წევს ზარდახშაში, არ ამოდის. დამუხტული მაისურივით გეკრობა კანზე და სვიტერს მიყვება, როგორც ოცნებები ბავშვობას. ვერ გადახარშე, არ გამოგდის.
ჩახუთულია ოთახი, ისევ. თითქოს უნდა დამთავრდეს, თითქოს წერტილია, უნდა გაჩერდეს! დასასრულია, მაგრამ გახსენდება რომ ზარდახშაში წევს.
წყლით ჭიქას ივსებ, სვამ. დაფერთხავ ცარიელს და გადაცვენილ წვეთებს ყურადღებას არ მიაქცევ. იმიტომ რომ ზარდახშაში ეულად მძინარე გეგულება. არ ამოვა.
წევს ზარდახშაში და სენ ცხოვრობ იმიტომ რომ ის ზარდახშაში წევს და ცხოვრობ იმით რაც ზარდახშაში წევს. სულ არ გაწუხებს კითხვები, საერთოდ არა.
წევს ზარდახშაში და სხვა ვერ ხესავს. გხედავენ მხოლოდ შენს და ცარიელ ყუთს, უწონოს. გხედავენ შენ ყუთთან ერთად და ვერ გწონიან.
ქალია, შიშველია და სიმხურვალის ორთქლი ასდის. იწვება და წყალივით უნდიხად, რომ არ დანაცრდეს რომ ნაკვერჩხალი გახდეს და ისევ აენთოს, მაგრამ ეუბნები რომ ზარდახშაშია და არ ამოდის, აჩვენებ ზარდახშას და ვერაფერს ხედავს. გხედავს შენ და ოთახს.
დამუხტულია, ცოტათი. კისერს ჭიმავ და ატკაცუნებ, დამთქნარებასაც გაბედავ. სვიტერს იხდი და მაისური არ მოყვება. ახლიდან ცდი და ისევ იგივე. არადა იქ უნდა იწვეს.
დამთქნარება დაგძლევს და მიხვდები რომ არაფერი შეცვლილა, მაისურს არ გაიხდი და დაიძინებ, ზარდახშაში მწოლარე.
და სხვები მიხვდებიან, რომ ზარდახშაში ხარ, მიხვდებიან რომ არ ამოხვალ, ვერ ამოხვალ.
შენ კი დანამდვილებით იცი, იქაა! შენ კი გააგრძელებ ცხოვრებას რწმენით, რომ არ ამოვა, შენ გააგრძელებ ცხოვრებას ისე რომ თითქოს ამოსულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გადატვირთულია. თითქოს აქვს სათქმელი, მაგრამ მეტი პოეზია უნდა იყოს და მკითხველი არ უნდა იღლებოდეს. +2 გადატვირთულია. თითქოს აქვს სათქმელი, მაგრამ მეტი პოეზია უნდა იყოს და მკითხველი არ უნდა იღლებოდეს. +2
6. მადლობა ანა, მიხარია რომ ეგრე ფიქრობ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაზრდაა და მიხარია თუ მართლაც ეგრეა. მადლობა ანა, მიხარია რომ ეგრე ფიქრობ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაზრდაა და მიხარია თუ მართლაც ეგრეა.
5. ამ ლექსის მთავარი ღირსება რა გამოვიდა იცი? ქამელეონივით არის, რასაც გინდა იმას დაარქმევ და არსიან, თემიან, იდეიანად მოგყვება. მაგალითად, ზარდახშა სხეული იქნება, ფსიქიკა, ბედისწერა, პირველყოფილი მე, გვამშესალაგი თუ უბრალოდ სათავსო, ყველაფერი მოგყვება...უცნაურად აღვიქვი და შეფასებაც ეგეთი გამომივიდა. ძალიან ბევრად უკეთ წერ, ჩემი აზრით❤ ამ ლექსის მთავარი ღირსება რა გამოვიდა იცი? ქამელეონივით არის, რასაც გინდა იმას დაარქმევ და არსიან, თემიან, იდეიანად მოგყვება. მაგალითად, ზარდახშა სხეული იქნება, ფსიქიკა, ბედისწერა, პირველყოფილი მე, გვამშესალაგი თუ უბრალოდ სათავსო, ყველაფერი მოგყვება...უცნაურად აღვიქვი და შეფასებაც ეგეთი გამომივიდა. ძალიან ბევრად უკეთ წერ, ჩემი აზრით❤
4. საინტერესოა რომ სრულიად განსხვავენულად აღიქვით... მადლობა რომ. წაიკითხეთ საინტერესოა რომ სრულიად განსხვავენულად აღიქვით... მადლობა რომ. წაიკითხეთ
3. ეს იმ საკუთარ თავს გავს, რომელსაც ემალები, რომლის გადაქექვა და გაშიფვრა გასინებს, იცი შიგნით უფრო კარგი იმალება ვიდრე შენ ხარ, თუმც ხელის გასვრა არ გინდა, არ გსურს კომფორტის ზონიდან გამოიყვანო შენი თავი-ასე ხომ ყველა ვიქცევით რაღაც დრომდე, შემდეგ კი ან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, წინ მივიწევთ ან კიდევ ისევ იმ ჭაობში ვრჩებით :) ეს იმ საკუთარ თავს გავს, რომელსაც ემალები, რომლის გადაქექვა და გაშიფვრა გასინებს, იცი შიგნით უფრო კარგი იმალება ვიდრე შენ ხარ, თუმც ხელის გასვრა არ გინდა, არ გსურს კომფორტის ზონიდან გამოიყვანო შენი თავი-ასე ხომ ყველა ვიქცევით რაღაც დრომდე, შემდეგ კი ან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, წინ მივიწევთ ან კიდევ ისევ იმ ჭაობში ვრჩებით :)
2. მართლა პატივია :))) მართლა პატივია :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|