ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2020


ნუ! არ ვიზომები!

"არის ასაკი, როდესაც ქალი
ლამაზი უნდა იყოს,
რათა იგი უყვარდეთ,
შემდეგ კი დგება დრო,
როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ,
რათა იგი ლამაზი იყოს"
ფრანსუაზა საგანი.

არასდროს ვყოფილვაორ ლამაზი,
მაგრამ განა ამიტომ ვამბობ:
მგონია რომ არც ქალს
და არც კაცს,
არ სჭირდება სილამაზე ვიწრო გაგებით,
არამედ, მხოლოდ ადამიანობა (ფართოდ)
სიყვარული კი
უპირობო უნდა იყოს,
ისევე როგორც მზის ამოსვლა ცის კამარაზე.
ეჭვის შეტანა ყველაფერში შეიძლება,
რას მიქვია ჩემი ნათქვამი?!
ჩვენს პროექციას ვეხმიანები :
-არსაიდანაც არ ამოდის მზე!
ეს ჩვენ დავარქვით
მისი დილის სამყოფელს აღმოსავლეთი.
ჩვენ გადავწყვიტეთ,
წყვილ კიდურთა,
წყვილ თვალთა და
ღიმილთა შორის ამოგვერჩია
და გვეთქვა "ლამაზი".
დიდი ხანია ყველა მიყვარს
და ყველაზე მეტად
მეტროში მიმძაფრდება ეს სიყვარული.
იქ ყველაზე მეტად,
სევდიანი,
ნაშრომ-ნაჯაფი,
დაუბანელიც,
მოუვლელიც,
მგონი მშიერიც,
(აღარ ვიცი ჩემი სავსე ტანი სად გადავმალო)
ჰოდა გამოგიტყდებით,
(თქვენი შოკში ჩაგდება სულაც არ მინდა)
სურვილი გამიჩნდება ხოლმე,
ყველაზე გატანჯულს,
შეუხედავს (თქვენი გაგებით),
და მოუვლელს,
მიკლედ, მივიდე და...
მაინც ვერ ვამბობ...
თუმცა თქმასაც განა აზრი აქვს?!
იქნებ მგონია,
რომ მას ყველაზე მეტად სითბო სჭირდება,
რადგან ვიცი, ხელის ჭუჭყი არაფერს მისცემს.
კოცნით კი რას გამომრჩება,
ისე ღრმად ძინავს,
გაღვიძებას არც კი აპირებს.
ოღონდ ნუ მზომავთ,
გევედრებით,
თქვენი საზომით არ ვიზომები...
რაც მეტ სიყვარულს და სითბოს გავცემ,
მით უფრო მეტად მევსება გული,
თითქოს ერთი თევზით და პურით დამპურებლის
კალათა ვიყო.
თავს არავის ვადრი,
ყველა მთხოვნელის საამებლად
ვერ გამოვდგები.
უფრო ხეს ვგავარ,
ძლიერ ქარში რომ წელში იხრება,
ყოველთვის იმ მიმართულებით,
საითაც ქარი...
ერთი ნაბიჯით საკუთარ თავს რომ ვერ გავექეცი
და მაინც დაუძლეველ ამბებს ვეჭიდავები,
ეს მე ვარ,
ჰოდა, აბა საიდან უნდა ვიცოდე ჭეშმარიტება,
ერთი სახლის წინ,
ერთ კვადრატულს ჩაბღაუჭებულმა,
მე მხოლოდ ვწუხვარ
და ფრასუაზას განა არ ვეთანხმები,
ფაქტს ვაპროტესტებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები