 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2020 |
დაუსრულებლად ვბრუნავდით წრეზე, ცხოვრება ჰგავდა ფოტო-ნეგატივს, ზოგჯერ მიზეზად მომქონდა ჰესეს რამე მოთხრობა და გირეკავდი, თითქოს მინდოდა წიგნი მეთხოვა, არადა, შენი ნახვა მწყუროდა... საღამოობით ვრთავდი ბეთჰოვენს, ყეფასაც წყვეტდა მაშინ მურადა და გირეკავდი მუსიკის ფონზე, ვინ იცის, ჩემზე რა ფიქრი გქონდა, არც ალტრუისტი და არც ალფონსი, რაღათქმაუნდა არც ალფონს დოდე. ვიცოდით ყველა ჩიხთან შეყოლა, სადაც უმიზნო სიტყვას მივყავდით, მათ შორის იყო: ბროში, ბროკოლი, წარმოიდგინეთ: გრემი, იყალთო, თავად გრემი კი იყო კრებითი, კახეთისა და მუსიკის ჯილდო, ჩვენ ყველა ჯილდო ფეხზე გვეკიდა და ფეხშიშველი მივდევდით ილტოს ქვაღორღიან და ქვიშიან ნაპირს, სულმოუთქმელად, თითქმის ქოშინით, ცელქი ბავშვივით ვუცდიდი აპრილს, დამსკდარი მიწის მძაღე ოხშივარს, რა მოთვლის ამგვარ დღეებს, უხუნარს, მაისის პირზე წვიმაც მოხშირდა... თუ გვაშინებდა ღრუბლის გრუხუნი, ვიმალებოდით იქვე, ქოხშივე, ვიცოდით ყველა ქოხში მიმალვა, სადაც მაისის წვიმას მივყავდით, შენ მკითხავ, ახლა აღარ გიყვარვარ? მე გეტყვი, უწინ უფრო მიყვარდი! დაუსრულებლად ვბრუნავდით წრეზე, ცხოვრება ჰგავდა ფოტო-ნეგატივს, ზოგჯერ მიზეზად მომქონდა ჰესეს რამე მოთხრობა და გირეკავდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობთ :) გმადლობთ :)
13. მომწონს თქვენი პოეზია.
მომწონს თქვენი პოეზია.
12. შემდეგში იქნება უკეთესი, უკეთესი :) შემდეგში იქნება უკეთესი, უკეთესი :)
11. კარგია ფრიად, მაგრამ შენ უფრო კარგები იცი :) გავთამამდით ამ გვერდზე გენაცვალე... კარგია ფრიად, მაგრამ შენ უფრო კარგები იცი :) გავთამამდით ამ გვერდზე გენაცვალე...
10. მადლობა, იკა მადლობა, იკა
9. როგორ გამოაცოცხლებს ხოლმე საიტს ასეთი კარგი "კონვენციები" როგორ გამოაცოცხლებს ხოლმე საიტს ასეთი კარგი "კონვენციები"
8. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
7. კაიააა, ბრავო! 5 კაიააა, ბრავო! 5
5. არის საშუალება :) არის საშუალება :)
4. ალფონს დოდეს არა, მარა ტარტარენ ტარასკონელს კი ჩამოჰგავხარ :))
ლირიკოსი ხარ, დროდადრო :)
ალფონს დოდეს არა, მარა ტარტარენ ტარასკონელს კი ჩამოჰგავხარ :))
ლირიკოსი ხარ, დროდადრო :)
1. ჰესეს არა მარა ლაგერკვისტის ბარაბა მიზეზად მომიყვანია )))
მომეწონა ჰესეს არა მარა ლაგერკვისტის ბარაბა მიზეზად მომიყვანია )))
მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|