სარკეში თავის ანარეკლს კმაყოფილებით შეავლო თვალი. *** მანქანა ციხესთან ახლოს დაამუხრუჭა და ხასიათიც, უმალ, წაუხდა. მძიმედ გადმოვიდა. წინა დღეებში, სიკვდილმისჯილთა საკნებში ნანახი და განცდილი – ტონისთან შეხვედრის მოლოდინის სიხარულმაც ვერ გადაფარა. წუთიწუთზე სიკვდილის მომლოდინე პატიმრები- საშინელი სანახავები იყვნენ. გისოსს ჩაფრნილები ღმუოდნენ, იხვეწებოდნენ, იგინებოდნენ, ტიროდნენ, ბორკილებს აჟღარუნებდნენ. * * *
გრძელ დერეფანს, საკნებს შორის, მშვიდად,მაგრამ აჩქარებული გაუყვა ფორმიანებთან ერთად. იდიალური სისუფთავის მიუხედავად, ეს ჰაერი დამთრგუნველად მოქმედებდა, თითქოს, სიკვდილის სუნი ტრიალებს . გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და ისე გამოიყურებოდა, როგორც მისიის შემსრულებელს ეკადრებოდა. ბარბარას გამოჩენას გამაყრუებელი ხმაური მოჰყვა. პატიმრები რკინის გისოსებზე ობობასავით გართხმულები ათასგვარი ბინძური კომპლიმენტებით მიაცილებდნენ ქალს. შეჩერდნენ. –მის ბოიარ , დაიცადეთ, ჯერ, ჩვენ შევალთ.- ისევ გაუმეორეს მრავალგზის ნათქვამი ბადრაგებმა. ბარბარა ისედაც არ აპირებდა წინ გასწრებას. საკანის კარი მძიმედ და ღრჭიალით გაიღო.
* * * ქალი სიჩუმემ გააკვირვა . ალბათ, სიკვდილმისჯილი ამ საკანში არ არისო და თითის წვერებზე აიწია. მაგრამ, ამაოდ . ვერაფერი დაინახა. მორჩილად დაელოდა ნიშანს... ბადრაგებმა პატიმართა უფლებების დამცველის მოსვლა ხმამაღლა გააცხადეს. ისევ სიჩუმე... განზე გადგნენ და ქალს გზა დაუთმეს. რკინის საწოლზე იწვა, თავქვე ჩამხობილი... უძრავად. „ალბათ, ძინავს“-გაიფიქრა ბარბარამ და ხმადაბლა ჩაეკითხა: _შეგიძლიათ,მიპასუხოთ? პატიმარმა ქალის ხმა რომ გაიგო, მხოლოდ, მაშინ ამოიხედა. წამოიმართა. გაღეღილი პერანგიდან ბეწვით დაფარული ,მკვრივი მკერდი უჩანდა. (ბარბარას ,უნებურად ,ტონის სუსტი მკლავები, სლიპინა კანი და ვიწრო მხრები გაახსენდა.) პატიმარმა პერანგის ღილები ბოლომდე შეიკრა. ქალს მოწიწებით დაუკრა თავი: -დიახ, გისმენთ, მემ!- ხმა იყო მშვიდი , მაგრამ ყინულივით ცივი. კისრის კუნთი უკრთოდა. ფერმკრთალი სახე და ცეცხლოვანი გამოხედვა – რაღაც შეუსაბამო პორტრეტს ქმნიდა. ბარბარა დაიბნა .წამოწითლდა . მის წინ, თითქოს, პატიმარი კიარა, დენდი იდგა , რომელიც მუსიკას ელის , რათა ქალი დარბაზისკენ, საცეკვაოდ, გაიწვიოს.
-ყველა სიკვდილმისჯილმა დაწერა თხოვნა შეწყალებაზე, თქვენს გარდა, ადვოკატზეც უარი თქვით. რატომ? სიცოცხლე არ გინდათ? -ადრე თუ გვიან, ყველა კვდება. რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება?!
ქალი შეცბა. პასუხმა, კიდევ, უფრო დააბნია. -როგორ გექცევიან, რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთ?-ბარბარამ იგრძნო ,რომ სტანდარტულად ქცეულ შეკითხვას – ახლა, კიდევ მეტი დატვირთვა მისცა . პატიმარმა ჩაიცინა, აღარაფერი უპასუხა. ბარბარა ვერ მიუხვდა ირონიის მიზეზს . პატიმრის სიმშვიდემ -სიმშვიდე დაურღვია. უფრო გაუმძაფრა დახმარების სურვილი. –რამდენიმე საათიღა დაგრჩათ! რა ვქნა...რა მოვიფიქრო... რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ხმაში მუდარა იგრძნობოდა. –თქვენ, უკვე ,დამეხმარეთ, მემ! –... და მაინც ?მაინც? -დანებებას არ აპირებდა უფლებების დამცველი. სიკვდილმისჯილმა გამჭოლი მზერით, დიდხანს, დიდხანს უყურა ქალს,თითქოს, მისი შიგა სამყარო გულდაგულ მოიარა. მერე, პერანგის ჯიბიდან გაკეცილი ქაღალდი ამოიღო : –გთხოვთ, ეს გააგზავნეთ!- ხმაში ბზარი შეეპარა:– მისამართი მეორე გვერდზეა.
************************************************************************************************************ * * * ბარბარა ბოიარმა კონვერტზე გადაიტანა წარწერა:.Tbilisi. Georgia წერილი მისთვის გაუგებარ ენაზე იყო და ბუნებრივია, ვერც ამოიკითხა სიტყვები: „დედა, ძალიან მომენატრე. მაპატიე, ვერაფერს გიგზავნი. თავს მიხედე.... ილოცე ჩემთვის... როცა უფალი ინებებს, აუცილებლად შევხვდებით!“.
* * * ბარბარამ და ტონი ჯეიმსიმ მთელი საღამო ჰოტელის ბარში გაატარეს. საქსაფონის ხმაზე, ბლიუზის თანხლებით, ნახევრად ჩაბნელებულ, კვამლით დაბურულ დარბაზში ერთმანეთს მიკრული წყვილები ლანდებივით ირხევიან. -რა მშვენიერია სიცოცხლე!-მამაკაცმა მარტინი მოსვა და ჩაფიქრებული ბარბარა საცეკვაოდ გაიწვია. ტონი, აშკარად , ძალიან ,ძალიან ბედნიერი იყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. 2.არაჩვეულებრიბია,ძალიან მომეწონა. 2.არაჩვეულებრიბია,ძალიან მომეწონა.
8. "ნელი ტანგო" გურამ რჩეულიშვილი. "ნელი ტანგო" გურამ რჩეულიშვილი.
7. თითქოს არაფერი ხდება და მერე.... კი მეც მქონდა წაკითხული , მაგრამა წესია ასეთი რაც კარგია უნდა გადაიკითხო :) 5555
თითქოს არაფერი ხდება და მერე.... კი მეც მქონდა წაკითხული , მაგრამა წესია ასეთი რაც კარგია უნდა გადაიკითხო :) 5555
6. აშკარად წაკითხული მაქვს სადღაც. კარგი პროზაა5 უგლავა ალექსანდრე. 2020-02-12 23:01:57
ალექსანდრე, ჩემო გამორჩეულო ავტორო, ეს მოთხრობა კონკურსზე "ემიგრანტის წერილი" -ის გამარჯვებულია..
იქნებ,იქიდან...მე, კიდევ,ვგიჟდები თქვენს შემოქმედებაზე. აშკარად წაკითხული მაქვს სადღაც. კარგი პროზაა5 უგლავა ალექსანდრე. 2020-02-12 23:01:57
ალექსანდრე, ჩემო გამორჩეულო ავტორო, ეს მოთხრობა კონკურსზე "ემიგრანტის წერილი" -ის გამარჯვებულია..
იქნებ,იქიდან...მე, კიდევ,ვგიჟდები თქვენს შემოქმედებაზე.
5. გული დამწყდა. სად და სად ვიკარგებით ქართველები. შეკრული მოთხრობაა. 5 გული დამწყდა. სად და სად ვიკარგებით ქართველები. შეკრული მოთხრობაა. 5
4. აშკარად წაკითხული მაქვს სადღაც. კარგი პროზაა5 აშკარად წაკითხული მაქვს სადღაც. კარგი პროზაა5
3. რა რთული თემაა, როგორ მშვიდად და ბუნებრივად მოთხრობილი. არ მქონდა წაკითხული, ჩამაფიქრა.
რა რთული თემაა, როგორ მშვიდად და ბუნებრივად მოთხრობილი. არ მქონდა წაკითხული, ჩამაფიქრა.
2. ეს მოთხრობა მახსოვს. ძალიან იმოქმედა. საწყალი ჩვენი ქართველები. ყველგან გვხოცავენ მოკლედ. რა გვეშველება. ეს მოთხრობა მახსოვს. ძალიან იმოქმედა. საწყალი ჩვენი ქართველები. ყველგან გვხოცავენ მოკლედ. რა გვეშველება.
1. ძალიან კარგად და ლოგიკურადა შეკრულია ბმები ნაწარმოებში
მსუბუქათ იკითხება,რაც ჩემთვის სიამოვნების მომცემია!
5! ძალიან კარგად და ლოგიკურადა შეკრულია ბმები ნაწარმოებში
მსუბუქათ იკითხება,რაც ჩემთვის სიამოვნების მომცემია!
5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|