 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2020 |
ხანდახან გინდება, ადგე და წახვიდე, ხანდახან პირიქით, რომ დარჩე, ის გინდა, უმზეო დღეების განრიგი დახვრიტო, აუყვე ქვაფენილს, მარნებს და მისგითის კუთხესთან შეჩერდე და ნახო მოხუცი ბებია, რომელიც წინა თვის გაზეთებს გულდასმით ინახავს, მერე კი მოკეცილ ერთ-ერთ იმათთაგანს, გაწვდის და ასეთი რიტუალიც კია, რომ მზესუმზირები, კონუსში მუდმივად პირთამდე სავსეა... დაგლოცავს სწორ გზაზე, დაგლოცავს ირიბზეც, შენ უკან ბრუნდები, შადრევნის ვალსია, წყვილები ერთმანეთს ეკვრიან რიყესთან, (ტივებზე მწვანილი, შოთი და გიდები) ხიდების სიცივე, სუნი და სინესტე სუნთქვაში, მერე კი პალტოზეც გიჯდება. მოითვლი უკაცოდ დარჩენილ ანკესებს, ნუ გიკვირს ასეთი სურათი კვირადღეს, ვიღაცა არღანს კი ატირებს, აკვნესებს, სათვალავს მიათვლი ტივებზე ჩირაღდნებს, აგიტანს კანკალი, ფეხების გათოშვა, სხვა ალაგს დაეძებ თვალებს ხამხამით, დაჯდები გზისპირა, ხალხმრავალ კაფეში და ყავის ლოდინში გადავა საღამო... ხანდახან გინდება, ადგე და წახვიდე, ხანდახან პირიქით, რომ დარჩე, ის გინდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ზუსტი შეფასებისთვის :) მადლობა ზუსტი შეფასებისთვის :)
3. კარგია ცუდი არაა თუმცა მგონია უკეთესადაც გამოვიდოდა5 კარგია ცუდი არაა თუმცა მგონია უკეთესადაც გამოვიდოდა5
1. იმდენად ნაცნობი კადრები და განწყობაა...
ემოციურად 5! იმდენად ნაცნობი კადრები და განწყობაა...
ემოციურად 5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|