ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2020


მონატრების სონეტი

(Ataol Behramoğlu-
დილამ მზე ფრთხილად მიიბნია შიშველ გულმკერდზე,
დილა მზის სხივებს კენჭებივით ფრთხილად მილაგებს,
გადავწევ ურდულს, აქ წარსულის აჩრდილებს ვეძებ,
ვეძებ დედის და მამაჩემის ნაცრისფერ ლანდებს.
სარეცელს ძველი ალბომივით ნელ-ნელა გავშლი,
დედის ნაქარგი მზის სიზმრები დამეხურება,
ჩემი ბავშვობა შებუზულა ძველ კიდობანში,
ბნელ დერეფანში გაბნეულა ნაფეხურებად.
ის სილამაზე დავიწყების თოკზე გაკიდა,
დრომ... მონატრება შემომეაჭდო სულზე ხუნდებად,
ახლა წარსული იცქირება ძველი სარკიდან, -
მწარედ განიცდის, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდება.
ახლა, გარეთ ცრის.მაშინ დედა ,მზის სხივებს  ფენდა, 
აღარც მამაა, აღარც ჩემი ლამაზი დედა.
O ERKEN SABAHLAR

Annemli babamlı o erken sabahlar
Tüm yaşamımın belki en güzel şeyiydi
Yatak örtülerinde sabah güneşi
Ve sanki kardeşimiz olan eşyalar

Sakince açılıp kapanan bir kapı
Bir masa, ağır başlı duruşuyla
Yarı aydınlıkta, koridorda
Aynadan, konsoldan yansıyan ışıltı

Şimdi bu erken sabah saatinde
Acıtıyor kalbimi özlemle
O sabah vaktin görüntüleri

Babamın güzel, ağır başlı yüzü
Annemin azıcık hüzünlü
Ve hep azıcık telaşlı gölgesi

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები