ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
18 თებერვალი, 2020


* * *

მექსიკა. სამხრეთ ამერიკა.
რას არ ნახავ ცხოვრებაში, უნდა გადალახო რა,
საზღვარს მიღმა აირესი, ლიმა, გვადალაჰარა,
სანაპიროც უნდა ხატო ნარჩევ-ნარჩევ გოგოთა,
წერო ასუნსიონზე თან დაისიზმრო ბოგოტა,
კაქტუსივით მცხუნვარება მეხიკოს მზეს მოპარე,
კარაკასში გადაიღე ერთი საპნის ოპერა,
როგორც ლოდი, თუნდაც ძილში უსათუოდ აგორდი,
სიზიფესთან კორინთოზე ანდა სანტიაგომდე
და თუ მაინც, მაშინ პირველს ამჯობინე მეორე,
თებერვალში, კარნავალზე რიო-დე-ჟანეირო
სამბით სამჯერ მოიარე, ჰოდა, კიდევ სამ-სამჯერ,
სანამ ნახავ კიტოს, ლა-პასს, სხვა იდეა განსაჯე,
პარამარიბოსაც ნახავ, არის სულ სხვა იდეა,
ორჯერ ნახე აირესი, ერთხელ მონტე-ვიდეო,
რას არ ნახავ ცხოვრებაში, უნდა გადალახო რა,
საზღვარს მიღმა ჯორჯტაუნი, ლიმა, გვადალაჰარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები