მეორე ნაწილის დასაწყისი (მკვლელობა) თავი-IX
ქალაქის განაპირა სამხრეთით, ძველი საბჭოური კორპუსების წინ, ზღვის ნაპირთან ახლოს პატარა სკვერში ადამიანური დაუდევრობისაგან დაზიანებულ სკამზე ვიჯექი,თან ორი მომცრო ზომის ჩანთა მქონდა,გვერდიგვერდ ფეხებთან მელაგა,იშვიათად ვწყვეტდი მათ მზერას,მზეს უკვე კარგახნის წინ ჩაეყვინთა ზღვის სიღრმეში,თვალთახედვიდან მიმქრალიყო,ზუსტი დრო არვიცი,იმ დილით სიჩქარის გამო საათი ბინაში დამრჩა,ალბათ საამ საათზე მეტი ხანი დავყევი იქ სრულიად უცნობი ადამიანის მოლოდინში,რომელიც ტელეფონზე აღწერილი სურათით უნდა მეცნო და ეს ოხერი ნარკოტიკები მისთვის გადამეცა,ამ ამბისაგან თავი საბოლაოდ დამეღწია.საერთოდ აღარ მახსოვს იმ საათებში რაზე ვფიქრობდი,მაშინ მე ხომ ფეხებთან სიკვდილით სავსე ჩანთები მელაგა,მგონი მათი მეშინოდა,არა უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა მე ეს ჩანთები მძულდა,რადგანაც ვხდებოდი იმ ნარკოტიკით რომელიც მათში იყო მოთავსებული უხილავი მკვლელი,სიკვდილის ანგელოზი გავხდებოდი,შეიძლება საერთოდაც ფიქრის მეშინოდა,უბრალოდ რობოტივით ვიჯექი და ველოდი ჩემი რეალობიდან როდის გაქრებოდა ის ჩანთები,შვებას როდის შევიგრძნობდი მათგან სიშორით?!თუმცა იმ დროს არ უნდა დამვიწყებოდა,რომ ცხოვრება ჩვენი გეგმების მიხედვით არასოდეს მიდის,ყოველ წამს ახალ,უცხო და უფრო საშიშ გზებს გვიმზადებს. მექანიკური არსებასავით ყველა გამვლელს ვაკვირდებოდი,ვცდილობდი მათში იმ წამებში ყველაზე სასურველი და უცხო ადამიანი მეპოვნა,რამდენიმე საათიანმა ლოდინმა შედეგი გამოიღე,ბნელოდა ამიტომ მეეჭვება ავტომობილის ფერი სწორად შემემჩნია,მგონი მუქი ლურჯი ნივა იყო,მისგან გადმოსული პიროვნება მეცნო,ზაზას აღწერას გავდა,ტან დაბალი,მელოტი და მსუქანი კაცი იყო,ჩემკენ წამოვიდა,ფეხზე წამოვდექი ჩანთები ხელში დავიკავე და მეც მისკენ წავედი. -მგონი ზურა უნდა იყო?უცნაური,ცივი და პირქუში ხმა ჰქონდა. -კი,მევარ. -საჭირო ამანთი თან გაქვს? -ხელში მიკავია ორივე ჩანთა,ხედავთ!-გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა ვუპასუხე. -აბა მიდი სწრაფად საბარგულში ჩადე და ავტომობილში ჩახტი. -ავტომობილიში? მაგრამ მე მხოლოდ ჩანთები უნდა მომეტანა და გაქცლოდით! -ჰაჰ,გამცლოდი,რაიყო კაცი ჭამიას ვგევარ?დაჯექი მიდი, ხალხს საუბარი უნდათ შენთა! -მოუბოდიშეთ,სხვა საქმეები მაქვს,ვერ წამოვალ. -აუჰ,შენ კიდევ ბევშვი ხარ რა,დაჯექი მეთქი,იმ ხალხს უარი სასტიკად არ უყვართ! მივხდი ნანატრი თავისუფლება ჯერ არ მეღირსებოდა,ჩანთები საბარგუშლი უშნოდ შევყარე და მძღოლის გვერდით მოვთავსდი,საათი მაინც ვიმგზავრეთ,სიტყვა ძუნწი ვინმე იყო,რაღაც საშინლად მომაბეზრებელ რუსულ მუსიკას უსმენდ გზად,სიბნელსი გამო არ ვიცოდი რა ადგილებში გადავადგილდებოდით,თუმცა ვხდებოდი,რომ ქალაქიდან გავედით და ძველ ასფალტ აყრილ გზას მივუყვებოდით.ამ კაცთან საუბარი ნამდვილად არ მინდოდა,მაგრამ მუსიკამ იმდენად გამაღიზიანა საუბრის წამოწყება მერჩივნა,სიმღერის ხმას ჩავუწეი და ვკითხე -სად მივდივართ? -სადაცა მივალთ და ნახავ-ხელ აუდიო დამკვრელისაკენ წაიღო და ხმას ისევ აუწია,საუბარი ვერ შედგა.მალევე,რამდენი წუთში ავტომობილი გააჩერა,მთავრის შუქზე დავლანდე ღობე და პატარა სახლი,უხეში ტონით ჩასვლა მთხოვა: -აი,გამომართვი ,გასაღები და ფანარია. -აქ უნდა შევიდე?-სიბნელეში თითით სახლისაკენ მივუთითე. -არ თქვა მეშინიავო?-ჩაახველა და ამაზრზენად ჩაიცინა,ბავშობაში რუსულ ენოვან ფილმებში განაგონი ბოროტი სიცილი გამახსენდა,რაღაც ცუდ ამბავს რომ წინ უძღვის ხოლმე. -არა!!მაგრამ დავიბენი...საერთოდაც აქ რა მინდა? რაც დამავალეს გავაკეთე...ვერაფერი გავიგე,კიდევ რას ითხოვთ... -აე,ახლა ნუ გაილექსე შენ-საუბარი შემაწყვეტინა. -დილამდე აქ დარჩები,ჩემი სახლია,დილით მოგაკითხვანე და საჭირო კაცთან წაგიყვანენ. -აქ?მარტო? -შენ ბიჭო შენაშინები ჰო არა ყავხარ ვინმეს ჰა?!დროზე გადადი მანქანიდან,მე საქმე მაქვს,გაპარვა არ გაბედოიცოდე!,ახალგაზრდა კაცი ხარ არ მინდა სადმე ხევში მომიწიოს შენი გვამის გადამლავა,დავაი ახლა ჩახტი,სახშლი საჭმელიცაა და ყველა საჭირო ნივთი,კარგად გამოიძინე დაგჭირდება.-საკუთარი გვამის წარმომდგენაზა დავფრთხი სწრაფად გადმოვედი და ავტომობილის კარი ძალაუნებურად მაგრად მივუჯახუნე,სახლისაკენ წავედი,გაქანებული ავტომობილიდან რაღაც მომაძახა,სიტყვები კარგად ვერ გავიგე ეზოში ფანრის შუქზე მივდიოდი და საკუთარ თავს რაღააცეებს ხმამაღლა ვეუბნებოდი,მგონი ვეჩხუბებოდი.
პატარა სახლი იყო,მომცრო მისაღები ოთახით,სხვა ოთახების დათვალიერების გუნება არ მქონდა,მისაღებში ძველი მტვრიანი ტახტი იდგა,ჩამოვჯექი და ფანრის შუქის აქეთ იქეთ ცეცება დავიწყე,იმ მელოტს მართალი უთქვას საჭირო ნივთებზე,კედელზე ღია თაროებს მოვკარი თვალი,სანთლები,საჭმელი და სასმელი ვიპოვნე,ეს უკანსკნელი ყველაზე სასურველი რამ იყო იმ ღამეს,ლიტრიან ბოთლში მძაფრი სურნელის არაყი ესხა,გავიფიქრე ეტყობა დიდად სასიამოვნო დასალევი არ უნდა იყოს,პირთან მივიყუდე და რამდენი ყლუპი ყელში გადავუშვი,სწორად შემინიშნია,საშინელი ,ამჟვებული მანდარის გემო დაყვებოდა თან,მაგრამ რაც მთვარი იყო იმ დროს ,ეტყობოდა დიდი გრადუსი ქონდა,დასათრობათ და საკუთარი თავის შესაბრალებლად მშვნიერი რამ იყო,ფანარი ტახტზე დავაგდე,ბოთლი ავიღე და სახკლის კუთხეში იატაკზე დავჯექი,რამდენიმე წუთში სასმელით დიდი დოზით გავიჯერე სისხლი,ძილი მალევე მომერია სიზმრებსა არ შევუწუხებივარ,მშვიდად და ღრმად მეძინა რამდენი საათით. დილით კარებზე ძლიერმა კაკუნის ხმამ გამომაღვიძა,თვალები ერთმანეთისაგან რამდენიმე წამის შუალედით გავახილე,სარკმლიდან შემოსულმა დღის შუქმა ამიჭრელა ისინი,პირიდან საშინელი სუნი ამომდიოდა,ჯერ კიდევ ალკოჰოლით გაბრუებული ვიყავი,გარედან შემოსულ ხმას,რომოლიც ჩემ სახელს გაჰყვირობდა ვერ ვცნობდი,კარებამდე ბორძიკით მივედი, -ვაღებ დაწყნარდით,არსად წავთრეულვარ,ისევ აქ ვაგდივარ! -მალე.-საკეტი ძვლივ ძლივობით გადავატრიალე,თავი ზემოთ წამოვწიე,თვალები ძალაუნებურად ფართოთ გამეხილა ზღურბლზე ნაცნობი სახე დავინახე. -შენ აქ რა გინდა? -გაიწიე,შემომიშვი საქმე მაქ. -საერთოდაც აქ როგორ მომაგენი? -თუ შემომიშვებ ყველაფერს გაიგებ -ჯანდაბას კიდევ რა ოხრობას მალავს ეს ხალხი-წამოვიყვირე,არადა მეგონა რო ჩემთვის გონებაში ვფიქრობდი. -გაიგებ,ზზზ..ურა,სულ მალე ყველაფერს გაიგებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს წაკითხული მქონდა, გამახსენდა კითხვისას :) ეს წაკითხული მქონდა, გამახსენდა კითხვისას :)
6. სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ! მალე დაგვიბრუნდით!
სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ! მალე დაგვიბრუნდით!
5. მიხარია,თუ კითხულობთ :))
ბოლო კომენტარმა ძალიან გამახარა .ვაღიარებ სასიამოვნოა კარგი პროზაიკოსისაგან დადებითი გამოხმაურება.
მეგობრებო,სეზონურ ვირუს ვებრძვი (გართულებულ ფორმებში) და ვერ მოვახარხე ამეკრიბა,იმედია მალე შევძლებ!
მადლობა თქვენ! მიხარია,თუ კითხულობთ :))
ბოლო კომენტარმა ძალიან გამახარა .ვაღიარებ სასიამოვნოა კარგი პროზაიკოსისაგან დადებითი გამოხმაურება.
მეგობრებო,სეზონურ ვირუს ვებრძვი (გართულებულ ფორმებში) და ვერ მოვახარხე ამეკრიბა,იმედია მალე შევძლებ!
მადლობა თქვენ!
4. ყველა წავიკითხე)) საკმაოდ დინამიური და დამაინტრიგებელია)) შევუერთდი მომლოდინეთა რიგებს)+ ხუთები) ყველა წავიკითხე)) საკმაოდ დინამიური და დამაინტრიგებელია)) შევუერთდი მომლოდინეთა რიგებს)+ ხუთები)
3. ველოდებით გაგრძელებას..
ველოდებით გაგრძელებას..
2. როგორ უწყინრად დაიწყო ეს მოთხრობა და როგორ საშიშად ვითარდება.
როგორ უწყინრად დაიწყო ეს მოთხრობა და როგორ საშიშად ვითარდება.
1. ასე ადვილი რომ იყოს თავის დაღწევა .... აი, მეორე ნაწილს უკვე „მკვლელობა“ ჰქვია!
ასე ადვილი რომ იყოს თავის დაღწევა .... აი, მეორე ნაწილს უკვე „მკვლელობა“ ჰქვია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|