ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2020


ელადა

ღამეს ათენებ და აათენებ,
გზაა-უსაშველო მარათონი...
მთელი ატლანტიის ოკეანე,
მარმარილოთი და ეგეოსით,
ცასაც აირეკლავს, ათინათებ,
მთვარის საკოცნელად კამათობენ,
ხედავ, გათენებაც აგვიანებს,
რაღაც უდროოდ და ქაოსურად,
წერა წამოიწყე ელადაზე,
წერა წამოიწყე ელინებზე,
წერა-ზეთისხილის რტოზე,
ზღვაზე წამოიწყე, ხმელთაშუა,
არის სისადავე, ეპატაჟიც,
ხან ერთს, ხან მეორეს იმიზეზებ,
ერიკ-ემანუელს, ხანაც ჟოზეს,
ხანაც პილატეს და იეშუას,
ხან კი, საერთოდაც არაფერი,
ხანაც კლდეები და ქარაფები,
ხანაც მუზებია-მოარფენი,
ზეცას გათენება მოაფინე,
შენ კი, რა ხანია გააფრინე...
შენ კი, რა ხანია გააფრინე...
შენ კი, რა ხანია გააფრინე...
შენ კი, რა ხანია გააფრინე...
ღამეს ათენებ და აათენებ,
გზაა-უსაშველო მარათონი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები