ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2020


დღეს სევდიან ვმღერი ხმაზე

ვაი, ნანა... წლებთან ერთად
გამიფრინდნენ მტრედები,
დრომ დამჩაგრა დედისერთა,
გულნატკენი ვბერდები.

ვარ მოყვასთან პირნათელი,
მეც მიყვარს და პირიქით,
თუმც ჯერ კიდევ გასავლელი
ბევრი დამრჩა ბილიკი.

დღეს სევდიან ვმღერი ხმაზე,
ღმერთს ვთხოვ: მოგვცეს წყალობა...
და ისმოდეს ქვეყანაზე
სიყვარულის გალობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები