მამას
ადრე როდესაც უდარდელი შვილი ვიყავი, (უკვე სითეთრე მომიტანეს ცივმა ქარებმა), ვფიქრობ მაშინ, რომ გულახდილად მოვსულიყავი და მესაუბრა. საუბარი გაგახარებდა. ახლა კი მინდა ყველა ღრმული რომ დაუამდეს გულს და მიიღე გულახდილი ეს აღსარება, რომელიც იწვევს ცრემლის დენას, ფიქრს და ჟრუანტელს, რადგანაც უკვე იმხელა ვარ მიწევს ხანდახან, რომ მოგატყუო. გახლეჩილა მკერდი შუამდე და უნებლიე პოეტური ჩემი გადახრა ისეც შვება, რომ მცნებებიდან ხშირად ათივე დარღვეულია და რადგანაც ჩემი მამა ხარ შენთან მოვედი. ამ ცხოვრების დედა ვატირე, რომ მშობლის ნუგეშს მირჩევნია მუდამ სასმელი. და რომ ყოველთვის მიველტვოდი ჩინს და პატივებს. და ზუსტად ვიცი მომავალი და ხვალ რაც მელის შენ რომ გინდოდა ის არ არის, რადგან ათასი გზა გავიარე, ათასერთი კი ფეხსაცმელი გამოვიცვალე. საბოლოოდ ღმერთი გადავსვი გულიდან ტვინში. სირცვილით ვარ სავსე პირამდე. აღარც კი მახსოვს სად ვიფორთხე, როგორ გადავრჩი. და სანამ ჩემს თავს ზვარაკივით შემოგწირავდე, მითხარი უთქმელ მონატრებას თუ რა ფასი აქვს. აი ორ დღეში ისევ მოვა უქმი კვირა დღე. წახვალ ტაძარში სალოცავად. გავშლი პასიანსს და არაფრის მთქმელ ფიქრს შევყვები ყველა უჯრედით. სახლში არ ვარ და ყველაფერი მაინც ასეა... შენც კარგად იცი, რომ არაფერს გავაფუჭებდი რამე რომ მაინც შემძლებოდა. მე კი ლექსების გარდა არაფრის თავი არ მაქვს. შენ რას ურჩევდი შვილს, გაბრუებულს ცხოვრებით და თავის შექცევის ამბებით გართულს. ლამაზია დიდი ქალაქი მატარებლებით, ვაგონებით, თეთრი რელსებით, ხალხით, ამბებით, წვიმების ხმით და წყლის მარაგით. მეც შევერიე. ჩამითრია. ბოლოს ჩავყევი. ხორცი წავბილზე, გავასუქე, თავის ქალა კი ისე ავივსე ხოჭოებით და ბაყაყებით, რომ ამიმყაყდა შეგრძნებები, ასე დამთავრდა ჩემში სიწმინდე - ანგელოზის ხმაზე ნაყეფი. ყველასთან ვცდები, მართალი ვარ მხოლოდ ზამთართან ვერ მიერთგულა და მიცქერდა ხშირად ეჭვითაც. გამომაცალა ყველა ვინც კი ნებას დამრთავდა მეცხოვრა: კარგად, ზედმიწევნით, ლაღად, ბეჯითად და ყველასათვის. ისე გაქრა ჩემი ბავშვობა ვერ მოვასწარი პირველ კლასში, რომ დამეჭიდა იმ ბიჭთან ისევ დაჭიდება, თმების გაშრობა და დამრჩა ასე დათოვლილი. ეს აღსარებას აღარ გავს უკვე ყალიბდება თითქოს ნაშრომად ან ერთმანეთში გადახლართულ მემუარებად. მე კი ვრჩები და ორი ბატიც თუ არ მენდობა, და ანგელოზიც ჩემთან აღარ მოიყვანება. მამაშვილური, ჩვენებური, ურთიერთობა შენ შეიფარე როგორც მტრედი, როგორც ჭილყვავი, როგორც ეს ლექსი, რომლიდანაც ვითხოვ შენდობას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მუხა. "ამ ცხოვრების დედა ვატირე"ზე ვერ დაგეთანხმები მხოლოდ ჩემი აზრით მშობელთან რომ მიდიხან მსგავსი ფრაზით შვილი ემოციურია, შეიძლება ცოტა გაცვეთილი ფრაზაა და ამიტომაც არ ესიამოვნა ყურს. ანანეს უფრო ვეთანხმები ამ შემთხვევაში აი დასასრულის დროს ვეცადე როგორმე შემეკრა ლექსი და ეტყობა კიდეც რომ მხოლოდ ლექსის შეკვრაზე ვიფიქრე და მეტზე არაფერზე. მადლობა ყველას, მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. მუხა. "ამ ცხოვრების დედა ვატირე"ზე ვერ დაგეთანხმები მხოლოდ ჩემი აზრით მშობელთან რომ მიდიხან მსგავსი ფრაზით შვილი ემოციურია, შეიძლება ცოტა გაცვეთილი ფრაზაა და ამიტომაც არ ესიამოვნა ყურს. ანანეს უფრო ვეთანხმები ამ შემთხვევაში აი დასასრულის დროს ვეცადე როგორმე შემეკრა ლექსი და ეტყობა კიდეც რომ მხოლოდ ლექსის შეკვრაზე ვიფიქრე და მეტზე არაფერზე. მადლობა ყველას, მნიშვნელოვანია თქვენი აზრი.
13. მუხას ნაწილობრივ ვეთანხმები, რაღაც ფრაზები არ უხდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალიან მომეწონა, წარმატებები. მუხას ნაწილობრივ ვეთანხმები, რაღაც ფრაზები არ უხდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალიან მომეწონა, წარმატებები.
12. მთლიანობაში კი მომეწონა, მაგრამ პირადად ჩემთვის ემოცია შეასუსტა რამდენიმე ფრაზამ მაგ. გახლეჩილა მკერდი შუამდე ამ ცხოვრების დედა ვატირე, ამ ორი ბატიც, და ასე შემდეგ, ეს ჩემი პირადი აზრია და არა შენიშვნა. ობიექტური შეფასება არ შემიძლია, რადგან ძალიან პერსონალური ვარ შენი პოეზიის მიმართ. ძალიამ გულიანი შეგრძნებები გაქვს. მთლიანობაში კი მომეწონა, მაგრამ პირადად ჩემთვის ემოცია შეასუსტა რამდენიმე ფრაზამ მაგ. გახლეჩილა მკერდი შუამდე ამ ცხოვრების დედა ვატირე, ამ ორი ბატიც, და ასე შემდეგ, ეს ჩემი პირადი აზრია და არა შენიშვნა. ობიექტური შეფასება არ შემიძლია, რადგან ძალიან პერსონალური ვარ შენი პოეზიის მიმართ. ძალიამ გულიანი შეგრძნებები გაქვს.
11. მადლობა! ამიტომაც მაინტერესებდა შენი აზრი. მადლობა! ამიტომაც მაინტერესებდა შენი აზრი.
10. ჯერ მადლობა, რომ ჩემი შეფასება საინტერესი იქნებოდა, თუნდაც ცოტათი.
არ მახსენდება ასეთი ნაწერი შენს გვერდზე. ეს ზრდასრული ნაწერია, უფრო სწორად ზრდასრული ავტორის ნაწერი, ჩამოყალიბებული სათქმელით და ემოციით. ყოფილა, როცარაღაც მომწონებია, რაღაც მეტ-ნაკლებად შენს გვერდზე, მაგრამ ასეთი ემოცია ნამდვილად არცერთს მოუტანია. კითხვისას არის მომენტები, რომელიც დანარჩენ ნაწერს არ შეეფერება, მაგალიტად დასასრულისკენ, თითქოს ცდილობ თავი მოუკრა ნაწერს და ასეთი ფრაზა მოგაქვს - "ეს აღსარებას აღარ გავს უკვე ყალიბდება თითქოს ნაშრომად ან ერთმანეთში გადახლართულ მემუარებად. მე კი ვრჩები და ორი ბატიც თუ არ მენდობა, და ანგელოზიც ჩემთან აღარ მოიყვანება." გამიფუჭა მანამდე შევსებული განწყობა. დასასრული კარგია, მაგრამ უფრო მჭახეს მოიხდენდა.
წარმატებები. ჯერ მადლობა, რომ ჩემი შეფასება საინტერესი იქნებოდა, თუნდაც ცოტათი.
არ მახსენდება ასეთი ნაწერი შენს გვერდზე. ეს ზრდასრული ნაწერია, უფრო სწორად ზრდასრული ავტორის ნაწერი, ჩამოყალიბებული სათქმელით და ემოციით. ყოფილა, როცარაღაც მომწონებია, რაღაც მეტ-ნაკლებად შენს გვერდზე, მაგრამ ასეთი ემოცია ნამდვილად არცერთს მოუტანია. კითხვისას არის მომენტები, რომელიც დანარჩენ ნაწერს არ შეეფერება, მაგალიტად დასასრულისკენ, თითქოს ცდილობ თავი მოუკრა ნაწერს და ასეთი ფრაზა მოგაქვს - "ეს აღსარებას აღარ გავს უკვე ყალიბდება თითქოს ნაშრომად ან ერთმანეთში გადახლართულ მემუარებად. მე კი ვრჩები და ორი ბატიც თუ არ მენდობა, და ანგელოზიც ჩემთან აღარ მოიყვანება." გამიფუჭა მანამდე შევსებული განწყობა. დასასრული კარგია, მაგრამ უფრო მჭახეს მოიხდენდა.
წარმატებები.
9. რა კარგი ფინალი აქვს!
რა კარგი ფინალი აქვს!
8. მოკითხვა მირიანს!
მოკითხვა მირიანს!
7. ამ ნაწერს კლუბის წევრებს გავუზიარებ . HQ 5 ამ ნაწერს კლუბის წევრებს გავუზიარებ . HQ 5
6. მადლობა ყველას შეფასებისთვის. მიხარია რომ მოგწონთ.
მადლობა ყველას შეფასებისთვის. მიხარია რომ მოგწონთ.
5. ფილოსოფიურია თქვენი ნაწერები და საინტერესოც პოეტური ხედვა და ალღო :) ფილოსოფიურია თქვენი ნაწერები და საინტერესოც პოეტური ხედვა და ალღო :)
4. მოვიდა გულთან) კარგია+5 მოვიდა გულთან) კარგია+5
2. კარგი იყო ! კარგი იყო !
1. ნაღდია და მომეწონა ნაღდია და მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|