ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2020


გაზაფხულზე შემიყვარდა...

პოეზია გაზაფხულზე შემიყვარდა,
ვეფერები, როგორც იას - მგოსანი,
ისევ მიყვარს, წლების წინათ ვინც მიყვარდა,
ვისაც ხედავს თვალი პატიოსანი.

სიყვარული გაზაფხულზე შემიყვარდა,
ისე მიყვარს, როგორც თამარს - სოსლანი,
მენატრება, ვინც წლების წინ გვერდით მყავდა,
ვისაც ჰქონდა თვალი პატიოსანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები