ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: თარგმანი
25 მარტი, 2020


ჩემი სახლი იანკა კუპალა (ბწკარედი ალ.ელერდაშვილის)

ვარსკვლავებს შორის რომ ციმციმებს, ჩემი სახლია,
ცისკენ აჭრილი არწივების სივრცესთან ახლოს,
სად ქარიშხლები ქარაფებზე ქალას ახლიან,
სადაც, ღრუბლების ნაღვლიანი ოჯახი სახლობს.
დგას ბუერებში, ხატა ხავსებს შემოხვეული ,
სადაც, ჩემს ხუტორს დაუკაწრავს ფიჭვები სახეს,
სად, ტყიდან ისმის სირინოზის ხმები გრძნეული
მთვლემარე სოფელს დროდდრო რომ აფორიაქებს.
ეს ღორღიანი ტრამალები - ჩემი სახლია,
მზე წაგიკიდებს ცეცხლის ალმურს , ხან, სუსხი გთოშავს,
სადაც, გუთნები შავ ფესვებში ბელტებს დაღრღნიან,
სისხლით და ოფლით გაუპოხავს ეს მიწა დრო-ჟამს.
შემოხვევია ჩემს სახლს ირგვლივ, სპა აბზინდების,
სადაც ,ვერხვების ტანის როკვა შვენის, ყორღანებს,
ამ მიწაშია გაპოხილი წინაპრთ ძვლები,
ერთად რომ გლოვობს ღრუბელი და მწუხარე ღამე.


Мой дом — прыволле звёзднай далі,
Арламі мераны абшар,
Дзе бітвы точаць ветраў хвалі
З сям’ёй глухіх калматых хмар.
Мой дом — амшалай пушчы сховы,
Сяліба ясеняў, сасон,
Дзе смех русалчын, лесуновы
Палошыць вечна-цяглы сон.
Мой дом — пясчаныя разлогі,
Пакута сцюжы і спякот,
Дзе ў скібах лад вядуць нарогі,
Аздобай цвет — чырвоны пот.
Мой дом — узмежных зёлак восці,
З сухой асінаю курган,
Дзе тлеюць прадзедавы косці,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები