ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2020


აფხაზეთიდან მოფრენილი თეთრი მტრედი ხარ

აფხაზეთიდან მოფრენილი თეთრი მტრედი ხარ,
გამოგყოლია ზღვის სურნელი, პალმების სითბო,
გულში ჩამესმის სევდიანი ახლაც შენი ხმა
და ვსტირი ისე, რომ ბოლოჯერ გხედავდე თითქოს.

აფხაზეთიდან მოფრენილი თეთრი მტრედი ხარ,
სოხუმში დაბრუნების გარდა არაფერს ითხოვ,
მოვა დრო, ისევ დაიქუხებს ჩვენი ერის ხმა
და ვუწილადებთ მონატრებულთ ჩვენს კუთვნილ სითბოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები